|
1
|
პრიორიტეტი: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს განვითარებული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ხარისხს, გარდა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა, განსაზღვრავს ისეთი გარემოებები, როგორიცაა მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურის, შეუფერხებელი და ხარისხიანი მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის, ეფექტური და ეფექტიანი კომუნალური სისტემის, ეკოლოგიური გარემოს ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, ცხოვრების დონისა და ხარისხის ამაღლების, მოსახლეობისათვის შესაბამისი საცხოვრებელი გარემოსა და პირობების შექმნისა და გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია განისაზღვრა როგორც ქალაქ ბათუმის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
|
|
1.1
|
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობა;
- საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობა.
|
|
1.1.1
|
გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 01 01)
ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარის ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები;
არაასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები;
ქუჩის მანიშნებლების დამზადება-მონტაჟი;
საგზაო ინფრასტრუქტურის (ტროტუარი, ბორდიური, ქვაფენილი, ბოძკინტი) მოვლა-შენახვის ღონისძიებები;
|
|
1.1.2
|
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 01 02)
ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია (ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე);
აღმაშენებლის და ტბელ აბუსერიძის ქუჩების, აღმაშენებლის და გენ. ა. აბაშიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის (ქუჩების) კეთილმოწყობის სამუშაოები;
მწვანე კონცხის დასახლებაში ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩების გაფართოება;
მწვანე კონცხის დასახლებაში ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ფრიდონ ხალვაშის II ჩიხის კეთილმოწყობა, აეროპორტის ადმინისტრაცია;
მარეთის ქუჩის კეთილმოწყობა, აღმაშენებელის ადმინისტრაცია;
კონცელიძის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია და კონცელიძის ქუჩის №19-ის მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა;
იმერხევის ქუჩის კეთილმოწყობა;
ოშკის ქუჩის კეთილმოწყობა;
შატბერდის ქუჩის კეთილმოწყობა;
გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება;
თამარ მეფის გამზირის №10-დანა №42-მდე ბორდიურების მოწყობის სამუშაოები;
კომახიძის I შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები;
მამია ვარშანიძის ქუჩის №29-ში მდებარე №28 საჯარო სკოლის შესასვლელ ხიდზე და ნიკო მუსხელიშვილის 3105-სა და №64-ს შორის არსებულ საავტომობილო ხიდებზე მოაჯირების მოწყობის სამუშაოები;
გოგებაშვილის (ბაქოს) ქუჩის მონაკვეთის (ჭავჭავაძიდან შავშეთამდე) კეთილმოწყობა;
იოანე მესხის ქუჩის მონაკვეთის (№60-№66) კეთილმოწყობა;
მარეთის I ჩიხის კეთილმოწყობა;
დ. თავდადებულის ქუჩის მონაკვეთზე (№6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ) ტროტუარის მოწყობა;
მ. ვარშანიძის ქ. N43-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობა;
ე.წ. "ჭაობის დასახლებაში" ქუჩების კეთილმოწყობის პირველი ეტაპი;
პუშკინისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მოწყობა;
აეროპორტის დასახლებაში ახალი ბულვარის მოპირდაპირედ ახალი ქუჩების მშენებლობა;
გზებისა და ქუჩების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა.
|
|
1.2
|
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სერვისის განვითარება (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
- სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პარკირების სერვისის მართვა;
- მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება.
|
|
1.2.1
|
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პარკირების სერვისის მართვა (პროგრამული კოდი 03 02 01)
საგზაო მოძრაობის ორგანიზება;
პარკირების სერვისის ორგანიზება;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
|
|
1.2.2
|
მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება (პროგრამული კოდი 03 02 02)
შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტი"-ს სუბსიდირება (საოპერაციო დეფიციტის დაფარვა).
|
|
1.3
|
საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარება (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები::
- სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა;
- წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა;
- ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის
პროექტის თანადაფინანსება;
- ქალაქის დასუფთავება და ნარჩენების გატანა;
- გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობა;
- ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება და ბილინგის სისტემის შექმნა.
|
|
1.3.1
|
სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01)
სანიაღვრე ქსელების მიმდინარე მოვლა-ექსპლუატაცია;
ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია; ზ. გორგილაძის ქუჩაზე (გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე) სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები;
სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა.
|
|
1.3.2
|
წყლის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 02)
|
|
|
მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გამრიცხველიანება (ინდივიდუალური წყალმზომების დაყენება);
ჩაქვის წყლის გადამცემი მაგისტრალის ქალაქის მონაკვეთის რეაბილიტაცია;
|
|
1.3.4
|
ქალაქის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (პროგრამული კოდი 03 03 04)
ქალაქის დასუფთავება;
ნარჩენების გატანა;
ნაგავსაყრელის ექსპლუატაცია და სანიტარიული მომსახურება.
|
|
1.3.5
|
გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 05)
გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაცია;
გარე განათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა;
სკვერების დეკორატიული განათების სამუშაოები;
გარე განათების ახალი ობიექტების ელ. ენერგიის ქსელში ჩართვა;
ქუჩების განათების სამუშაოები.
|
|
1.3.6
|
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03 06)
პროექტის ფარგლებში დღგ-ს და სხვა გადასახადების თანადაფინანსება;
შპს ”ბათუმის წყალი-ს” სუბსიდირება;
KfW ბანკთან გაფორმებული განსაკუთრებული შეთანხმების შესაბამისად პროექტის დამატებითი თანადაფინანსება.
|
|
1.3.7
|
ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება და ბილინგის სისტემის შექმნა (პროგრამული კოდი 03 03 07)
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება;
სერვერის შესყიდვა;
ბილინგის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
|
|
1.4
|
ქალაქის გაფორმება და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები::
- ქალაქის გაფორმების ღონისძიებები;
- ქალაქის გამწვანების ღონისძიებები;
- სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვა;
- ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი;
-ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
|
|
1.4.1
|
პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 04 01)
ლერმონტოვის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა;
პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და მშენებლობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
ზუბალაშვილის ქ.№39-ს მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობა;
|
|
1.4.2
|
ქალაქის გაფორმების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 02)
საშობაო-საახალწლო დღესასწაულისათვის ქალაქის გაფორმება;
წლის განმავლობაში ქალაქის გაფორმების ღონისძიებები;
ჟიული შარტვას ბიუსტის დამზადება მონტაჟი;
სავაჭრო ჯიხურების შეძენა;
|
|
1.4.3
|
ქალაქის გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 03)
ქალაქის გამწვანების მიმდინარე ღონისძიებები
სეზონური ყვავილების შეძენა-დარგვა;
ხე-მცენარეების შეძენა-დარგვა;
მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება;
|
|
1.4.4
|
სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვა (პროგრამული კოდი 03 04 04)
ადმინისტრირება და მართვა;
სარეკრეაციო (მ.შ. ტურისტული დანიშნულების) ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და განვითარება;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
|
|
1.4.5
|
ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი (პროგრამული კოდი 03 04 05)
მცენარეთა კოლექციის მოვლა-პატრონობის, შევსების, განახლებისა და კონსერვაციის ღონისძიებები;
ბოტანიკური ბაღის ტურისტული და სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა;
სერვისების განვითარება და მარკეტინგული ღონისძიებები;
შეხვედრებში, ღონისძიებებში, კონფერენციებში მონაწილეობის მიღება და ორგანიზება;
ეკო-საგანმანათლებლო და კულტურულ შემეცნებითი პროექტები;
ბოტანიკური ბაღის სახელობის სტიპენდიის გაცემა;
ბოტანიკური ბაღის ტურისტული და სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება;
მატერიალური-ტექნიკური ბაზის განახლება;
|
|
1.4.6
|
ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 06)
საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია
|
|
1.5
|
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი (პროგრამული კოდი 03 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა;
- ა(ა)იპ - ბათუმის კორპუსი.
|
|
1.5.1
|
საცხოვრებელი სახლების მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 05 01)
საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დასრულება;
საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
|
|
1.5.2
|
ა(ა)იპ - ბათუმის კორპუსი (პროგრამული კოდი 03 05 02)
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაში არსებული საზოგადო მოხმარების ინფრასტრუქტურის შეკეთება (სარემონტო მასალების შესყიდვა);
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება (ხელსაწყოების შეძენა);
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სახურავების შეკეთება-მოწყობა;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების კომუნალური სისტემის შეცვლა;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების ლიფტების შეკეთება;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების არსებული ამორტიზირებული ლიფტების დემონტაჟი და ახალი ლიფტის მონტაჟი;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებისათვის ფანჩატურის შეძენა - შეტანა;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებისათვის სკამების შეძენა-შეტანა;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებისათვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებისათვის შადრევნის შეძენა-მონტაჟი;
არსებული ატრაქციონების მოვლა-პატრონობა;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებში ასფალტის დაგება;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებში ფილების დაგება;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებში ბორდიურების მოწყობა;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებში კორდის მოწყობა;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებში დისტანციური პულტით მართვადი ბარიერის მოწყობა;
მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობისა და კომუნალური სისტემის მოწესრიგება;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებში სენსორული განათების მოწყობა;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებში სადარბაზოს კარებისა და ელექტრო საკეტების მოწყობა;
ქალაქში არსებული ავარიული სახლების, შენობა-ნაგებობების აღდგენა- შეკეთება, გამაგრება-რეაბილიტაცია;
რუსთაველის ქუჩაზე შენობების ფასადების შეღებვა;
საცხოვრებელი სახლებისთვის საინფორმაციო ფირნიშების შეძენა-მონტაჟი;
|
|
1.6
|
მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 06)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;
- მუნიციპალური სასაფლაოების მშენებლობა.
|
|
1.6.1
|
მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 06 01)
სასაფლაოების მიმდინარე მოვლა-პატრონობის ღონისძიებები;
უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვა;
შემოერთებული სასაფლაოების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
|
|
1.6.2
|
მუნიციპალური სასაფლაოების მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 06 02)
ჩაქვში ახალი სასაფლაოს ინფრასტრუქტურის შექმნა;
|
|
1.7
|
ქალაქის დაგეგმარება (პროგრამული კოდი 03 07)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
- საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა;
|
|
1.7.1
|
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა (პროგრამული კოდი 03 07 01)
გზების, ქუჩებისა და ტროტუარების სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
სანიაღვრე არხების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
საბავშვო ბაღების შენობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
გარე განათების მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
სასპორტო ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
კულტურული დანიშნულების ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციისათვის განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების კონცეფციის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
ე.წ. ბარცხანის ხიდის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა;
პროექტების ექსპერტიზა.
|
|
1.7.2
|
საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 03 07 02)
აეროპორტის დასახლებაში ახალი ბულვარის მოპირდაპირედ ახალი ქუჩების მშენებლობის ზოლში კერძო მესაკუთრეებზე მიწის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გაცემა;
მაიაკოვსკის ქ. №55/24-ში და ლერმონტოვის ქ. №102-ში მდებარე ავარიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს მოქალაქეთა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფა;
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელების მიზნით ექსპროპრიაციის განხორციელებისათვის ქონების მესაკუთრეებზე კომპენსაციების გაცემა
|
|
1.7.3
|
ქალაქის განვითარების გეგმის შედგენა (პროგრამული კოდი 03 07 03)
ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავებისათვის ტექნიკური პირობების მომზადება.
|
|
1.7.4
|
ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა (პროგრამული კოდი 03 07 06)
მოსამზადებელი სამუშაოები;
აეროფოტოგადაღების სამუშოების განხორციელება;
ორთოფოტოგეგმის ციფრული მოდელის, 3D მოდელის და საკადასტრო საზღვრების დამუშავება;
პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
მონაცემების ინტეგრაცია-ადაპტაცია პროგრამულ უზრუნველყოფაში და მათი ერთიან პლატფორმაში მოქცევა.
|
|
2
|
პრიორიტეტი: განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
სკოლამდელი განათლება განათლების სისტემის საბაზისო, პირველ საფეხურს წარმოადგენს, რომლის ხელმისაწვდომობისათვის სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.
ქალაქის განვითარებასთან ერთად, მოთხოვნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე დღითი-დღე იზრდება. არსებული მუნიციპალური საბავშვო ბაღები რთულად უმკლავდებიან მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, რაც ქმნის ახალი ბაღების მშენებლობის აუცილებლობას. გარდა ამისა, სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად მიწოდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივ განახლებასა და აღმზრდელთა პერმანენტულ პროფესიულ გადამზადებას მოითხოვს.
გარდა სკოლამდელი განათლების მიწოდების უზრუნველყოფისა, ქალაქის განვითარების პრიორიტეტი უმაღლესი განათლების მხარდაჭერაა, რაც მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების შესაბამისად კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადებისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის თვალსაზრისით.
|
|
2.1
|
სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ა(ა)იპ - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება;
- საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და რეაბილიტაცია.
|
|
2.1.1
|
ა(ა)იპ - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 01)
საბავშვო ბაღების მართვა-ადმინისტრირება;
საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფა;
საბავშვო ბაღების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება ;
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება (გადამზადება);
|
|
2.1.2
|
საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 01 02)
ურეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ;
წერეთლის ქუჩა №30-ში მდებარე №12 საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი;
მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე N5 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო-დაშენების სამუშოები.
საბავშვო ბაღის შენობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
|
|
2.2
|
პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემა წარმატებული სტუდენტებისათვის.
|
|
2.2.1
|
პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02 01)
უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობა;
ადგილობრივ და საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო/შემეცნებით პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
|
|
2.2.2
|
ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის (პროგრამული კოდი 04 02 02)
2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით სტიპენდიების გაცემა;
2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების მიხედვით სტიპენდიების გაცემა;
საინფორმაციო რგოლის დამზადება.
|
|
3
|
პრიორიტეტი: კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
კულტურის მნიშვნელობა და ინტერპრეტაცია ცვალებადი და აქტიური პროცესია. ის თავის თავში მოიცავს ისეთ განსხვავებულ ასპექტებს, როგორიცაა მსოფლმხედველობა, იდეოლოგია, ჩვეულებები, რიტუალები, სიმბოლოები. კულტურა, როგორც ინსტიტუციონალური სფერო, ფორმირდება სხვადასხვა საქმიანობისთვის განკუთვნილ ინსტიტუტთა ჯგუფებისგან, როგორიცაა: ხელოვნება, თეატრი, ლიტერატურა, რელიგია, მედია და განათლება. ქალაქის ეკონომიკური განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტთა ფუნქციონირების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებისა და განვითარების, ქალაქის კულტურული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მოქალაქეებისათვის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის, კულტურის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
„ევროპის სპორტის ქარტიისა და სპორტული ეთიკის კოდექსის“ შესაბამისად, სპორტი გულისხმობს არარეგულარული ან ორგანიზებული სახით ფიზიკური საქმიანობის ყველა ფორმას, რომლის მიზანია ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარება და ყველა დონის შეჯიბრებებზე შედეგების მიღწევა. „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტში“ აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მაღალია არაგადამდებ დაავადებათა მაჩვენებელი (ჭარბწონიანობა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, სკოლიოზი და კიფოზი მოზარდებში), ასევე დაბალია მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და მასობრივ სპორტში ჩართულობის მაჩვენებელი. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსახლეობაში ფიზიკური აქტივობისა და სპორტული განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე. მოსახლეობის სპორტით დაინტერესების პარალელურად, მნიშვნელოვანია სპორტის არსებული ტრადიციების განვითარება, სპორტული კლუბების დაფუძნებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა, შესაბამის ტერიტორიებზე აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება.
|
|
3.1
|
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა;
- სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა;
- ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა;
- სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია;
- ა(ა) იპ ,,ბათუმის სპორტული ცენტრი”;
- მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;
- ა(ა) იპ საჭადრაკო კლუბი ,,ნონა'';
- ა(ა)იპ ბათუმის საცხენოსნო კლუბი;
- ა(ა)იპ ,,ბათუმის ავტოდრომი”;
- ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა.
|
|
3.1.1
|
საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 01)
რუსუდან სიხარულიძის საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში;
საერთაშორისო ტურნირი ბილიარდში;
საერთაშორისო ტურნირი ტაეკვანდოში;
მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში;
საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში ვ. ალთაბაევის თასზე.;
საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში პეტრე ბრეუსის თასზე;
საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფრენბურთში;
საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ცეკვებში;
ტურნირი ჩოგბურთში მოზარდებს შორის მერიის თასზე;
გ. მენაბდის სახელობის ტურნირი ფეხბურთში;
საერთაშორისო ქალთა ტურნირი ჩოგბურთში ,,BATUMI LADIES OPEN";
აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის (ELVZA) ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში;
საერთაშორისო საწვრთნელი სემინარი-ჩემპიონატი შოტოკან კარატე;
საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში;
საერთაშორისო ტურნირი "ბათუმი-ცანა-ქოლგიანი დელფინი";
საერთაშორისო ტურნირი ქვიშის რაგბში.
|
|
3.1.2
|
სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 02)
შპს სარაგბო კლუბის ,,ბათუმი" სუბსიდირება
შპს ფრენბურთის კლუბის ,,ბათუმი" სუბსიდირება;
შპს საკალათბურთო კლუბის ,,ბათუმი" სუბსიდირება;
შპს წყალბურთის კლუბის ,,ბათუმი" სუბსიდირება;
შპს ხელბურთის კლუბის ,,ბათუმი" სუბსიდირება;
|
|
3.1.3
|
ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 03)
ბათუმელი სპორტსმენების ფინანსური მხარდაჭერა;
წლის შემაჯამებელი შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან და სპორტის დამსახურებულ მოღვაწეებთან;
|
|
3.1.4
|
სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04)
ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობის დასრულება;
სპორტული მინი სტადიონების კაპიტალური შეკეთება;
სპორტული ტრენაჟორის შეძენა - მონტაჟი;
ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
|
|
3.1.5
|
ა(ა)იპ - ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 05)
ა(ა)იპ - ბათუმის სპორტული ცენტრის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურის მართვა;
სპორტული ცენტრის ბაზაზე სპორტული სექციების განვითარება;
ინფრასტრუქტურის მოწყობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ჰოკეის კლუბის განვითარება;
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ფიგურული ციგურაობის კლუბის განვითარება;
|
|
3.1.6
|
მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 06)
ეზოს ფეხბურთი;
ბათუმობის დღესასწაულთან მიძღვნილი გარბენი;
საერთაშორისო სპორტის დღისადმი მიძღვნილი ველომარათონი;
Street ball ტურნირი საშემოდგომო/საგაზაფხულო გათამაშება;
ვეტერანებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში ტურნირების ორგანიზაება;
საჯარო უწყებებს შორის ფეხბურთში ტურნირი.
|
|
3.1.7
|
ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი "ნონა" (პროგრამული კოდი 05 01 07)
კლუბის მართვა და ადმინისტრირება;
ტურნირების ორგანიზება და მონაწილეობა;
მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება;
|
|
3.1.8
|
ა(ა)იპ ბათუმის საცხენოსნო კლუბი (პროგრამული კოდი 05 01 08)
კლუბის მართვა და ადმინისტრირება;
სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა;
ცხენებისათვის საკვები მარაგების შეძენა და სამედიცინო მომსახურება;
სპორტული ცხენის შეძენა;
|
|
3.1.9
|
ა(ა)იპ ბათუმის ავტოდრომი (პროგრამული კოდი 05 01 09)
კლუბის მართვა და ადმინისტრირება;
შიგა სატურნირო მივლინებები (მივლინებები შეჯიბრზე და საწვავის ხარჯი, სარბოლო ავტომობილების ტრანსპორტირება).;
|
|
3.1.10
|
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 10)
ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება;
|
|
3.2
|
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- საერთაშორისო ფესტივალების და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა;
- კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა;
- ხელოვანთა ხელშეწყობა;
- ა(ა)იპ - ბათუმის კულტურის ცენტრი;
- ა(ა)იპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა;
|
|
3.2.1
|
საერთაშორისო ფესტივალების და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 02 01)
კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა;
საავტორო კინოს ბათუმის XI საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა;
ბათუმის ანიმაციური ფილმების VIII საერთაშორისო ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის მხარდაჭერა;
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა;
კინო და ტელე ოპერატორების სართაშორისო ფესტივალი.
|
|
3.2.2
|
კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 02 02)
კონკურსის წესით შერჩეული პროექტების დაფინანსება;
|
|
3.2.3
|
ხელოვანთა ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03)
დადგენილი კრიტერიუმების გათვალიწინებით კომისიური წესით შერჩეულ ბენეფიციართა დაფინანსება;
|
|
3.2.4
|
ა(ა)იპ - ბათუმის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 04)
ცენტრის ბაზაზე არსებული კულტურული კოლექტივების მართვა;
საინფორმაციო-სარეკლამო ღონისძიებები (კულტურის ცენტრის ვებ-საიტის, აუდიო-ვიდეო რგოლების შექმნა);
საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
ქალაქისა და ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
დიასპორების ხელშეწყობის ღონისძიებები;
|
|
3.2.5
|
ა(ა)იპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 05)
მუნიციპალური ბიბლიოთეკების მართვა-ადმინისტრირება;
კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებები;
ბეჭდური გამოცემების შეძენა, წიგნადი ფონდის შევსება-განახლება;
ბიბლიოთეკების მატერიალურ -ტექნიკური ბაზის განახლება;
|
|
3.2.6
|
მემორიალების პროექტების შედგენა (პროგრამული კოდი 05 02 06)
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის პროექტი;
9 აპრილის გმირთა მემორიალის პროექტი.
|
|
3.3
|
ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ახალგაზრდული ცენტრის შექმნა;
- ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა
- სტუდენტური საზაფხულო დასაქმება.
|
|
3.3.1
|
ახალგაზრდული ცენტრი (პროგრამული კოდი 05 03 01)
ახალგაზრდული ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა
ცენტრის სანიტარიულ-ჰიგიენური მოვლა-პატრონობისა და კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფა;
საკანცელარიო საქონელი;
სარეკლამო საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფა;
შეხვედრების, სემინარების და ტრენინგების ორგანიზება;
ახალგაზრდობის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა;
შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმინა ;
წლის ბოლოსათვის შემაჯამებელი კონფერენციის ორგანიზება.
|
|
3.3.2
|
ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 03 02)
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
ინტელექტუალური მედიაპროექტი ,,ეტალონი"
|
|
3.3.3
|
სტუდენტური საზაფხულო დასაქმება (პროგრამული კოდი 05 03 03)
სტუდენტური დასაქმების ორგანიზება-კოორდინაცია;
სტუდენტებისათვის კეპების და მაისურების შეძენა;
სტუდენტთა შრომის ანაზღაურება;
|
|
4
|
პრიორიტეტი: მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
საზოგადოების ჯანმრთელობა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. მოსახლეობის ავადობა და სიკვდილიანობა უარყოფითად მოქმედებს როგორც ადამიანური რესურსების მწარმოებლურობაზე, ისე ეკონომიკურ განვითარებაზე. მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით გაგრძელდება იმ დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის სხვადასხვა ღონისძიებების, ასევე სოციალურად დაუცველი ფენისა და შშმ პირებისათვის იმ სერვისების დაფინანსება, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით.
|
|
4.1
|
ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა;
- ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა;
- ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა;
- ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
- მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება;
- C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება;
- შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია;
- ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა მონიტორინგი და დიაგნოსტიკა;
- ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია;
- სანიტარიული დაცვის ღონისძიებები;
- ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარიული მონიტორინგი;
- ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება;
- ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება;
- მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება;
- ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება.
|
|
4.1.1
|
ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 01)
ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის მატერიალური დახმარება;
18 წლის ასაკის ზემოთ ფენილკეტონურიით დაავადებულთა მატერიალური დახმარება;
პარკინსონით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
|
|
4.1.2
|
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა (პროგრამული კოდი 06 01 02)
35-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ქ. ბათუმში რეგისტრირებული ქალებისათვის მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია;
ქ. ბათუმში რეგისტრირებული ქალებისათვის ონკო მარკერებით გამოკვლევა; საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებით;
25-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისათვის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, კოლპოსკოპია და ექოსკოპია;
საშვილოსნოს ყელის დაზიანების (დისპლაზიის, ექტოპიის) ოპერაციული მკურნალობა;
|
|
4.1.3
|
ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა (პროგრამული კოდი 06 01 03)
0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა თანდაყოლილი ამოვარდნილობის და დისპლაზიის მკურნალობა;
|
|
4.1.4
|
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 04)
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
|
|
4.1.5
|
მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 05)
სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება;
18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის ბავშვების სტომატოლოგიური, ორთოდონტიული და ორთოპედიული მომსახურება;
|
|
4.1.6
|
C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 06)
სოციალურად დაუცველ (0-70000 სარეიტინგო ქულის მქონე) ბენეფიციართა C ჰეპატიტის დადგენის (ექიმთან ვიზიტი+HCV RNA) დიაგნოსტიკის თანადაფინანსება;
C ჰეპატიტის დადგენის (ექიმთან ვიზიტი+HCV RNA) დიაგნოსტიკის თანადაფინანსება;
სოციალურად დაუცველ (0-70000 სარეიტინგო ქულის მქონე) ბენეფიციართა ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დადგენა (სისხლის საერთო, ALT, AST), ელასტოგრაფია) თანადაფინანსებით ;
ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დადგენა (სისხლის საერთო, ALT, AST), ელასტოგრაფია) თანადაფინანსებით ;
სოციალურად დაუცველ (0-70000 სარეიტინგო ქულის მქონე) ბენეფიციართა მკურნალობის კომპონენტში ჩართვამდე საჭირო კვლევების თანადაფინანსება;
ბენეფიციართა მკურნალობის კომპონენტში ჩართვამდე საჭირო კვლევების თანადაფინანსება;
მკურნალობის მონიტორინგი (12 -კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონით) სოციალურად დაუცველ (0-70000 სარეიტინგო ქულის მქონე ) ბენეფიციართათვის;
მკურნალობის მონიტორინგი (12 -კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონით);
მკურნალობის მონიტორინგი (12--კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონის გარეშე) სოციალურად დაუცველ (0-70000 სარეიტინგო ქულის მქონე) ბენეფიციართათვის;
მკურნალობის მონიტორინგი (12--კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონის გარეშე) ბენეფიციართათვის;
მკურნალობის მონიტორინგი (20 -კვირიანი მკურნალობის კურსი) სოციალურად დაუცველ (0-70000 სარეიტინგო ქულის მქონე) ბენეფიციართათვის;
მკურნალობის მონიტორინგი (20 -კვირიანი მკურნალობის კურსი);
მკურნალობის მონიტორინგი (24 -კვირიანი მკურნალობის კურსი სოციალურად დაუცველ 0-70000 სარეიტინგო ქულის მქონე) ბენეფიციართათვის;
მკურნალობის მონიტორინგი (24 -კვირიანი მკურნალობის კურსი) ბენეფიციართათვის;
მკურნალობის მონიტორინგი (48 -კვირიანი მკურნალობის კურსი სოციალურად დაუცველ 0-70000 სარეიტინგო ქულის მქონე) ბენეფიციართათვის;
მკურნალობის მონიტორინგი (48 -კვირიანი მკურნალობის კურსი);
|
|
4.1.7
|
შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 07)
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომის ინვალიდების მომსახურება (ურეკი);
შშმ სტატუსის ბავშვების, ომის ინვალიდებისა და მათი თანმხლები პირების მომსახურება (წყალტუბო);
შშმ სტატუსის ბავშვების, ომის ინვალიდებისა და თანმხლები პირების მომსახურება (ბორჯომი);
მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციართა მომსახურება (ურეკი);
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, შშმ პირების, ომის ინვალიდების თანმხლები პირების მომსახურება (ურეკში);
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომის ინვალიდების თანმხლები პირების მომსახურება;
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მომსახურება (წყალტუბო);
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მომსახურება (ბორჯომი);
ტრანსპორტირების ხარჯი;
|
|
4.1.8
|
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა მონიტორინგი და დიაგნოსტიკა (პროგრამული კოდი 06 01 08)
ბრონქული ასთმით, ასთმური და მორეციდივე ბრონქიტითა და ქოდ-ით დაავადებული პაციენტებისათვის ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია;
ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტებისათვის სპირომეტრიული გამოკვლევა;
იმუნოგლობულინის E განსაზღვრა სისხლში;
მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა;
|
|
4.1.9
|
ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 09)
ქ. ბათუმში რეგისტრირებული 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კურსის ჩატარება;
ტრენინგ-სემინარების ჩატარება 0-7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების მშობლებისათვის;
ქ. ბათუმში რეგისტრირებული 3-დან 12 წლამდე ასაკის სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია;
ქ. ბათუმში დაბადებულ ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა;
|
|
4.1.10
|
სანიტარიული დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01 10)
ნაგავგამტარების დეზინსექცია, თვეში ერთხელ, ყოველთვიურად (7 ნგ/ბ) 12 თვე;
ნაგავგამტარების დეზინსექცია დამატებით, თვეში ორჯერ, მაისი-ოქტომბერი (7 ნგ/ბ 6 თვე);
მრავალსართულიანი (3 სართული და მეტი) სახლებისა და სადარბაზოების დეზინსექცია თვეში ორჯერ, მაისი-ოქტომბერი (700 ობ. 6 თვე);
ნაგავშემკრები კონტეინერების დეზინსექცია წლის განმავლობაში (10000 ც.);
ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია თვეში ორჯერ მაისი-ოქტომბერი (7,2 ჰა) 6 თვე;
ქალაქის ტერიტორიის დერატიზაცია ყოველთვიურად (1050 ობ) 12 თვე;
ერთი და ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, იტალიური ეზოებისა და სარდაფების დეზინსექცია თვეში ერთხელ, მაისი-ოქტომბერი;
ცხოველების (მიუსაფარი ძაღლების, კატების) დაჭერა და ტრანსპორტირება, ევთანაზია, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება ვაქცინაცია და დაბირკვა;
|
|
4.1.11
|
ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარიული მონიტორინგი (პროგრამული კოდი 06 01 11)
ჩამონაბანის აღება;
კალორაჟის განსაზღვრა;
განათების კოეფიციენტის განსაზღვრა;
აუზის წყლის ქიმიურ-ბაქტეოროლოგიური კვლევა;
სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კაბინეტების ლაბორატორიული მონიტორინგი სტერილობაზე;
სადეზინფექციო საშუალებების ქიმიური კვლევა;
მუსიკალური ხმაურის განსაზღვრა;
კვების პროდუქტების მონიტორინგი (ბაღებში და სასადილოებში)
|
|
4.1.12
|
ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი06 01 12)
მატერიალური დახმარება ყოველთვიურად ქ. ბათუმში რეგისტრირებული ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტებისათვის (ბენეფიციარი);
ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისათვის ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაცემა (ბენეფიციარი);
|
|
4.1.13
|
ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 13)
ქ. ბათუმში რეგისტრირებულ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება;
ქ. ბათუმში რეგისტრირებულ ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამა;
|
|
4.1.14
|
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 14)
დახმარება მედიკამენტების შეძენისათვის;
ბენეფიციართა გეგმიური ოპერაციული და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის თანადაფინანსება;
|
|
4.1.15
|
ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება (06 01 15)
შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ადმინისტრაციის ხარჯები;
სამედიცინო პერსონალის ხარჯები;
ქ. ბათუმის მერიის დამატებული ბრიგადის ხარჯები (ზამთრის სეზონთან დაკავშირებით 2 ბრიგადა და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით 5 ბრიგადა 3 თვე);
დამატებითი ბრიგადების ხარჯები (მედიკამენტები, საწვავი, ავტოტექნიკური მომსახურება);
სამედიცინო პერსონალის შვებულება;
|
|
4.2
|
სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება;
- მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა;
- უპოვართა და მზრუნველობას მოკლებულებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება;
- მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა;
- მუნიციპალური უფასო სასადილოს უფასო კვების ადმინისტრირება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ახალი სასადილოს მოწყობა;
- დროებითი ღამის თავშესაფარი;
- სოციალური უზრუნველყოფის სფეროში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა.
|
|
4.2.1
|
კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 06 02 01)
წყლისა და კანალიზაციის საფასურის სუბსიდირება;
დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადასახადის დაფარვა;
სატელეფონო-სააბონენტო გადასახადის დაფარვა;
გაზიფიცირების - ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების 90% თანადაფინანსება ერთი წერტილის გათვალისწინებით გაზქურამდე;
ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალ დაკარგულების თხევადი აირის ტალონით დახმარება;
|
|
4.2.2
|
მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02)
ვეტერანების (ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) სადღესასწაულო დღეებზე მატერიალური დახმარება ;
ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება;
მრავალშვილიანი ოჯახების, უდედმამო ბავშვებისათვის და მარტოხელა დედებისათვის წელიწადში 2-ჯერ დახმარება დედის დღესთან დაკავშირებით (უდედმამო ბავშვებზე ბავშვთა დღესთან დაკავშირებით) და სასკოლოდ;
ვეტერანის (ომის მონაწილე) და სოციალურად დაუცველის გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება;
სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულის მქონე ) ყოველ ერთ წლამდე ასაკის ახალშობილზე ყოველთვიური მატერიალური დახმარება;
ქ. ბათუმის სპორტულ და სახელოვნებო დაწესებულებებში სწავლების საფასურის გადახდა (0-დან 100.000 ქულის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი)), მარტოხელა დედების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა, დაინვალიდებულთა და ომში დაღუპულთა ოჯახის 100 ბავშვი);
|
|
4.2.3
|
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 06 02 03)
განსაზღვრული სოციალური კატეგორიების პირთა (მასწავლებლები, სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით პენსიონერები) მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 50%-ით სუბსიდირება ;
განსაზღვრული სოციალური კატეგორიების პირთა (ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირები, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები, მოსწავლეები) მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 100%-ით სუბსიდირება;
|
|
4.2.4
|
მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04)
მზრუნველობას მოკლებულ პირთა (ქ. ბათუმში რეგისტრირებული მარტოხელა და სოციალურად დაუცველ ოჯახთა მზრუნველობა მოკლებული მოხუცები). მოვლა პატრონობა (თავშესაფრით, სამედიცინო მომსახურებით და კვებით უზრუნველყოფა ) ყოველდღიურად;
ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება ბინაზე მომსახურება, მულტიდისციპლინარული ჯგუფის მიერ.
|
|
4.2.5
|
მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 05)
7 და 7-ზე მეტი მრავალშვილიან ოჯახებზე ბინის და საკომპენსაციო თანხის გაცემა ბინის სარემონტო სამუშაოებისათვის;
|
|
4.2.6
|
მუნიციპალური უფასო სასადილო (პროგრამული კოდი 06 02 06)
უფასო კვების მომსახურების ადმინისტრირება;
სასადილოების მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განახლება;
სასადილოების რემონტი;
ახალი სასადილოს მოწყობა;
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება (გადამზადება);
ვინდოუსის ლიცენზირებული პაკეტების შეძენა
|
|
4.2.7
|
დროებითი ღამის თავშესაფარი (პროგრამული კოდი 06 02 07)
დროებითი ღამის თავშესაფრის ადმინისტრირება;
სამედიცინო მომსახურება;
საკვები პროდუქტების შესყიდვა;
|
|
4.2.8
|
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 08)
ბათუმის სოციალური ცენტრისათვის დახმარების გაწევა;
ბათუმის შრომის და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება ,,ომგადახდილის'' ქალაქ ბათუმის ორგანიზაცია და ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია) დახმარების გაწევა;
|
|
5
|
პრიორიტეტი: თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და განსაზღვრულია როგორც საქართველოს მშვიდობიანი განვითარების აუცილებელი პირობა. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის მიზნით ქ. ბათუმში რეგისტრირებულ წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირებას, სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების საფუძველზე უზრუნველყოფს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
|
|
5.1
|
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამა:
- სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის მიზნით ქ. ბათუმში რეგისტრირებულ წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება (თბილისში).“.
|