„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე არქიტექტორთა პროფესიული კავშირები მონაწილეობენ არქიტექტორთა უფლებების დაცვაში და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ არქიტექტორთა შემოქმედებით თავისუფლებას.“.
2. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და არქიტექტორთა პროფესიული კავშირების კომპეტენცია“.
3. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი (მთავარი არქიტექტორი), რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირთან მოქმედებს არქიტექტურულ-გეგმარებითი საბჭო, რომელიც შედგება სათანადო განათლების ცენზისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან და რომელსაც აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულება.“.
4. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. არქიტექტურული საქმიანობის პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების, არქიტექტორთა ინტერესების დაცვისა და არქიტექტურული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები თანამშრომლობენ არქიტექტორთა პროფესიულ კავშირებთან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6986-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6986-რს. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.05.001.020108.
- რამდენი მუხლისგან შედგება „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6986-რს, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.020108 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4913318/