„საქართველოს მთავრობასა და ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №899
2016 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი