საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურუდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.025.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურუდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №39
2016 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურუდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე
დანართი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის (ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების) მომზადების გამოცდილება;
დ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების გამოცდილება;
ე) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილება;
ვ) იურიდიული ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა („საკანონმდებლო მაცნე“, „Codex“);
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet-ის ცოდნა კარგად;
თ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებისა და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანების ცოდნა.
.