„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2018 ბოლო ცვლილება 20.12.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3215-რს
სარეგისტრაციო კოდი
330090000.05.001.019117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 14.05.1998, გვ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არქიტექტურული პროექტი − არქიტექტურული შემოქმედებისა და პროფესიული საქმიანობის შედეგად შექმნილი არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი − სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები, სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტები, სამშენებლო ნორმები და წესები;“;

დ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. II თავი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება

1. არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ არქიტექტორს, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს.

2. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე.“.

4. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა

1. სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებისას და არქიტექტურული ობიექტის მშენებლობისას არქიტექტურულ პროექტში ცვლილება შეიტანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. არქიტექტურული პროექტის ავტორი უფლებამოსილია მისი არქიტექტურული ობიექტის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ცვლილების შემთხვევაში მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5694 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3215-რს

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5694 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3215-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2019.
როდის იქნა მიღებული „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3215-რს. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.05.001.019117.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.12.2019-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3215-რს, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019117 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4269897/