საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა წარმოადგენს ეროვნული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ძირითად რგოლს. იგი თანამშრომლობს არქივებთან და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სხვა ორგანოებთან, რომელთაც სხვადასხვა დონის ინფორმაციული მონაცემების ბანკი აქვთ. მათი ურთიერთობის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო პროგრამებით, აგრეთვე ამ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებებით.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №263 - ვებგვერდი, 06.02.2025