საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.06.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №260
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019325
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.01.2021
დოკუმენტის ტექსტი
საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №260
2016 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტი.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშაონ და 2017 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ცვლილების პროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა, სახიფათო (ფეთქებადი) ტვირთების საავტომობილო გვირაბებში გატარების კუთხით;
ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უცხოური გამოცდილებისა და შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტების მეშვეობით და დახმარებით, ერთობლივად შეიმუშაონ და 2017 წლის პირველ ივლისამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ცვლილების პროექტი.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტი
მუხლი 1🔗. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი
საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) შემუშავებულია ევროპის პარლამენტისა და ევროპის კავშირის საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის №2004/54/EC დირექტივის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, „ტრანს-ევროპულ საგზაო ქსელში“ შემავალ საავტომობილო გზებზე არსებულ 500 მეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გვირაბებში უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დაცვის მიზნით.
მუხლი 2🔗. ტექნიკური რეგლამენტის არსი
ტექნიკური რეგლამენტი აწესრიგებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე კმ 88 (გორი), კმ 143 (რიკოთი) და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე კმ 92 (ჩაქვი-მახინჯაური) არსებულ საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ღონისძიებებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ის ჩართვამდე.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ა) გადაუდებელი ღონისძიებები – საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე კმ 88 (გორი), კმ 143 (რიკოთი) და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე კმ 92 (ჩაქვი-მახინჯაური) არსებულ საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების მიზნით განსახორციელებელი გადაუდებელი ღონისძიებები;
ბ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი – იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე კმ 88 (გორი), კმ 143 (რიკოთი) და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე კმ 92 (ჩაქვი-მახინჯაური) არსებულ საავტომობილო გვირაბებში მიმდინარე შეკეთების სამუშაოებს;
გ) დეპარტამენტი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
დ) საავტომობილო გვირაბი – საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 88 (გორი), კმ 143 (რიკოთი) და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 92 (ჩაქვი-მახინჯაური) არსებული ხელოვნური ნაგებობები;
ე) საგანგებო შემთხვევა – საავტომობილო გვირაბებში ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც გამოწვეულია კატასტროფით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით, ხანძრით, სტიქიური უბედურებით ან საბრძოლო საშუალებების გამოყენებით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;
ვ) სამინისტრო – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
მუხლი 4🔗. გადაუდებელი ღონისძიებების სახეები
1. საგანგებო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები, ხოლო საგანგებო შემთხვევების დადგომის დროს − საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ღონისძიებები.
2. საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, ხორციელდება შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
ა) ელექტრომექანიკური საშუალებების ტესტირება;
ბ) კადრების კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) საგანგებო შემთხვევის მზადყოფნისათვის სასწავლო განგაში.
3. საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის დადგომის დროს ხორციელდება შემდეგი საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ღონისძიებები:
ა) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის;
ბ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ ინფორმაციის მიწოდება;
გ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ის ჩართვამდე გასატარებელი ღონისძიებები.
მუხლი 5🔗. ელექტრომექანიკური საშუალებების ტესტირება
ელექტრომექანიკური საშუალებების ტესტირება ითვალისწინებს დეპარტამენტის ან/და საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ საავტომობილო გვირაბში არსებული ელექტრომექანიკური საშუალებების, კერძოდ, ვენტილაციისა და ელექტრომომარაგების, კავშირგაბმულობის, სახაზო-საკაბელო და საკომუნიკაციო მოწყობილობების, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და წყალმომარაგების სისტემების და სხვ. ფაქტობრივად მუშაობის შემოწმებას.
მუხლი 6🔗. კადრების კვალიფიკაციის ამაღლება
კადრების კვალიფიკაციის ამაღლება ითვალისწინებს დეპარტამენტში ან/და საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელში დასაქმებულ პირთა სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას.
მუხლი 7🔗. საგანგებო შემთხვევის მზადყოფნისათვის სასწავლო განგაში
საგანგებო შემთხვევის მზადყოფნისათვის სასწავლო განგაში ითვალისწინებს საგანგებო შემთხვევის (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ხანძარი და სხვ.) სიმულაციას, რომლის დროსაც მოწმდება:
ა) საავტომობილო გვირაბში მომსახურე პერსონალის საგანგებო შემთხვევაზე სათანადო მზადყოფნა;
ბ) საავტომობილო გვირაბში არსებული ელექტრომექანიკური საშუალებების (ვენტილაციისა და ელექტრომომარაგების, კავშირგაბმულობის, სახაზო-საკაბელო და საკომუნიკაციო მოწყობილობების, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და წყალმომარაგების სისტემების და სხვ.) ფაქტობრივად მუშაობა.
მუხლი 8🔗. საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა
საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ის სატრანსპორტო საშუალებებისა) ითვალისწინებს საავტომობილო გვირაბში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროებით ჩაკეტვას (ხისტი ბარიერების მოწყობილობებით, წითელი შუქნიშნებით) და სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გადართვას შემოვლით გზაზე ან მეორე პარალელურ საავტომობილო გვირაბში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 9🔗. საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ ინფორმაციის მიწოდება
1. საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ ინფორმაციის მიწოდება ითვალისწინებს საგანგებო შემთხვევის, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვისა და სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის შემოვლით გზაზე ან მეორე პარალელურ საავტომობილო გვირაბში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადართვის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას დეპარტამენტისათვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის.
2. დეპარტამენტი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია, თავის მხრივ, აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირ(ებ)ს.
მუხლი 10🔗. საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ის ჩართვამდე გასატარებელი ღონისძიებები
საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ის ჩართვამდე გასატარებელი ღონისძიებები ითვალისწინებს:
ა) საგანგებო შემთხვევის დროს საავტომობილო გვირაბიდან ადამიანების ევაკუირებას;
ბ) სატრანსპორტო საშუალების გამოყვანას (გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავარია) შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისა);
გ) ხანძრის შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო ზომების გატარებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეკომენდაციებისა და რეგულირებების შესაბამისად შექმნილი, საავტომობილო გვირაბში არსებული ხანძარსაწინააღმდეგო რესურსით;
დ) დახმარების აღმოჩენას, რაც ითვალისწინებს, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებიდან ადამიანების გადმოყვანასა და სხვა სახის დახმარების აღმოჩენას, რაც შესაძლებელია არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე განხორციელდეს.
მუხლი 11🔗. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობები
1. დეპარტამენტი ვალდებულია, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის შერჩევის პროცესში და, შესაბამისად, შერჩეულ საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება.
2. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით, დეპარტამენტს ასევე ევალება:
ა) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლი;
ბ) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული საგანგებო შემთხვევის პრევენციის ღონისძიებების შესრულება, კოორდინაცია და კონტროლი;
გ) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ის ჩართვამდე გასატარებელი ღონისძიებების კონტროლი და კოორდინაცია;
დ) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხებზე დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება.
მუხლი 12🔗. საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის უფლება-მოვალეობები
ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელს ევალება:
ა) საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის პრევენციის მიზნით, წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საგანგებო შემთხვევისა და საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის თაობაზე დეპარტამენტისათვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის ინფორმაციის მიწოდება;
გ) საგანგებო შემთხვევის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ის ჩართვამდე, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
დ) კვალიფიციური მომსახურე პერსონალის აღჭურვა სპეციალური აღჭურვილობითა და ტანსაცმლით (განმასხვავებელი შუქამრეკლი ქურთუკები, ჩაფხუტი და სხვა);
ე) სახანძრო და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისათვის სპეციალური აღჭურვილობის, ასევე საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვისა და საგზაო მოძრაობის გადასართველად აუცილებელი საგზაო ნიშნებისა და ხისტი ბარიერების მოწყობილობების მომარაგება;
ვ) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ შესაბამისი ღონისძიებების დასრულების შემდგომ, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საავტომობილო გვირაბიდან ბუქსირება (შესაძლებლობის შემთხვევაში).