„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბიბლიოთეკო სფეროში სტანდარტებსა და ნორმატივებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) წინადადებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).“.
2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკაა ეროვნული ბიბლიოთეკა, ხოლო აფხაზეთსა და აჭარაში – რესპუბლიკური ბიბლიოთეკები.“.
3. IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV. ეროვნული ბიბლიოთეკა
მუხლი 17. ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილი საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში
1. ეროვნული ბიბლიოთეკა – საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკა – არის ქვეყანაში საბიბლიოთეკო საქმის კოორდინატორი და მეთოდური ცენტრი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების უნივერსალურ ინფორმაციულ მოთხოვნებს, ორგანიზებას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას და ხელს უწყობს ეროვნული და მსოფლიო კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარებას.
2. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული, ფასეული ობიექტი. ეროვნული ბიბლიოთეკა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია მისი საკუთრების ფორმის, პროფილის შეცვლა ან ლიკვიდაცია. გარანტირებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების მთლიანობა და გაუსხვისებლობა.
ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობა რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან.
თბილისი, 6 თებერვალი 2025 წ. N263-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 4. სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის როლი საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში
- მუხლი 12. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა
- მუხლი 16. ბიბლიოთეკა და ეროვნული საინფორმაციო ინფრასტრუქტურა
- მუხლი 17. ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილი საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში
- მუხლი 18. ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის რეგულირება
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.02.2025.
- როდის იქნა მიღებული „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.02.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №263-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 450090020.05.001.102485.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №263-IIმს-XIმპ, 06.02.2025, სარეგისტრაციო კოდი 450090020.05.001.102485 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6406765/