„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1608 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2203
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022425
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2203

2016 წლის 19 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1608 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1608განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გამოუყოს 1 069 300 (ერთი მილიონ სამოცდაცხრა ათას სამასი) ლარი, მათ შორის:

ა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა 20 ერთეულით, მოსამართლის თანაშემწის 20 ერთეულით და სხდომის მდივნის (რეფერენტის) 20 საშტატო ერთეულით გაზრდასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად – 569 300 (ხუთას სამოცდაცხრა ათას სამასი) ლარი;

ბ) 2017 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21 1  მუხლის („ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობა“) ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი