კანონით
დადგენილი
მოვალეობების
შეუსრულებლობა
, აგრეთვე
საქართველოს
სახალხო
დამცველის
საქმიანობისთვის
ნებისმიერი
ფორმით
დაბრკოლების
შექმნა
ისჯება
კანონით
, აისახება
საქართველოს
სახალხო
დამცველის
ანგარიშში
და
საქართველოს
პარლამენტის
განსაკუთრებული
მსჯელობის
საგანი
გახდება
.
2. საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატი
ფინანსდება
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
, იმ
ოდენობით
, რომელიც
უზრუნველყოფს
მისი
ფუნქციების
ჯეროვნად
შესრულებას
.
3. საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატისთვის
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტით
გათვალისწინებული
შრომის
ანაზღაურების
მუხლის
მოცულობის
შემცირება
წინა
წლის
შესაბამის
მოცულობასთან
შედარებით
შესაძლებელია
მხოლოდ
საქართველოს
სახალხო
დამცველის
წინასწარი
თანხმობით
.
4. საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი სარგო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999წ., მუხ.142
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2024 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №4085 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.