მკითხველი უფლებამოსილია:
ა) მიიღოს ბიბლიოთეკაში დაცული საბიბლიოთეკო დოკუმენტები ბიბლიოთეკით – სარგებლობის წესების შესაბამისად;
ბ) მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ;
გ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით;
დ) ორიგინალის უქონლობის შემთხვევაში მიიღოს მისთვის საჭირო დოკუმენტი ან მისი ასლი სხვა ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის მეშვეობით;
ე) მოითხოვოს მისთვის საჭირო დოკუმენტის ასლის გადაღება ბიბლიოთეკაში დადგენილი ნიხრის მიხედვით;
ვ) ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით გამოაქვეყნოს ან სხვა საშუალებებით გააცნოს საზოგადოებას საბიბლიოთეკო დოკუმენტი, თუკი ის არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოებისა და საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობას;
ზ) მონაწილეობა მიიღოს ბიბლიოთეკართა და ბიბლიოთეკის მკითხველთა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობაში ან ბიბლიოთეკის საჭირბოროტო საკითხების განხილვაშ