საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1014
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021507
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1014

2016 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის № 2548 განკარგულებით გათვალისწინებული ასანთის ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასანთის მწარმოებელ საწარმომდე გაზისა და ელექტროენერგიის მიყვანასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                  გიორგი კვირიკაშვილი