სახალხო

დამცველი

საქართველოს

პარლამენტს

წელიწადში

ერთხელ
, კალენდარული

წლის

მარტში

წარუდგენს

ანგარიშს

ქვეყანაში

ადამიანის

უფლებათა

და

თავისუფლებათა

დაცვის

მდგომარეობის
შესახებ.

2.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან თანამდებობის პირის, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით − აგრეთვე იმ ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ.

3. საქართველოს სახა
ლხო
დამცველის

ანგარიში

უნდა

შეიცავდეს

ქვეყანაში

ადამიანის

უფლებათა

და

თავისუფლებათა

დაცვის

შესახებ

ზოგად

შეფასებებს
, დასკვნებსა

და

რეკომენდაციებს
.

4. საქართველოს

სახალხო

დამცველი

საქართველოს

პარლამენტს

საგაზაფხულო

სესიაზე

ყოველწლიურ

ანგარიშთან

დაკავშირებით

წარუდგენს

მოხსენებას

ადამიანის

უფლებათა

და

თავისუფლებათა

დაცვის

სფეროში

არსებული

მდგომარეობის

შესახებ
.

5. საქართველოს

სახალხო

დამცველის

ანგარიში

ქვეყნდება

პარლამენტის

ოფიციალურ

ბეჭდვით

ორგანოში
. სპეციალური

ანგარიში

შეიძლება

გამოქვეყნდეს

საქართველოს

სახალხო

დამცველის

გადაწყვეტილებით
.

საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999წ., მუხ.142

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278

საქართველოს 2019 წლის 3 მაისის ორგანული კანონი №4550 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6862 - ვებგვერდი, 28.07.2020