საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1608
2016 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გამოუყოს 1 344 300 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაოთხი ათას სამასი) ლარი, მათ შორის:
ა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა 20 ერთეულით, მოსამართლის თანაშემწის 20 ერთეულით და სხდომის მდივნის (რეფერენტის) 20 საშტატო ერთეულით გაზრდასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად - 844 300 (რვაას ორმოცდაოთხი ათას სამასი) ლარი;
ბ) 2017 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21 1 მუხლის („ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობა“) ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად - 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.
2. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, თბილისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე კოლექტორის გადატანის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 04.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1608. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021985.
- სად არის „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, №1608, 04.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021985 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3375872/