სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 168 568 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№946
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021436
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №946

2016  წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში  არსებული  2 168 568  კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ  - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013  წლის 10  დეკემბრის  №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ  - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  2168568  კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №44.14.23.418) ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით,  იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, სარგებლობაში  გადაცემის თაობაზე, იმ პირობით, რომ  საწყისი  წლიური  საიჯარო ქირის (261 000 (ორას სამოცდაერთი ათასი) ლარი) გადახდა განხორციელდება შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების მოქმედების მე-19 თვიდან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების შემდგომი პერიოდისათვის,  ყოველი  წლის 31 დეკემბრამდე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში  შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                           გ. კვირიკაშვილი