აბაშის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2017 წლის 19 ივნისი აბაშა |
ა) აბაშის მუნიციპალიტეტის და აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №1);
ბ) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2);
გ) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარების და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3);
დ) ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4).
|
აბაშის მუნიციპალიტეტის და აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – აბაშის მუნიციპალიტეტის ორგანოები (საკრებულო/გამგეობა) და აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები.
4. ინვენტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან, მათ შორის, თავმჯდომარისაგან.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – მოადგილე.
5. საჭიროების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი). მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარებისას კომისიამ იხელმძღვანელოს „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, ჩამოწერასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თანხმობის მიღების შემთხვევაში, გამგებელი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისთვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ.
3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20__ წლის ____________________ მდგომარეობით
_______________________________________________________________________ დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ის დასახელება
კომისიის წევრები: 1 ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე 2. ბ.ა. 3. 4. ვადასტურებ აუდიტორი: შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან 11-ის ჩათვლით არ ივსება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20__ წლის ____________________ მდგომარეობით
_______________________________________________________________________ დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ის დასახელება
კომისიის წევრები: 1 ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე 2. ბ.ა. 3. 4. ვადასტურებ აუდიტორი:
შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან 11-ის ჩათვლით არ ივსება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი
20__ წლის ____________________ მდგომარეობით
_______________________________________________________________________ დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ის დასახელება
კომისიის შემადგენლობა: ____________________________________________________________________________________________
შექმნილი 20__ წ. __________ ___________________№__________________________________________ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ___________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________
(ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი:____________________________________ 2. საწყისი საბალანსო ღირებულება:________________________________________________ 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) ________________________________________________; ბ) ________________________________________________; გ) ________________________________________________. კომისიის დასკვნა:___________________________________________________________________ კომისიის წევრები: 1. ____________________________________ 2. ____________________________________ 3. ____________________________________ 4. ____________________________________ ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ____________________________________ ბ.ა. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||