„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №257 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2367
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022590
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2367

2016 წლის 1 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №257 განკარგულებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №257 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2016 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის („გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესი“) ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების მხარდასაჭერად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გამოუყოს 505 815 (ხუთას ხუთი ათას რვაას თხუთმეტი) ლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                   გიორგი კვირიკაშვილი