კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 07.06.2016
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ
საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება №2
2016 წლის 7 ივნისი
ქ. ბათუმი
კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის და უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახური.
მუხლი 2🔗
კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები განისაზღვროს შემდეგი სახით:
კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას;
ბ) უზრუნველყოფს უსკოს ვებგვერდის მუშაობის გამართულობას არჩევნების პერიოდში;
გ) ქმნის და ახორციელებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას და ავრცელებს უსკოს აპარატში;
დ) ასრულებს კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს;
ე) სხვა სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და კომპიუტერულ დამუშავებას;
ვ) ქმნის კომისიისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, ახდენს არსებულ მონაცემთა ბაზების, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას და საჭიროების შემთხვევაში მათ მოდიფიცირებას;
ზ) უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოებას;
თ) ახორციელებს კომპიუტერული სისტემის კოორდინაციასა და ფუნქციონალურ უზრუნველყოფას;
ი) ახორციელებს პროგრამულ უზრუნველყოფას და შესაბამისი წინადადების მომზადებას პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების თაობაზე;
კ) უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო მასალების სისტემატიზირებასა და შენახვას;
ლ) ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს;
მ) კონსულტაციას უწევს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებსა და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით;
ნ) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და სხვა საიდუმლო ინფორმაციის დაცვას;
ო) ახორციელებს საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმების და ნიმუშების კომპიუტერულ დამუშავებას;
პ) უზრუნველყოფს უსკოს ვებგვერდის სისტემატიურ განახლებას;
ჟ)კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტით, შინაგანაწესით, საქართველოს სხვა კანონებითა და სამართლებრივი აქტებით;
რ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების დანიშვნის დღიდან და მათი მოქმედების ვადა განისაზღვროს ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობამდე დროის მონაკვეთით.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეარჩილ მიქელაძეაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანითამარა ხოზრევანიძე