„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მის სარგებლობაში არსებული ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №929
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მის სარგებლობაში არსებული ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მის სარგებლობაში არსებული ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი