„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №138 |
|
2025 წლის 1 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, №33, 31/03/2010, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 543, 544, 546, 547, 57-ე და 86-ე გრაფებით, აგრეთვე საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ მე-60 − 641 გრაფებითა და საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიერ 59-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“; ბ) 19 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 461 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი იმ შემთხვევაში, როდესაც „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვება მოთხოვნილი აქვს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაციის მხოლოდ თავისი სახელით შევსების მიზნით და საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენისას იგი წარმოადგენს დეკლარანტს. 7. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 546 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი იმ შემთხვევაში, როდესაც „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია ივსება მის მიერ და საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენისას იგი წარმოადგენს დეკლარანტს.“; გ) 110 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 543 და 547 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონებისათვის მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.“; გ.ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 54-ე, 543, 544, 547, 68-ე, 681, 86-ე, 87-ე და 103-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას დეკლარაციის ან დროებით შენახვის დეკლარაციის შევსება არ განხორციელდება: ბ.ა) შაბათს 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდსა და უქმე დღეებში; ბ.ბ) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 18 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდში, გარდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ შემთხვევებში დეკლარაციის შევსებისა;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“: ა) 46-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 გრაფა:
ბ) 545 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 546 და 547 გრაფები:
|
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირს უუქმდება „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვება.
3. ტრანზიტის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისას ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურები გავრცელდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.
|