„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№251
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.019316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №251

2016 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფა­სურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოსა  და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე, მე-60-64-ე და 86-ე გრაფებით, აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიერ 59-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას, მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“;

ბ) 110 მუხლის:

ბ.ა)  პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების 54-ე და 822  გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში, გარდა:“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა), „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 57-ე, მე-60-64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის, დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.“;

ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების მიზნებისათვის, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში არასამუშაო დროა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირას - 14 საათის შემდეგი პერიოდი და უქმე დღეები.“.  

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„68

„თბილისის “ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის), „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 

(ქ. ბათუმში, ბაქოს  ქ. №11-ში  მდებარე გაფორმების ადგილზე),

„ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“, საბაჟო გამშვები  პუნქტის  „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება  

 

ერთ საბაჟო 

დეკლარაციაზე - 20 ლარი“; 

ბ) 83-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„83

კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია საბაჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტის“ ან საბაჟო გამშვები პუნქტის  „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ  

 

50 ლარი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 3 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი