„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №825
2017 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 და 16 პუნქტები:
„15 . შპს „მექანიზატორის“ მიერ 2 000 000 ლარის ოდენობის სესხის აღების უზრუნველსაყოფად, დაევალოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ საკუთარი სახსრებიდან არაუმეტეს 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით სს „საქართველოს ბანკში“ განათავსოს ვადიან ანაბარზე 2 000 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლით – 11%.
16 . „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „მექანიზატორის“ მიერ სს „საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული საკრედიტო ვალდებულებების (მაქსიმალური ოდენობა 6 520 000 აშშ დოლარი) შესრულების უზრუნველყოფა საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის მეშვეობით განახორციელოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.04.2017.
- როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.04.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №825. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023670.
- სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №825, 26.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023670 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3666495/