„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №210 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1797
2016 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №210 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №210 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სისხლის სამართლის დარგის უცხოელი ექსპერტებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, აგრეთვე აღნიშნული პირების ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯებისა და ხსენებულ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 310 000 (სამას ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი