„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3867-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
450090010.05.001.102064
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 26) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობისა და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. ეს საქმიანობა მოიცავს:

ა) ერთიანი სახელმწიფო საბიბლიოთეკო პოლიტიკის განხორციელებას;

ბ) საბიბლიოთეკო საქმის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფას;

გ) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრას;

დ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის კონტროლს;

ე) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებულ შეგროვებასა და ანალიზს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3867-XIIIმს-Xმპ