საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსმთავრობის
განკარგულება №1601
2010 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ეტაპობრივად გამოუყოს არაუმეტეს 1 477 200 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდაჩვიდმეტი ათას ორასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მათ შორის:
ა) „ლონდონის ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მომზადების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის №850 განკარგულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, 2010 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით – 757 200 (შვიდას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ორასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
ბ) „სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის №849 განკარგულების საფუძველზე, 2010 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით – 697 000 (ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
გ) „სპორტის ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 16 ივნისის №510 განკარგულების საფუძველზე, 2010 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით – 23 000 (ოცდასამი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური