„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №50 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №912
2016 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №50 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №50 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, იურიდიული კომპანიებისაგან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ფარგლებში, სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვისათვის, ასევე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) საქმის ფარგლებში მოწმეების სასამართლო პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 619 500 (ექვსას ცხრამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი