საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №371 |
|
2020 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
371-ელექტრ..docx ⬇
საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს:
ა) საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციის მიზნით სახელმწიფო უწყებების, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა და ზედამხედველი პირის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს;
ბ) საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შეთხვევებზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო უწყებების, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა და ზედამხედველი პირის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს;
გ) საავტომობილო გვირაბებში სახიფათო (ფეთქებადი) ტვირთების გატარებისას სახელმწიფო უწყებების, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა და ზედამხედველი პირის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.
მუხლი 2. მიზანი და ამოცანა
ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია ევროპის პარლამენტისა და ევროპის კავშირის საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის №2004/54/EC დირექტივის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, „ტრანს-ევროპულ საგზაო ქსელში“ შემავალ საავტომობილო გზებზე არსებულ 500 მეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გვირაბებში უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დაცვის მიზნით.
ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა „ტრანს-ევროპულ საგზაო ქსელში“ შემავალ საავტომობილო გზებზე არსებულ 500 მეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციასა და საგანგებო შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების მიერ განსახორციელებელი შესაბამისი ქმედებების განსაზღვრა, მათ შორის საავტომობილო გვირაბებში სახიფათო (ფეთქებადი) ტვირთების გატარების კუთხით.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გვირაბი – მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც შედგება ერთი და იმავე საავტომობილო გზაზე მდებარე ერთი ან მეტი პარალელური გვირაბისაგან და ხელოვნურადაა გაყვანილი საგზაო მოძრაობის კომუნიკაციის დასამყარებლად, სადაც თითოეული მათგანი განკუთვნილია ცალმხრივი ან ორმხრივი მოძრაობისთვის;
ბ) პორტალი – გვირაბის შესასვლელი ან გამოსასვლელი;
გ) გვირაბის სიგრძე – მანძილი ორივე პორტალს შორის გვირაბის სრულად დაფარულ ნაწილში და იზომება მოძრაობის ყველაზე უფრო გრძელ ზოლზე;
დ) საავტომობილო გვირაბი – საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე არსებული 500 მეტრზე მეტი სიგრძის გვირაბები;
ე) მართვის ცენტრი – საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის ცენტრი, საიდანაც ხდება საავტომობილო გვირაბის ფუნქციონირების მართვა და კოორდინაცია, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინების გაგზავნა საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურებთან;
ვ) დეპარტამენტი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს საავტომობილო გვირაბის მმართველ უწყებას და პასუხისმგებელია მის მენეჯმენტზე;
ზ) საავტომობილო გვირაბის მენეჯერი – დეპარტამენტი;
თ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი – იურიდიული პირი, რომელიც დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საავტომობილო გვირაბებში ახორციელებს მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს, უზრუნველყოფს საავტომობილო გვირაბის ფუნქციონირებას;
ი) საავტომობილო გვირაბის ზედამხედველი – იურიდიული პირი, რომელიც დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის საქმიანობის ზედამხედველობას;
კ) საავტომობილო გვირაბის მომხმარებელი – საავტომობილო გვირაბში მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან ფეხით მოსიარულე;
ლ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაცია – მოიცავს საშუალებებისა და რესურსების ორგანიზებას, როელიც განკუთვნილია ზედამხედველობითი საქმიანობისათვის და ტრანსპორტის მოძრაობის კონტროლისათვის, ინციდენტების დროს დახმარების გასაწევად და ერთი ან მეტი გვირაბის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
მ) ნორმალური ფუნქციონირება – ფუნქციონირების პირობები, რომლებშიც გვირაბის ფუნქციონირების რესურსები 100 % არსებობს და არ არის საჭირო სპეციალური ინფორმაცია გვრაბის მომხმარებელთა გასაფრთხილებლად;
ნ) გაუარესებული ფუნქციონირება – სიტუაცია, რომელიც ხასიათდება პერსონალის ან/და აღჭურვილობის ნაკლებობით და მოითხოვს აღდგენითი ზომების მიღებას. აღდგენითი ზომები შეიძლება დაკავშირებული იყოს პერსონალთან ან/და აღჭურვილობასთან ან/და მოძრაობასთან;
ო) მინიმალური ფუნქციონირების მოთხოვნები – აღდგენით ზომებზე დაბლა არსებული ზღვარი, არ არის საკამრისად უზრუნველყოფილი უსაფრთხოება. სახეზეა უსაფრთხოების პერსონალის და აღჭურვილობის მინიმალურ დონე, რომლის ქვემოთაც გვირაბი უნდა დაიკეტოს;
პ) ჩვეულებრივი ფუნქციონირება – სიტუაცია როდესაც უმნიშვნელო მოვლენებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მოძრაობაზე, მოძრაობის ნაკადზე მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე. ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს აღჭურვილობის ფუნქციონირების უმნიშვნელო შეფერხებებს. უმნიშვნელო მოვლენები ან ჩარევები იწვევს მარტივ ჩარევებს, რომლებიც რეგულარულად ხორციელდება და იმართება გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ;
ჟ) საგანგებო შემთხვევა – საავტომობილო გვირაბებში უეცრად წარმოქმნილი ვითარება, მოვლენა რომლის დროსაც ირღვევა საავტომობილო გვირაბის ნორმალური ფუნქციონირების პირობები და რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საკუთრებას ან გარემოს;
რ) საგანგებო შემთხვევის რისკი – გარკვეულ პერიოდში შესაძლო ან წარმოქმნილი საგანგებო შემთხვევის მოსალოდნელი შედეგი, რომელიც გამოიხატება საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე, გარემოზე ან ქონებაზე უარყოფითი ზემოქმედებით;
ს) ინციდენტი – არანორმალური ან/და დაუგეგმავი მოვლენა (უბედური შემთხვევის ჩათვლით), რომელიც უარყოფითად მოქმედებს საავტომობილო გვირაბის ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებაზე, რომლის დროსაც ერთ ან მეტ რისკის ფაქტორს აქვს ადგილი და მოითხოვს შემდეგი ქმედებების განხორციელებას: ნორმალური მოძრაობის სიტუაციის ხელახლა შექმნა; ადამიანთა აღჭურვილობის და გარემოს დაცვა; რისკის შენარჩუნება დასაშვებ დონეზე დაბლა;
ტ) უბედური შემთხვევა – მოვლენა, რომელიც ხდება უეცრად და ცვლის საავტომობილო გვირაბის ნორმალურ ექსპლუატაციას, იწვევს ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფას ან ჯანმრთელობის, ქონების, საავტომობილო გვირაბის კონსტრუქციებისა და გარემოს დაზიანებას;
უ) ხანძარი − უკონტროლო წვის პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს გარემოს ან ქონებას;
ფ) პრევენციული ღონისძიებები – საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები;
ქ) საგანგებო შემთხვევებზე რეაგირება – ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობა, ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია, სამაშველო სამუშაო, საავარიო-სამაშველო სამუშაო და სხვა გადაუდებელი სამუშაოები;
ღ) საგანგებო შემთხვევის ზონაში აღდგენითი სამუშაოები (შემდგომ – აღდგენითი სამუშაოები) − პირველი რიგის, გადაუდებელი ღონისძიება/ღონისძიებათა კომპლექსი, რომელსაც პირველადი დახმარების ჯგუფი და საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურები ახორციელებენ საავტომობილო გვირაბის საგანგებო სიტუაციის ზონაში საავტომობილო გვირაბის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენის უზრუნველყოფის მიზნით;
ყ) საავარიოსამაშველო სამუშაოები – მოქმედებები, რომელთა მიზანია საგანგებო შემთხვევისგან ადამიანის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენა, აგრეთვე, ავარიისათვის, კატასტროფისათვის, საგანგებო შემთხვევისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების მინიმუმამდე შემცირება;
შ) სამაშველო სამუშაოები – მოქმედებები, რომელთა მიზანია საგანგებო შემთხვევის შედეგად დაშავებული ან დაკარგული ადამიანების მოძებნა და გადარჩენა, აგრეთვე, საფრთხის შემცველი ადგილიდან ადამიანის გამოყვანა;
ჩ) ევაკუაცია – საავტომობილო გვირაბის სარისკო უბნებიდან ადამიანთა გაყვანა უსაფრთხო ადგილებზე;
ც) შეხვედრის ადგილები – ადგილი, სადაც საავტომობილო გვირაბიდან საავტომობილო გვირაბის მოსარგებლეთა ევაკუაციის შემთხვევაში საავტომობილო გვირაბის შესასვლელთან 200 მეტრის დაშორებით, უსაფრთხო და ფართო ტერიტორიაზე, რათა შესაძლებელი იყოს საავარიო სამსახურების გადაადგილება, ხდება საავტომობილო გვირაბის მოსარგებლეთა თავმოყრა;
ძ) ხანძრის ლოკალიზაცია − მოქმედებები, რომლებიც მიმართულია არსებული ძალებითა და საშუალებებით წვის შემდგომი გავრცელების შესაძლებლობის თავიდან აცილებისაკენ და მისი ლიკვიდაციისათვის პირობების შექმნისაკენ;
წ) სხვა გადაუდებელი სამუშაოები – სასწრაფოსამედიცინო და სხვა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, სანიტარიულეპიდემიოლოგიური ღონისძიებების განხორციელება, ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდა, საგანგებო შემთხვევის არსებობისას საავტომობილო გვირაბში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
ჭ) საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი;
ხ) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ჯ) საავტომობილო გვირაბით მოსარგებლე – პირი, რომელიც გადაადგილდება საავტომობილო გვირაბში;
ჰ) გამოკვლევის განმახორციელებელი ორგანიზაცია – იურიდიული პირი, რომელიც საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციის მიზნით ახორციელებს საავტომობილო გვირაბებში გამოკვლევას გარკვეული პერიოდულობით;
ჰ1) 112 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.
საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ფარგლებში შესაბამის პირთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 4. საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციულ ღონისძიებებსა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირებაში მონაწილე პირები
საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციულ ღონისძიებებსა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირებაში მონაწილეობენ:
ა) დეპარტამენტი;
ბ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი;
გ) საავტომობილო გვირაბის ზედამხედველი;
დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;
ე) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი;
ზ) საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეები;
თ) საავტომობილო გვირაბების გამოკვლევის განმახორციელებელი ორგანიზაცია.
მუხლი 5. დეპარტამენტი
დეპარტამენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია საავტომობილო გვირაბების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაზე. დეპარტამენტი არის საავტომობილო გვირაბების მენეჯერი.
დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება საავტომობილო გვირაბების ექსპლუატაციის შეჩერება და შეზღუდვა, თუ საავტომობილო გვირაბი არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების პირობებს.
დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) საავტომობილო გვირაბების ტესტირებისა და გამოკვლევის ღონისძიებების განხორციელებას რეგულარულად, უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებას საავტომობილო გვირაბების პროექტირებისას;
ბ) ორგანიზაციული და საოპერაციო სქემების განთავსებას ტრენინგებისა და გადაუდებელი მომსახურების განსახორციელებლად;
გ) გადაუდებელი აუცილებლობისას გვირაბების დახურვის პროცედურების განსაზღვრას;
დ) რისკების შემცირების ღონისძიებების განხორციელებას;
ე) ამ რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების შესრულებას.
დეპარტამენტი, როგორც საავტომობილო გვირაბების მენეჯერი უზრუნველყოფს, საავტომობილო გვირაბში მომხდარი ინციდენტების ან შემთხვევების შესახებ ანგარიშის მომზადებას.
დეპარტამენტი ვალდებულია საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირის შერჩევის პროცესში და, შესაბამისად, შერჩეულ საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევბზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება.
ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით, დეპარტამენტს, ევალება:
ა) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
ბ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ წარდგენილი უსაფრთხოების ოფიცრის კანდიდატურის შეთანხმება;
გ) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული საგანგებო შემთხვევის პრევენციის ღონისძიებების შესრულება, კოორდინაცია და კონტროლი;
დ) ტექნიკური რეგლამენეტით გათვალისწინებული, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საავტომობილო გვრაბში საგანგებო შემთხვევისას სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ის ჩართვამდე გასატარებელი ღონისძიებების კონტროლი და კოორდინაცია;
ე) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხებზე დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 6. საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი
1. საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი არის იურიდიული პირი, რომელიც დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საავტომობილო გვირაბებში ახორციელებს მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს და უზრუნველყოფს საავტომობილო გვირაბის ფუნქციონირებას.
2. საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის ფუნქციებია:
ა) საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის პრევენციის მიზნით ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ზოგიერთ შემთხვევებში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის გადაწყვეტილების მიღება და საგანგებო შემთხვევის არსებობისა და საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის თაობაზე დეპარტამენტისა და სამინისტროს უფლებამოსილი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
გ) საგანგებო შემთხვევის დროს სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლების ჩართვამდე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
დ) მომსახურე პერსონალის სპეციალური აღჭურვილობითა და ტანსაცმლით აღჭურვა, რომელიც იძლევა მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
ე) სახანძრო და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის სპეციალური აღჭურვილობის, ასევე, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვისა და საავტომობილო მოძრაობის გადასართველად აუცილებელი საგზაო ნიშნებისა და ხისტი ბარიერების მოწყობილობების მომარაგება;
ვ) ტრენინგ-კურსების ყოველწლიური გეგმის მომზადება;
ზ) სასწავლო განგაშის ვარჯიშების გეგმის მომზადება;
თ) საავტომობილო გვირაბის ზედამხედველისთვის დეტალური სამუშაო პროგრამის წარდგენა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს მისი რესურსების დაგეგმვას;
ი) სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ შესაბამისი ღონისძიებების დასრულების შემდგომ, საავტომობილო გვირაბის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენის უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი ახორციელებს შემდეგი სტრუქტურის მეშვეობით:
ა) ექსპლუატაციის მენეჯერი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია დეპარტამენტის წინაშე და რომლის მოვალეობასაც წარმოადგენს საავტომობილო გვირაბის ფუნქციონირების უზრუნველყოფა ნორმალური და საგანგებო შემთხვევის არსებობისას. მისი უშუალო ფუნქციებია:
ა.ა) საავტომობილო გვირაბის მართვა და მისი ტექნიკური გამართულობის უშუალო ზედამხედველობა;
ა.ბ) საავტომობილო გვირაბის პერსონალის შტატების გადანაცვლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება;
ა.გ) საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის აღმოფხვრაში ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ა.დ) ინციდენტის დროს შესაბამისი სამოქმედო გეგმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ა.ე) საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციისათვის გარე სამსახურების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ა.ვ) საგანგებო შემთხვევის აღმოფხვრის ღონისძიებებში სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ჩართვისას მისთვის მაკოორდინირებელი დახმარების გაწევა;
ა.ზ) ექსპლუატაციის მენეჯერსა და საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება;
ბ) მართვის მენეჯერი – პირი, რომელიც ექსპლუატაციის მენეჯერის წინაშე პასუხისმგებელია საავტომობილო გვირაბის მართვის მიზნით განხორციელებულ ყველა ქმედებაზე და ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ბ.ა) საავტომობილო გვირაბის მართვის ყველა ოპერაციის კოორდინაცია, ხოლო საგანგებო შემთხვევის არსებობისას, საგანგებო შემთხვევის ლიკვიდაციის გარე სამსახურებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა;
ბ.ბ) საავტომობილო გვირაბის აღჭურვილობის მდგომარეობის და ფუნქციონირების ზედამხედველობა;
ბ.გ) ზედამხედველობისა და მონიტორინგის ამოცანების კოორდინაცია;
ბ.დ) მონიტორინგის მონაცემების რეესტრის წარმოება და პროგრამული დამუშავება;
ბ.ე) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალისთვის შესაბამისი ტრენინგ-კურსების ჩატარების უზრუნველყოფა;
ბ.ვ) საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების გეგმისა და პროცედურების შემუშავება და ყველა შესაბამის ორგანოებთან შეთანხმება;
ბ.ზ) მართვის მენეჯერსა და საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება;
გ) საავტომობილო გვირაბის ოპერატორი – პირი/პირები, რომელ(ებ)იც პასუხისმგებელია საავტომობილო გვირაბში საავტომობილო მოძრაობის მართვასა და მისი მართვის აღჭურვილობის მონიტორინგზე გვირაბის მართვის ცენტრიდან და ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
გ.ა) საავტომობილო გვირაბსა და მის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის მონიტორინგი;
გ.ბ) საავტომობილო გვირაბში საავტომობილო მოძრაობის მართვის, ინციდენტების, პირველადი დახმარებისა და საავტომობილო გვირაბის გამართული ფუნქციონირების ამოცანების განხორციელება ცენტრალიზებული მართვის სისტემის მეშვეობით;
გ.გ) საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ზოლებზე წინასწარ დაგეგმილი იმ ოპერაციების მონიტორინგი, რომელიც მოითხოვს საავტომობილო მოძრაობის შეწყვეტას;
გ.დ) ნებისმიერი იმ შემთხვევის აღმოჩენა, რომელიც არ ექცევა საავტომობილო გვირაბის ნორმალური ფუნქციონირების ფარგლებში, და მათი კონტროლის მიზნით შესაბამისი საწყისი ღონისძიებების განხორციელება;
გ.ე) ყველა იმ შემთხვევის აღმოჩენა და კონტროლი, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეს; ასეთ შემთხვევაში იწყებს საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ელემენტების განხორციელებას (სიგნალის გადაცემა, ვენტილაცია და სხვა) და შესაბამის სამსახურებს უნდა აცნობოს შემთხვევის ბუნების და სიმწვავის დონის შესახებ;
გ.ვ) საავტომობილო გვირაბში მის მიერ აღმოჩენილ ნებისმიერ შეუსაბამო და საგანგებო შემთხვევასთან დაკავშირებით საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალისათვის ან, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურებისათვის შესაბამისი დახმარების მიღების შეტყობინების გაგზავნა;
გ.ზ) საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურების, საავტომობილო გვირაბის ზედამხედველისა და დეპარტამენტისთვის საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
გ.თ) საავტომობილო გვირაბის მოსარგებლეთათვის, შესაბამისი ორგანოებისათვის საავტომობილო გვირაბში წარმოშობილი საგანგებო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
გ.ი) ინციდენტის ან ტექნიკური მომსახურების გაწევის შემდეგ საავტომობილო გვირაბის ხელახლა გახსნის შესაძლებლობის შემოწმება;
გ.კ) საავტომობილო გვირაბის აღჭურვილობისა და დანადგარების მართვა და მათი მდგომარეობის კონტროლი, მათი ჩართვა/გამორთვა ტესტირების, ტექნიკური მომსახურების ან შეკეთების მიზნით;
გ.ლ) საავტომობილო გვირაბის ტექნიკური აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის ან ფუნქციონირების გაუარესების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურების მენეჯერისთვის შეტყობინების გაგზავნა;
გ.მ) საავტომობილო გვირაბში შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შესახებ ნებართვის გაცემა;
გ.ნ) საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის აღმოფხვრაში ჩართული უწყებების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების დახმარება და მათი ბრძანებების შესრულების კოორდინაცია;
გ.ო) საავტომობილო გვირაბის ოპერატორსა და საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება;
დ) ტექნიკური მომსახურების მენეჯერი – პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ტექნიკური მომსახურების ჯგუფს და პასუხისმგებელია საავტომობილო გვირაბის ტექნიკური საშუალებების მუდმივად მუშა მდგომარეობის კონტროლსა და შესაბამისი ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფაზე. ტენიკური მომსახურების მენეჯერი პასუხისმგებელია ექსპლუატაციის მენეჯერის წინაშე. ტექნიკური მომსახურების მენეჯერის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
დ.ა) საავტომობილო გვირაბის საექსპლუატაციო გრაფიკის დაწესება;
დ.ბ) საავტომობილო გვირაბის მალფუჭებადი ელემენტებისა და სათადარიგო ნაწილების მდგომარეობის შემოწმება;
დ.გ) საავტომობილო გვირაბის ელემენტების ინვენტარიზაცია;
დ.დ) ტექნიკური მომსახურების ჯგუფის მომსახურებების მართვა და მის მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა;
დ.ე) ექსპლუატაციის მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობის გზით ტექნიკური მომსახურების ჯგუფის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
დ.ვ) საგანგებო შემთხვევის დადგომისას საავტომობილო გვირაბის ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებული პირველადი რეაგირება და შემდგომი დახმარების გაწევა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის;
დ.ზ) ტექნიკური მომსახურების მენეჯერსა და საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირის შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება;
ე) პირველადი რეაგირების ჯგუფი – პირთა ჯგუფი, რომელსაც ევალება საავტომობილო გვირაბში მომხდარ ინციდენტში მონაწილე საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეთა დაცვა და მათთვის პირველადი დახმარების გაწევა. ასევე, მათ ვალდებულებად განისაზღვრება:
ე.ა) საავტომობილო გვირაბის ოპერატორებთან კომუნიკაცია და მათი ინსტრუქციების შესრულება;
ე.ბ) საავტომობილო გვირაბში მცირე მასშტაბის შემთხვევების დროს დაზარალებულთა დახმარება, მცირე ხანძრის ჩაქრობა და, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურებისთვის ტერიტორიის მომზადება;
ე.გ) საავტომობილო გვირაბში რისკებთან დაკავშირებული ინციდენტის შემთხვევაში საავტომობილო მოძრაობის კონტროლის პირველადი ქმედებების განხორციელება;
ე.დ) საავტომობილო გვირაბში მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში დამსხვრეული სატრანსპორტოო საშუალების მოცილება;
ე.ე) საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საბუქსირე და საშიში (ფეთქებადი) ტვირთით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების გვირაბში გავლისას ესკორტის ფუნქციის შესრულება;
ე.ვ) ჩვეულებრივ სიტუაციებში, ტექნიკური მომსახურების ჯგუფისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.
მუხლი 7. საავტომობილო გვირაბის ზედამხედველი
საავტომობილო გვირაბის ზედამხედველის ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ წარდგენილი დეტალური სამუშაო პროგრამის განხილვა და დადასტურება, რომელიც, ასევე, შეიცავს, მისი რესურსების დაგეგმვას;
ბ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის ტექნიკური აღჭურვილობის ზედამხედველობა;
გ) საავტომობილო გვირაბში მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობა;
დ) გვირაბების აღჭურვილობის განსაზღვრაში მონაწილეობა;
ე) გვირაბის მენეჯერისათვის დასტურის მიცემა აღჭურვილობისა და ფუნქციონირების ელემენტების ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ;
ვ) გვირაბის კონსტრუქციისა და აღჭურვილობის მოვლა-შენახვის და შეკეთების კონტროლი;
ზ) საგანგებო შემთხვევების ან ინციდენტების შეფასებაში მონაწილეობა;
თ) საავტომობილო გვირაბში განხორციელებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის გადახდის სერტიფიკატების დადასტურება;
ი) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ წარდგენილი ტრენინგ-კურსების ყოველწლიური გეგმის დამტკიცება;
კ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ წარდგენილი სასწავლო განგაშის ვარჯიშების გეგმის დამტკიცება;
ლ) დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება საავტომობილო გვირაბის დაზიანების ან არასწორი შეკეთების შესახებ;
მ) დეპარტამენტისთვის საავტომობილო გვირაბში არსებული საგანგებო შემთხვევის აღმოფხვრის მიზნით ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა და შესაბამისი სალიკვიდაციო სამსახურების მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ ანგარიშის წარდგენა;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ ტექნიკური რეგლამენტით და დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
საავტომობილო გვირაბის ზედამხედველი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში არსებულ პირთაგან საავტომობილო გვირაბისთვის გამოყოს უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საგანგებო შემთხვევების გარე სამსახურებთან კოორდინაცია და მონაწილეობა მიიღოს ოპერაციული სქემების შემუშავებაში;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ახალი და არსებული საავტომობილო გვირაბების აღჭურვილობის მოდიფიკაციის განსაზღვრაში;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო შემთხვევებში ოპერაციების დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში;
დ) შეამოწმოს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალის კვალიფიკაცია და მათ მიერ შესაბამისი გადამზადებების გავლა;
ე) დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია საავტომობილო გვირაბის კონსტრუქციის, აღჭურვილობისა და ფუნქციონირების ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ;
ვ) აკონტროლოს საავტომობილო გვირაბის კონსტრუქციისა და აღჭურვილობის მდგომარეობა, მოვლა-შენახვისა და შეკეთების კუთხით;
ზ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო შემთხვევებისა და ინციდენტების შეფასებაში.
მუხლი 8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის არსებობისას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, მისი ფუნქციებია:
ა) საავტომობილო გვირაბში საგზაო შემთხვევით დაზარალებულისთვის დახმარების გაწევა;
ბ) დაზიანებული ადამიანებისთვის დახმარების გაწევა;
გ) საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეთა ფეხით ევაკუაციის მოთხოვნა, მათთვის დახმარების გაწევა და ევაკუაციის პროცესზე ზედამხედველობა;
დ) საავტომობილო გვირაბში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს ხანძრის გაჩენის რისკის პრევენცია;
ე) საავტომობილო გვირაბში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოების განხორციელება;
ვ) საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის დროს ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული ნივთიერებების კონტეინერიდან/ავზიდან გამოთავისუფლების შემთხვევაში მისი გავრცელების ლოკალიზაციისა და სალიკვიდაციო (გაუვნებელყოფის/სადეკონტამინაციო) სამუშაოებისა და სახიფათო ზონაში მყოფი ადამიანების საევაკუაციო ღონისძიებების განხორციელება;
ზ) საავტომობილო გვირაბში არსებული საგანგებო შემთხვევის აღმოფხვრის სამუშაოების განხორციელებისას საავტომობილო გვირაბის ოპერატორთან კონტაქტი;
თ) ინციდენტის პრევენციის მიზნით განსახორციელებელ ქმედებებზე ზედამხედველობა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გუნდისათვის და სხვა დამხმარე პერსონალისათვის გვირაბში შესვლის უფლების მიცემა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის №01-50/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, მისი ფუნქციებია:
ა) საავტომობილო გვირაბში მომხდარი საგანგებო შემთხვევის დროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მითითებების შესრულება უსაფრთხოების კუთხით;
ბ) საავტომობილო გვირაბში მომხდარი საგანგებო შემთხვევის დროს საავტომობილო გვირაბში შესვლა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების ნებართვის მიღების შემდეგ;
გ) საავტომობილო გვირაბში მომხდარი საგანგებო შემთხვევის დროს დაშავებულ პირთათვის პირველადი დახმარების გაწევა, მათი მდგომარეობის სტაბილიზაცია და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, მისი ფუნქციებია:
ა) საგზაო მოძრაობის მიმართულების შეცვლაში დახმარება;
ბ) საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის არსებობისას აღნიშნული შემთხვევის აღმოფხვრაში მონაწილე პირებისთვის საგზაო ნიშნების გამოყენების საშუალებით უსაფრთხო ზონის შექმნის უზრუნველყოფა;
გ) საავტომობილო გვირაბში ან მის მიმდებარედ ინციდენტის დროს შესაბამისი ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა შემდგომი გამოძიების სრულყოფილად ჩატარების მიზნით;
დ) საავტომობილო გვირაბში ან მის მიმდებარედ ინციდენტის მონაწილეთა და დაზარალებულთა იდენტიფიკაცია და საჭირო ინფორმაციის შეგროვება;
ე) საავტომობილო გვრაბში ან მის მიმდებარედ უბედური შემთხვევის დროს მათი ფუნქციებია:
ე.ა) უბედური შემთხვევის ადგილთან მისვლის კონტროლი და შესაბამისი სამსახურებისთვის მისასვლელი გზის გათავისუფლება და მათი დაცვა;
ე.ბ) სავტომობილო გვირაბში საავტომობილო მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და საავტომობილო გვირაბის ოპერატორისთვის შეტყობინება;
ე.გ) უბედური შემთხვევის დროს შესაძლო სამხილების გამოკვლევა და დაცვა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 11. საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეები
საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის არსებობისას, საავტომობილო გვირაბის მოსარგებლეები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მითითებებს.
III. საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები
მუხლი 12. საგანგებო შემთხვევების პრევენციისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები
საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციის მიზნით ხორციელდება:
ა) საავტომობილო გვირაბის გამოკვლევა;
ბ) კადრების კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) საგანგებო შემთხვევის მზადყოფნისთვის სასწავლო განგაში.
მუხლი 13. საავტომობილო გვირაბის გამოკვლევა
გამოკვლევის, შეფასებისა და ტესტირების უზრუნველყოფას ახორციელებს გამოკვლევის განმახორციელებლი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია და მაღალი ხარისხის პროცედურები. გამოკვლევის განმახორციელებელი ორგანიზაცია ფუნქციურად დამოუკიდებელია დეპარტამენტისაგან.
გამოკვლევის განმახორციელებელი ორგანიზაცია არის იურიდიული პირი, რომელიც დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ამ ტექნიკური რეგლამენტითა და დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამის უფლებამოსილებებს.
თითოეული გვირაბის გამოკვლევის ორ თანმიმდევრულ გამოკვლევას შორის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ექვს წელს, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გვირაბების შესაბამისობა საექსპლუატაციო მაჩვენებლებთან.
4. საავტომობილო გვირაბის ელემენტების ფუნქციონირებისა და მდგომარეობის შემოწმების მიზნით, საავტომობილო გვირაბის გამოკვლევისას სავალდებულოა შემოწმდეს:
ა) საავტომობილო გვირაბის დოკუმენტაცია;
ბ) საავტომობილო გვირაბის წინა გამოკვლევის შემდეგ ჩატარებული სამუშაოების მდგომარეობა და გვირაბის გეომეტრია;
გ) საავტომობილო გვირაბის უსაფრთხოების საშუალებები და აღჭურვილობა;
დ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციისა და მისი რემონტისთვის საჭირო შესაბამისი რესურსები;
ე) საავტომობილო გვირაბის ფუნქციონირების პირობები.
5. იმ შემთხვევაში თუ გამოკვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის ანგარიშის საფუძველზე დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საავტომობილო გვირაბი არ აკმაყოფილებს საექსპლუატაციო მაჩვენებელს, დეპარტამენტი აღნიშნულის შესახებ აცნობებს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შესახებ, თუ ასეთი სამუშაოები ექცევა მიმდინარე და პერიოდულ შეკეთების სამუშაოებში, ან ისეთ სამუშაოში, რომელიც განსაზღვრული აქვს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს დეპარტამენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. დეპარტამენტი განსაზღვრავს პირობებს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის გასაგრძელებლად, რომელიც გამოყენებული იქნება იმ პერიოდამდე სანამ არ იქნება განსაზღვრული შესაბამისი ზომები ან/და აკრძალვები.
6. იმ შემთხვევაში, თუ საავტომობილო გვირაბის აღდგენითი ზომები მოიცავს არსებით სამუშაოებს (საავტომობილო გვირაბის რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია ან რეკონსტრუქცია) საავტომობილო გვირაბის კონსტრუქციაში ან ფუნქციონირებაში, მაშინ საავტომობილო გვირაბი საჭიროებს ახალ ნებართვას ფუნქციონირებაზე, მას შემდეგ რაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.
მუხლი 14. გამოკვლევის განმახორციელებლი ორგანიზაცია
საავტომობილო გვირაბის გამოკვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის ფუნქციებია:
ა) საავტომობილო გვირაბის სრული მონიტორინგის ჩატარება, მისი მდგომარეობის შეფასების უზრუნველყოფა;
ბ) საავტომობილო გვირაბის გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აღჭურვილობის სპეციალური ტესტირებების შემუშავებაში კონსულტაციების გაწევა დეპარტამენტისა და საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისთვის;
გ) საავტომობილო გვირაბის გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საავტომობილო გვირაბის ტექნიკურ აღჭურვილობასთან, ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა დეპარტამენტისა და საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისათვის;
დ) დეპარტამენტისათვის რეკომენდაციების წარდგენა საავტომობილო გვირაბის შესაბამის სტანდარტებთან დაახლოებისა და მასში შესაბამისი სამუშოების განხორციელების მიზნით.
მუხლი 15. საავტომობილო გვირაბის გამოკვლევის ეტაპები
საავტომობილო გვირაბის გამოკვლევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საწყისი ეტაპი;
ბ) საავტომობილო გვირაბის გამოკვლევის ეტაპი;
გ) შეფასების ეტაპი.
მუხლი 16. საწყისი ეტაპი
საავტომობილო გვირაბის გამოკვლევის საწყისი ეტაპი მოიცავს დოკუმენტაციის შეგროვების, მისი ანალიზის და გამოკვლევის გრაფიკის საწყის ფაზებს. ამ ეტაპზე გამოკვლეულ უნდა იქნეს:
ა) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო, ასეთის არებობის შემთხვევაში;
ბ) საავტომობილო გვირაბის მშენებლობისა და კონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია;
გ) საავტომობილო გვირაბში მომხდარი ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების აღრიცხვის ანგარიშები;
დ) საავტომობილო გვირაბის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესახებ ანგარიშები;
ე) საავტომობილო გვირაბის ტექნიკური გამოკვლევის ანგარიშები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) საავტომობილო გვირაბის რისკების ანალიზი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 17. ობიექტის გამოკვლევის ეტაპი
ობიექტის გამოკვლევის ეტაპზე ტარდება ყველა საჭირო გამოკვლევის ტესტი აღჭურვილობის ჯეროვანი ფუნქციონირების, ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და შეკეთების პირობების შესამოწმებლად და დანარჩენი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ობიექტის გამოკვლევის ეტაპზე მოწმდება:
ა) ობიექტების ფუნქციონირება და დგინდება ინფრასტრუქტურის და სტრუქტურის ხარისხის შესაბამისობა სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის ადამიანური რესურსები და მათი კვალიფიკაცია, ასევე, მათი მატერიალური რესურსების მდგომარეობა და შესაბამისობა სტანდარტებთან;
გ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ ექსპლუატაციისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების ხარისხი.
ობიექტის გამოკვლევის ეტაპზე მტკიცდება შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ცეცხლმაქრი აღჭურვილობის, გენერატორების, საგზაო ნიშნების, ვენტილაციის და სხვა სისტემების გარეგანი შემოწმების ანგარიშები;
ბ) პერიოდული შემოწმებების ანგარიში, რომელსაც ატარებს გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი აღჭურვილობასა და ინფრასტრუქტურაზე;
გ) გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიშების მონიტორინგი (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური, ორწლიანი და ყოველწლიური), მათი გამოსადეგობის შეფასებით.
4. ობიექტის გამოკვლევის ეტაპზე მოწმდება საავტომობილო გვირაბის შემდეგი სისტემები/ელემენტები შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) საავტომობილო გზის პლატფორმა;
ბ) ბორდიურები და ტროტუარები;
გ) წყალსადინარები;
დ) საავტომობილო გვირაბის ესთეტიური მხარე;
ე) კონსტრუქციული საყრდენი და სარჩულები;
ვ) საავტომობილო გვირაბის შესასვლელები;
ზ) საავტომობილო გვირაბის ჭერი;
თ) კომუნიკაციისა და მართვის სისტემები;
ი) ელექტრული ენერგიის მიწოდება;
კ) განათება;
ლ) ვენტილაცია;
მ) ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები (ხანძრის აღმოჩენა, ხანძრის ჩაქრობა);
ნ) საავარიო გასასვლელები;
ო) რადიოსაკომუნიკაციო სისტემა;
პ) მოძრაობის კონტროლი და ავტომატური ნიშნები;
ჟ) CCTV და AID სისტემები;
რ) საჯარო მიმართვის სისტემა;
ს) საავარიო ტელეფონი;
ტ) ვერტიკალური ნიშნები;
უ) უსაფრთხოების აღჭურვილობის ნიშნები.
მუხლი 18. შეფასების ეტაპი
შეფასების ეტაპი გულისხმობს საავტომობილო გვირაბის გამოკველვისას შეგროვებული ინფორმაციის ანალიზს და შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც შედგება საავტომობილო გვირაბის თითოეული სისტემის/ელემენტების ცალკეული შეფასებისგან შემდეგი სისტემის მიხედვით:
ა) „შესაბამისი“ – შესაბამისად, ითვლება მოწყობილობები, რომლებიც ასრულებენ მათთვის დადგენილ ფუნქციას ყველა ასპექტით და რომლებშიც კომპონენტების მდგომარეობა სათანადოდ კარგია ან დარღვევა არ არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების თვალსაზრისით;
ბ) „მცირედით შეუსაბამო“ – მცირედით შეუსაბამოდ მიიჩნევა მოწყობილობები, რომლებიც ასრულებენ დადგენილ ფუნქციას, მაგრამ აქვთ გარკვეული ნაკლოვანებები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს ან გაუმჯობესდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, მოწყობილობას შესაძლოა გამოუვლინდეს საავტომობილო გვირაბის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელო გაუმართაობა;
გ) „დიდად შეუსაბამო“ – დიდად შეუსაბამოდ მიიჩნევა მოწყობილობები, რომლებიც ასრულებენ მათთვის დადგენილ ფუნქციას, მაგრამ აქვთ გარკვეული ნაკლოვანებები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს ან გაუმჯობესდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, მოწყობილობას შესაძლოა გამოუვლინდეს გაუმართაობა, რომლის გავლენა გვირაბის უსაფრთხოებაზე სერიოზულია;
დ) „გაუმართავი“ – გაუმართავად მიიჩნევა მოწყობილობები, რომლებიც ინსპექტირების მომენტში ვერ ასრულებს დადგენილ ფუნქციას. ასეთი აღჭურვილობა მიიჩნევა ფუნქციონალური ნაკლოვანებების მქონედ.
მუხლი 19. საავტომობილო გვირაბების აღჭურვილობის მუშაობის ვადის ანალიზი
1. საავტომობილო გვირაბების აჭურვილობის მუშაობის ვადის ანალიზი წარმოადგენს საავტომობილო გვირაბების გამოკვლევის მნიშვნელოვან ამოცანას.
2. საავტომობილო გვირაბების აჭურვილობის მუშაობის მდგომარეობის ანალიზი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) სისტემის გამოკვლევა; პრაქტიკული გამოცდილების მონაცემები; ფუნქციონალური ტესტი;
ბ) კრიტერიუმები;
გ) კრიტერიუმების აგრეგაცია.
3. საავტომობილო გვირაბების აჭურვილობის მუშაობის ანალიზი მოიცავს შემდეგ ოპერაციებს:
ოპერაცია 1: ქვესისტემების განსაზღვრა;
ოპერაცია 2: შეფასების კრიტერიუმები;
ოპერაცია 3: შედეგების ანალიზი;
ოპერაცია 4: ქვესისტემების გრაფიკი;
ოპერაცია 5: საჭირო ქმედებები;
ოპერაცია 6: საშუალო ვადასთან შეჯერება;
ოპერაცია 7: შენარჩუნება, აღდგენა, განახლება;
ოპერაცია 8: საჭირო სამუშაოს ჩატარება.
ოპერაცია 1 – ქვესისტემების განსაზღვრა: ქვესისტემების განსაზღვრა მოიცავს შემდეგ ქვესისტემებს, რომლებიც ფარავს სრულ სისტემას საავტომობილო გვირაბის აღჭურვილობის მუშაობის ვადის ანალიზისათვის:
ენერგიის მიწოდება: სიმძლავრის გამანაწილებელი სისტემა; ძალური ტრანსფორმატორი; საშუალო ძაბვის კომუტატორი; დაბალი ძაბვის მართვის სისტემები; გენერატორები; გენერატორების კვების წყარო.
განათება: სანათი ხელსაწყოები; გვირაბში განათების დონეები; ნათურის სტაბილიზაცია.
ვენტილაცია: რეაქტიული ვენტილატორები; ღერძული ვენტილატორები; ანემომეტრები; კვამლმზომები; CO და NOx გადამწოდები; ვენტილაციის მართვის სისტემა.
საგზაო მოძრაობის ნიშნები და მოძრაობის მართვა: ვერტიკალური ნიშნები; უსაფრთხოების აღჭურვილობის ნიშნები; ცვლადი ინფორმაციის ნიშნები; გზის მართვის ნიშნები; სიჩქარის შეზღუდვის ნიშნები; შუქნიშნები; გვირაბის ჩამკეტი ბარიერები; მოძრაობის აღრიცხვის სისტემა; გაბარიტული სიმაღლეების მართვის სისტემა.
მონიტორინგისა და კომუნიკაციის სისტემები: საავარიო ტელეფონები; რადიოკომუნიკაციის სისტემა; CCTV; AID სისტემა; საჯარო მართვის სისტემა; ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.
SCADA-ს სისტემები: SCADA აპლიკაცია; პროგრამული ლოგიკის კონტროლი; კომუტატორები; მოძრაობის მართვის ავტომატიზაცია.
კაბელების გაყვანილობა: ელექტრო კაბელები/გაყვანილობა; სიგნალებისა და მართვის გაყვანილობა; ბოჭკოვანი ოპტიკა.
სხვადასხვა: ტექნიკური ოთახების განათება; ტექნიკური ოთახების ვენტილაცია; ტექნიკური ოთახების ხანძრის აღმოჩენის სისტემა.
5. ოპერაცია 2 – შეფასების კრიტერიუმები: შეფასების კრიტერიუმები მოიცავს შვიდ შესაბამის კრიტერიუმს, რომელიც არის რელევანტური საავტომობილო გვირაბის მუშაობის ანალიზის განსასაზღვრად:
ა) სისტემის მუშაობის ვადის პარამეტრი;
ბ) სისტემის მწყობრიდან გამოსვლის სიხშირე;
გ) შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობა;
დ) ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობა;
ე) სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის არსებობა;
ვ) სათადარიგო ნაწილების არსებობა;
ზ) მექანიკური მდგომარეობა.
6. საავტომობილო გვირაბის აღჭურვილობის შეფასებისას 1-5 ქულის (მდგომარეობა „კარგი“-დან მდგომარეობა „ძალიან ცუდი“-მდე) მინიჭების სისტემით ფასდება საავტომობილო გვირაბის ამ მუხლის მე-4 პუნქტში გასაზღვრული ელემენტები:
ქულა 1 – კარგი;
ქულა 2 – მისაღები;
ქულა 3 – ნაწილობრივ დაზიანებული;
ქულა 4 – ცუდი;
ქულა 5 – ძალიან ცუდი.
ოპერაცია 3 – შედეგების ანალიზი: შეფასების კრიტერიუმების კლასიფიცირების შემდეგ შესაძლებელია შედეგების ანალიზის განხორციელება, რისთვისაც გამოყენებულ უნდა იქნეს ქვესისტემების გრაფიკი.
ოპერაცია 4 – ქვესისტემების გრაფიკი: საავტომობილო გვირაბის აღჭურვილობის ვადის შეფასების შედეგად დგება ქვესისტემების გრაფიკი, სადაც ნაჩვენები უნდა იყოს თითოეული კრიტერიუმის მდგომარეობა შეფასებისას დაგროვებული ქულების გათვალისწინებით. ამასთან უნდა მოხდეს გვირაბების გარეთიანებული გრაფიკის აგება, მდგომარეობის სწრაფად აღსაქმელად.
9. ოპერაცია 5 – საჭირო ქმედებები: თუ ერთი ქვესისტემისათვის შეფასების ქვედა ზღვარი დასაშვებობის დონეზე დაბალია შესაბამისი ქმედების განხორციელების საჭიროება არ დგება, რაც ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია საავტომობილო გვირაბის აღჭურივილობის უსაფრთხო და ეფექტური ექსპლუატაცია. ხოლო თუ რომელიმე კრიტერიუმი სცილდება გრაფიკში განსაზღვრულ ზღვარს, საჭიროა შესაბამისი ქმედებების განხორციელება.
10. ოპერაცია 6 – საშუალო ვადასთან შეჯერება: საავტომობილო გვირაბების სისტემების და კომპონენტების ტიპიური მუშაობის ვადის შეჯერება უნდა მოხდეს გასაშუალოებულ მონაცემებთან, დარჩენილი მუშაობის ვადის შესაფასებლად. გასაშუალოებული მონაცემები შემდეგია:
ა) საავტომობილო გვირაბების სისტემების მუშაობის ვადა – 25 წელი;
ბ) SCADA სისტემები – 10.7 წელი;
გ) განათება – 11.2 წელი;
დ) უსაფრთხოების აღჭურვილობა – 14.8 წელი;
ე) ნიშნები – 14.1 წელი;
ვ) ვენტილაცია – 18.2 წელი;
ზ) ენერგიის მიწოდება – 20.1. წელი;
თ) კაბელების გაყვანილობა – 25.7 წელი.
11. ოპერაცია 7 – შენარჩუნება, აღდგენა ან განახლება: აღჭურვილობის ვადის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, გამოკვლევის განმახორციელებლი ორგანიზაციის მიერ მიიღება ერთ-ერთი შესაძლო გადაწყვეტილება, რომელიც აისახება შეფასების ანგარიშში და რეკომენდაციის სახით წარედგინება დეპარტამენტს:
ა) არსებული აღჭურვილობის შენარჩუნება;
ბ) არსებული აღჭურვილობის აღდგენა;
გ) არსებული აღჭურვილობის განახლება.
შეფასების ეტაპის დასრულების შემდეგ მზადდება შეფასების ანგარიში, რომელსაც თან ერთვის უსაფრთხოების ცხრილი, სადაც შეჯამებულია ორი სხვადასხვა შეფასების მიხედვით შემუშავებული გამოკვლევის შედეგები თითოეული გამოკვლევის ობიექტისთვის ან ინფრასტრუქტურის ელემენტისთვის – მიმდინარე და გამოკვლევის მომენტში ჩატარებული ტესტირებების მიღებული დასკვნების შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ხარისხი.
13. ოპერაცია 8 – საჭირო სამუშაოების ჩატარება: ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი რეკომენდაციის გათვალისწინებით ხორციელდება შესაბამისი სამუშაო საავტომობილო გვირაბში.
მუხლი 20. რისკის ანალიზი
1. რისკის ანალიზი, უნდა განხორციელდეს საავტომობილო გვირაბის გამოკვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ. შინაარსის და შედეგების რისკის ანალიზი უსაფრთხოების დოკუმენტთან ერთად უნდა წარედგინოს დეპარატმენტს. რისკის ანალიზი არის ანალიზი იმ რისკებისა თითოეული გვირაბისათვის, სადაც მხედველობაში მიიღება გვირაბის დიზაინთან დაკავშირებული ფაქტორები, საგზაო მოძრაობის გარემოებები, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე, გასათვალისწინებელია მოძრაობის ხარისხი და სახე, გვირაბის სიგრძე და გეომეტრია, მათ შორის მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ინტენსივობა ყოველდღიურად.
2. დეპარტამენტი უზრუნველყოფს რისკის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.
მუხლი 21. კადრების კვალიფიკაციის ამაღლება
კადრების კვალიფიკაციის ამაღლება ითვალისწინებს დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურეების და საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალის სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას.
კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩასატარებელი ტრენინგების პროგრამა მზადდება საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ და დასამტკიცებლად წარედგინება საავტომობილო გვირაბის ზედამხედველს.
ტრენინგ-კურსები აუცილებლად უნდა ჩატარდეს შემდეგი გარემოებების არსებობისას:
ა) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალის შემადგენლობაში ახალი წევრების მიღებისას;
ბ) საავტომობილო გვირაბის საოპერაციო საქმიანობების ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისას (ცვლილებები საავტომობილო გვირაბის სტრუქტურაში, მის უსაფრთხოების მოწყობილობებში და სხვა.);
გ) საავტომობილო გვირაბის საექსპლუატაციო ხელშეკრულების ფარგლებში ახალი გვირაბის დამატებისას;
დ) ნებისმიერ დროს, როდესაც გამოვლინდება ნაკლოვანება საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალის მუშაობაში.
ტრენინგ-კურსები უნდა ჩატარდეს მინიმუმ წელიწდში ერთხელ, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალის კვალიფიკაციის შემოწმებისა და გადამზადების მიზნით.
საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალის ტრენინგ-კურსები უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის ორგანიზაციული და საოპერაციო სტრუქტურა: ორგანიზაციული სქემა, მმართველი ორგანო, ფუნქციები და პასუხისმგებლობები, სამუშაო ცვლების ორგანიზება;
ბ) საავტომობილო გვირაბის საექსპლუატაციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურები;
გ) უსაფრთხოება საავტომობილო გვირაბებში;
დ) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის ჩვეულებრივი საოპერაციო საქმიანობა;
ე) საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები.
ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ თემებზე ტრენინგ-კურსებს ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალი ესწრება მათი ფუნქციების გათვალისწინებით.
მუხლი 22. საგანგებო შემთხვევის მზადყოფნისთვის სასწავლო განგაში
საგანგებო შემთხვევის მზადყოფნისთვის სასწავლო განგაში ითვალისწინებს საგანგებო შემთხვევის სიმულაციას, რომელიც მოიცავს:
ა) პერიოდულ ვარჯიშებს;
ბ) სრულმასშტაბიან ვარჯიშებს.
პერიოდული ვარჯიშები უნდა განხორციელდეს საავტომობილო გვირაბის დაზიანების გარეშე, შეფასების მკაფიო შედეგებით. აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი შედეგების მისაღებად, შესაძლებელია საოფისე ან კომპიუტერული მოდელირების გამოყენება.
სრულმასშტაბიანი ვარჯიშების შესრულების მიზნებია:
ა) პერსონალის მომზადების გაძლიერება მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკული გამოყენების გზით;
ბ) პერსონალის შესაძლებლობების შეფასება;
გ) ინფრასტრუქტურული და უსაფრთხოების სისტემების ეფექტურობის შეფასება, მათი ოპერატიულობის, სათანადო ხარისხით ფუნქციონირების დადასტურება;
დ) საგანგებო შემთხვევის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ეფექტურობის შეფასება, მათი ოპერატიულობისა და რეალური რისკებისა და საგანგებო შემთხვევების შესაბამისობის დადასტურება;
ე) საგანგებო შემთხვევების მართვაში ჩართული სხვადასხვა ჯგუფების კოორდინაციის შეფასება.
პერიოდული ვარჯიშები ტარდება სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო სრულმასშტაბიანი ვარჯიშები – 4 წელიწადში ერთხელ, შესაძლო საგანგებო შემთხვევასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.
სასწავლო განგაშის ვარჯიშები სრულდება საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ მომზადებული გეგმის შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია საავტომობილო გვირაბის ზედამხედველის მიერ.
შესაძლებლობის შემთხვევაში, სასწავლო განგაშის ვარჯიშებში მონაწილეობა უნდა მიიღოს საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურებმა.
საავტომობილო გვირაბის ზედამხედველი საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურებთან ერთად, ასეთი სამსახურების სასწავლო განგაშის ვარჯიშებში ჩართულობის შემთხვევაში, ვალდებულია მოამზადოს ანგარიში ჩატარებული სასწავლო განგაშის ვარჯიშების შესახებ. ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურებთან წვდომის დრო;
ბ) სხვადასხვა სამსახურებს შორის კოორდინაციის ნაკლოვანებები;
გ) საკომუნიკაციო საშუალებებში ან სხვა ინსტალაციებში გამოვლენილი გაუმართაობები;
დ) რეაგირების დროები (ავტომატური სიგნალიზაცია, მონაწილე სამსახურების რეაგირების დრო და ა.შ.);
ე) დამატებითი ღონისძიებების საჭიროებები და თავდაცვის ზომები;
ვ) საოპერაციო ინსტრუქციების და/ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის გადასინჯვის აუცილებლობა;
ზ) საექსპლუატციო და საოპერაციო საქმიანობების გაუმჯობესების წინადადებები კონკრეტული საკორექციო ღონისძიებების მითითებით.
IV. საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევისას
განსახორციელებელი ღონისძიებები
მუხლი 23. საავტომობილო გვირაბის ნორმალური ფუნქციონირების მინიმალური მოთხოვნები და ავარიული რეჟიმი
საავტომობილო გვირაბის ნორმალური ფუნქციონირების მინიმალური მოთხოვნები ადგენს საავტომობილო გვირაბის სხვადასხვა სისტემების და ობიექტებისთვის ფუნქციონირებისთვის საჭირო ფარგლებს, ნორმალური საოპერაციო დავალებების განსახორციელებლად მინიმალური უსაფრთხოების გარანტიებს საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეთათვის.
საავტომობილო გვირაბის ნორმალური ფუნქციონირების მინიმალური საოპერაციო მოთხოვნები და სისტემების ავარიული რეჟიმის მდგომარეობა განსაზღვრულია ამ ტექნიკურ რეგლამენტზე თანდართულ უსაფრთხოების მინიმალურ ღონისძიებებში დანართი 1-ისა და დანართი 7-ის შესაბამისად, საავტომობილო გვირაბის თითოეული სისტემისთვის.
საავტომობილო გვირაბის გაუარესებული ფუნქციონირება გულისხმობს სიტუაციას, რომელიც ხასიათდება პერსონალის ან/და აღჭურვილობის ნაკლებობით და მოითხოვს აღდგენითი ზომების მიღებას.
დეპარტამენტის ვალდებულებები პროექტის, უსაფრთხოების დოკუმენტაციის, საავტომობილო გვირაბის ინსპექტირების, მოდიფიკაციისა და პერიოდული ტესტირების შესახებ განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 2-ის შესაბამისად.
იმ საგზაო ნიშნების მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს საავტომობილო გვირაბში განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 24. საგანგებო შემთხვევების კლასიფიკაცია
საგანგებო შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს:
ა) ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული ისეთი ადამიანური ფაქტორების გავლენით, როგორიცაა:
ა.ა) საგზაო შემთხვევები;
ა.ბ) საავტომობილო გვირაბის შიგნით ერთ ან მეტ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ხანძრის გაჩენა;
ა.გ) სახიფათო (ფეთქებადი) ტვირთის გადატანასთან დაკავშირებული შემთხვევები;
ა.დ) გარემოს დაბინძურება;
ა.ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომლებიც გამოწვეულია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით;
ა.ვ) საავტომობილო გვირაბში ფეხით მოსიარულეების, ველოსიპედისტების ან საჭაპნე ტრანსპორტის არსებობა;
ა.ზ) საავტომობილო მოძრაობის შეფერხება საცობების ან სხვა მიზეზის გამო;
ა.თ) საავტომობილო გვირაბის მოსარგებლეთა აგრესიული ქმედებები და საბოტაჟი;
ა.ი) საავტომობილო გვირაბში ტვირთის გადმოყრა/სითხის დაღვრა;
ა.კ) საავტომობილო გვირაბში მიმდინარე სამუშაოები ან ტექნიკური მომსახურების ოპერაციები;
ა.ლ) ადამიანის მიერ განხორციელებული ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შესაძლოა საავტომობილო გვირაბში გამოიწვიოს საგანგებო შემთხვევა;
ბ) აღჭურვილობის უწესრიგო ფუნქციონირებით გამოწვეული ისეთი ტექნიკური ფაქტორებით, როგორიცაა:
ბ.ა) საავტომობილო გვირაბის აღჭურვილობაზე გაჩენილი ხანძარი;
ბ.ბ) საავტომობილო გვირაბის დანადგარისა და ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლა ტექნიკური მიზეზით;
ბ.გ) საავტომობილო გვირაბში ავტოსატრანსპორტო საშუალების მწყობრიდან გამოსვლა;
ბ.დ) აღჭურვილობის უწესრიგო ფუნქციონირებით გამოწვეული სხვა ისეთი შემთხვევა, რამაც შესაძლოა საავტომობილო გვირაბში გამოიწვიოს საგანგებო შემთხვევა;
გ) ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა:
გ.ა) ცუდი მეტეოროლოგიური პირობები;
გ.ბ) საავტომობილო გვირაბის რელიეფის გეოტექნიკური მახასიათებლები, რამაც შესაძლოა მიწის დაწევა ან მეწყერი გამოიწვიოს;
გ.გ) საავტომობილო გვირაბში საავტომობილო გზაზე ცხოველების არსებობა;
გ.დ) ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული სხვა ისეთი შემთხვევა, რომელმაც შესაძლოა საავტომობილო გვირაბში გამოიწვიოს საგანგებო შემთხვევა.
საავტომობილო გვირაბში შესაძლო ინციდენტები და შესაძლო შედეგები განსაზღვრულია ამ ტექნიკურ რეგლამენტზე თანდართული დანართი 4-ის შესაბამისად.
მუხლი 25. საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების დონეები
საავტომობილო გვირაბში მომხდარი საგანგებო შემთხვევის ხასიათიდან გამომდინარე, საგანგებო შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირები მოქმედებენ მობილიზაციის შემდეგი დონეების შესაბამისად:
ა) დონე „0“- ავარიულის წინა მდგომარეობა, წინასაავარიო მდგომარეობის დროს საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის დადგომის რისკი იზრდება, თუმცა მასთან გამკლავება შესაძლებელია საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალის ძალებით, საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურების ჩარევის გარეშე. არსებულ მდგომარეობას საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეებისთვის, და საავტომობილო გვირაბში არსებული ქონებისა და აღჭურვილობისთვის ზიანი არ მიუყენებია;
ბ) დონე „1“- ავარიული მდგომარეობა დონე 1-ის დროს საგანგებო შემთხვევის რისკი შედარებით მაღალია, თუმცა არსებულ მდგომარეობას საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეებისა და საავტომობილო გვირაბში არსებულ ქონებისა და აღჭურვილობისთვის ზიანი არ მიუყენებია. საავტომობილო გვირაბის პერსონალის მიერ საგანგებო შემთხვევის დადგომის რისკის შეტყობინებისთანავე გაფრთხილება ეგზავნება საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურებს, რომელთაც უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ;
გ) დონე „2“- ავარიული მდგომარეობა დონე 2-ის დროს არსებობს საგანგებო შემთხვევა, რომელიც მცირე მასშტაბისაა და არ გამოუწვევია საავტომობილო გვირაბის მოსარგებლეთათვის, მათი ქონებისა თუ საავტომობილო გვირაბის აღჭურვილობისთვის მნიშვნელოვანი ზიანი ან ატარებს მხოლოდ უმნიშვნელო ზიანის მიყენების საფრთხეს. აღნიშნულის შესახებ ეცნობებათ საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურებს, თუმცა მისი აღმოფხვრა შესაძლებელია პირველადი რეაგირების ჯგუფის მიერაც;
დ) დონე „3“ – ავარიული მდგომარეობა დონე 3-ის დროს არსებობს საგანგებო შემთხვევა, რომელიც დიდმასშტაბიანია და იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს საავტომობილო გვირაბის მოსარგებლეების, ქონების ან საავტომობილო გვირაბის აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნულის შესახებ ეცნობებათ საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურებს, რომლებიც ჩართულნი იქნებიან შესაბამის საგანგებო შემთხვევების სალიკვიდაციო ღონისძიებებში.
ყველა კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალის მობილიზაციის დონის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის მენეჯერი.
მუხლი 26. საგანგებო შემთხვევის შესაძლო შედეგების კატეგორიები
საავტომობილო გვირაბში საგანგებო შემთხვევის შესაძლო შედეგები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ა) „1“ – ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავარია;
ბ) „2“ – საავტომობილო გვირაბის კონსტრუქციული დაზიანებები;
გ) „3“ – სხვადასხვა სახის სერიოზული დაზიანებები;
დ) „4“ – უბედური შემთხვევები.
მუხლი 27. საგანგებო შემთხვევის აღმოჩენა
საგანგებო შემთხვევა შესაძლოა აღმოჩენილ იქნას:
ა) საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეთა მიერ;
ბ) ტექნიკური მომსახურების მენეჯერის/ჯგუფის მიერ;
გ) საავტომობილო გვირაბის აღჭურვილობის საშუალებით.
მუხლი 28. საგანგებო შემთხვევის აღმოჩენა საავტომობილო გვირაბით მოსარგებლის მიერ
საავტომობილო გვირაბით მოსარგებლის მიერ საგანგებო შემთხვევის აღმოჩენისას მობილური ტელეფონით 112-სთვის შეტყობინების შემთხვევაში, 112-ის ოპერატორი ინფორმაციას გადასცემს საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურებს.
112-ის ოპერატორი ვალდებულია, საავტომობილო გვირაბით მოსარგებლისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობოს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის მენეჯერს.
საავტომობილო გვირაბით მოსარგებლისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის მენეჯერი ინფორმაციის დადასტურების მიზნით მიმართავს საავტომობილო გვირაბის ოპერატორს და მობილიზაციას უკეთებს პირველადი რეაგირების ჯგუფს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინებას აგზავნის 112-ში საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურების გამოსაძახებლად.
საავტომობილო გვირაბით მოსარგებლის მიერ საავტომობილო გვირაბში არსებული საავარიო ტელეფონების მეშვეობით საავტომობილო გვირაბის მართვის ცენტრისთვის საგანგებო შემთხვევის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, საავტომობილო გვირაბის ოპერატორი ადასტურებს საგანგებო შემთხვევის არსებობას, რის შემდეგაც ინფორმაციას ატყობინებს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის მენეჯერს.
მუხლი 29. საგანგებო შემთხვევის აღმოჩენა ტექნიკური მომსახურების მენეჯერის/ჯგუფის მიერ
ტექნიკური მომსახურების მენეჯერის/ჯგუფის მიერ საგანგებო შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია გადაეგზავნება საავტომობილო გვირაბის ოპერატორს.
საავტომობილო გვირაბის ოპერატორის მიერ საგანგებო შემთხვევის დადასტურების შემთხვევაში, შეტყობინება ეგზავნება საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის მენეჯერს, რომელიც მობილიზაციას უკეთებს პირველადი რეაგირების ჯგუფს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინებას აგზავნის 112-ში საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურების გამოსაძახებლად.
მუხლი 30. საგანგებო შემთხვევის აღმოჩენა საავტომობილო გვირაბის აღჭურვილობის საშუალებით
საავტომობილო გვირაბის აღჭურვილობის საშუალებით საგანგებო შემთხვევის აღმოჩენისას, საავტომობილო გვირაბის ოპერატორი დაადასტურებს ასეთი შემთხვევის არსებობას, რის შემდეგაც აცნობებს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის მენეჯერს.
2. საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის მენეჯერი ვალდებულია საავტომობილო გვირაბის ოპერატორისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე მობილიზაცია გაუკეთოს პირველადი რეაგირების ჯგუფს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინება გააგზავნოს 112-ში საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურების გამოსაძახებლად.
მუხლი 31. საგანგებო შემთხვევის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები
საავტომობილო გვირაბში არსებული საგანგებო შემთხვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი, იღებს გადაწყვეტილებას საგანგებო შემთხვევის ლიკვიდაციისთვის ჩარევის ერთ-ერთი დონის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
ჩარევის დონეებია:
ა) დონე „0“ – ავარიულის წინა მდგომარეობა – აღმოჩენილი შემთხვევა არ აყენებს ზიანს ადამიანებს, ქონებასა და გარემოს. თუმცა, საგანგებო შემთხვევის წარმოშობის რისკს ზრდის დასაშვებ დონეზე მაღლა და მისი გაკონტროლება შესაძლებელია საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაცის განმახორციელებელი პირის რესურსით;
ბ) დონე „1“ – ავარიული მდგომარეობის დონე 1 – აღმოჩენილ შემთხვევას არ მიუყენებია ადამიანებისთვის, ქონებისთვისა და გარემოსთვის, თუმცა რისკს ზრდის და საჭიროებს გაკონტროლებას. საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი აფრთხილებს საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის გარე სამსახურებს, რომლებიც, თავის მხრივ, მზადყოფნაში არიან და ელოდებიან ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას;
გ) დონე „2“ -ავარიული მდგომარეობის დონე 2 – არა კატასტროფული შემთხვევა, რომლის დროსაც ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია ან მინიმალური ზიანი დადგა და, სავარაუდოდ, საჭიროებს საგანგებო შემთხვევის ლიკვიდაციის გარე სამსახურების ჩართვას;
დ) დონე „3“ – ავარიული მდგომარეობის დონე 3 – შემთხვევა, როდესაც ზიანი მიადგა ადამიანებს, ქონებას, გარემოს ან არ მოუტანია ზიანი, თუმცა არსებობს აღნიშნულის საკმაოდ დიდი რისკი. შემთხვევის ხარისხიდან გამომდინარე, ამოქმედდეა შესაბამისი საგანგებო შემთხვევის ლიკვიდაციის სამოქმედო გეგმა.
თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საგანგებო შემთხვევის ლიკვიდაციის მენეჯმენტს ახორციელებს მართვის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის მენეჯერი.
მუხლი 32. საგანგებო შემთხვევების ეტაპები და სამოქმედო გეგმები
საგანგებო შემთხვევა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) შემთხვევის დასაწყისი; ხანძრის შემთხვევაში აღნიშნულ ეტაპში იგულისხმება კვამლის წარმოქმნა და იყოფა ორ ქვე-ეტაპად:
ა.ა) კვამლის გაჩენა;
ა.ბ) კვამლის გამოვლენა;
ბ) პირველი რეაგირება, რომლის დროსაც გვირაბით მოსარგებლეებს დახმარებას უწევს მხოლოდ გვირაბის საოპერაციო პერსონალი;
გ) ჩარევა გარე სამსახურების მიერ, რომლის დროსაც ადგილზე მოდიან საგანგებო შემთხვევის ლიკვიდაციის გარე სამსახურები;
დ) შემთხვევის დასასრული.
საგანგებო შემთხვევის არსებობისას საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალი თითოეულ ეტაპზე მოქმედებს ამ რეგლამენტის დანართი 5-ის შესაბამისად.
მუხლი 33. საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის მოქმედების გეგმები
საავტომობილო გვირაბში თითოეული სახის საგანგებო შემთხვევის წარმოშობისას მის ლიკვიდაციაში ჩართული თითოეული უწყებისა და ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ქმედებები განსაზღვრულია ამ ტექნიკურ რეგლამენტზე თანდართული დანართი 6-ის შესაბამისად.
მუხლი 34. საავტომობილო გვირაბში ევაკუაციის განხორციელება
1. საავტომობილო გვირაბიდან საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეთა ევაკუაცია უნდა განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ხანძარი, მიუხედავად მისი მასშტაბისა;
ბ) სახიფათო (ფეთქებადი) ტვირთის გადამტანი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ტვირთის დაკარგვა;
გ) ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული ნივთიერებების კონტეინერიდან/ავზიდან გამოთავისუფლების შემთხვევაში მიუხედავად მისი გავრცელების მასშტაბისა;
დ) საავტომობილო გვირაბში ბლოკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების არსებობა;
ე) საავტომობილო გვირაბის კონსტრუქციის სერიოზული დაზიანებების არსებობა;
ვ) სხვა ნებისმიერი სიტუაცია, როდესაც არსებობს საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეთა დაზიანების სერიოზული რისკი.
საავტომობილო გვირაბიდან საავტომობილო გვირაბის მოსარგებლეთა ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანგებო შემთხვევის ლიკვიდაციის გარე სამსახურების მიერ, ხოლო, მათ ჩართვამდე, აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის მენეჯერი.
საავტომობილო გვირაბიდან ევაკუაციის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საავტომობილო გვირაბის ოპერატორები გადასცემენ საჯარო შეტყობინებას და აფრთხილებენ საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია.
საავტომობილო გვირაბიდან ევაკუაციის შემთხვევაში, საავტომობილო გვირაბში იკრძალება საგზაო მოძრაობა, გარდა საგანგებო შემთხვევების ლიკვიდაციის სამსახურების მოძრაობისა.
საავტომობილო გვირაბიდან ევაკუაციის შემთხვევაში საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის პერსონალი სრულად უნდა იქნას მობილიზებული.
მუხლი 35. ანგარიშგება
დეპარტამენტი ორ წელში ერთხელ აქვეყნებს ანგარიშს საავტომობილო გვირაბებში შემთხვევის შედეგად ხანძრის შესახებ, რომელმაც გავლენა მოახდინა საავტომობილო გვირაბით მოსარგებლეთა უსაფრთხოებაზე, ასეთი შემთხვევების შედეგებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შემთხვევის მიმართ განხორციელებული ზომებისა და ღონისძიებების შესახებ.
V. საავტომობილო გვირაბში სახიფათო (ფეთქებადი) ტვირთების გატარება
მუხლი 36. საავტომობილო გვირაბში სახიფათო ტვირთის გადატანა
საავტომობილო გვირაბში სახიფათო (ფეთქებადი) ტვირთის გადატანა გულისხმობს საავტომობილო გვირაბში ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას, რომელიც დატვირთულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახიფათო ტვირთად კლასიფიცირებადი ტვირთით.
საავტომობილო გვირაბში სახიფათო (ფეთქებადი) ტვირთის გადატანა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
საავტომობილო გვირაბში სახიფათო (ფეთქებადი) ტვირთის გადატანისას დაცული უნდა იქნეს „ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.
მუხლი 37. სახიფათო (ფეთქებადი, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული) ტვირთის საავტომობილო გვირაბში გატარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. სახიფათო (ფეთქებადი, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული) ტვირთის საავტომობილო გვირაბში გატარებამდე, სახიფათო (ფეთქებდი, ბიოლოგიური, ბირთვული, რადიაციული) ტვირთის გადამტანი ვალდებულია საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებლ პირს წინასწარ აცნობოს საავტომობილო გვირაბში სახიფათო (ფეთქებადი, ბიოლოგიური, ბირთვული, რადიაციული) ტვირთის გატარების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახიფათო (ფეთქებადი, ბიოლოგიური, ბირთვული, რადიაციული) ტვირთის საავტომობილო გვირაბში გატარების შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს ეცნობება სახიფათო (ფეთქებადი, ბიოლოგიური, ბირთვული, რადიაციული) ტვირთის გვირაბში გატარებამდე 6 საათით ადრე, იმ დროის მითითებით, თუ როდის მოხდება სახიფათო (ფეთქებადი, ბიოლოგიური, ბირთვული, რადიაციული) ტვირთის საავტომობილო გვირაბში გატარება.
3. სახიფათო (ფეთებადი, ბიოლოგიური, ბირთვული, რადიაციული) ტვირთის საავტომობილო გვირაბში გატარების დროს საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმაორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკური პერსონალის მობილიზაცია, სახიფათო (ფეთქებადი, ბიოლოგიური, ბირთვული, რადიაციული) ტვირთის გვირაბში გადატანის პროცესის დასრულებამდე.
დანართი 1
უსაფრთხოების მინიმალური ღონისძიებები
უსაფრთხოების ღონისძიებების მთავარი საფუძვლები
უსაფრთხოების პარამეტრები.
გვირაბებში უსაფრთხოების ღონისძიებები უნდა გატარდეს ინფრასტუქტურის ყველა ასპექტის სისტემატური განხილვის საფუძველზე, ასევე, ოპერაციების, გვირაბის მომხმარებლებისა და გადასაზიდი საშუალებების ანალიზის გათვალისწინებით.
გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პარამეტრები:
გვირაბის სიგრძე
მილების რაოდენობა
ბილიკების რაოდენობა
განივი ჭრილების გეომეტრია
ვერტიკალური და ჰორიზონტალური მარშრუტები
მშენებლობის ტიპი
ერთორმიმართულებიანი ან ორმიმართულებიანი საგზაო მოძრაობა
მოძრაობის ინტენსიურობა თითოეულ მილზე (დროის განაწილების ჩათვლით)
დაგუბების რისკები (დღიურად ან სეზონურად)
საგანგებო სიტუაციების სამსახურების ხელმისაწვდომობის დრო
მძიმე სატვირთო მანქანების არსებობა და პროცენტულობა
საშიში ტვირთის გადაზიდვის არსებობა, პროცენტულობა და სახეობა
მისასვლელი გზების მახასიათებლები
ზოლების სიგანე
სიჩქარეების შეთანხმება
გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური გარემო
იმისთვის, რომ უზურნველყოფილ იქნეს დამატებითი უსაფრთხოების ზომები ან/და დამატებითი აღჭურვილობის მობილიზება, რაც აუცილებელია გვირაბის უსაფრთხოების მაღალი დონის არსებობისთვის, გვირაბის იმ ნაწილში, რომელსაც ზემოაღნიშნული პარამეტრების მიხედვით განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშნები აქვს, უნდა განხორციელდეს რისკების ანალიზი. რისკების ანალიზში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაძლო უბედური შემთხვევებიც, რაც დიდ გავლენას ახდენს გვიარებეში გზის უსაფრთხოებაზე.
მინიმალური მოთხოვნები
წინამდებარე პარაგრაფში მოცემული უსაფრთხოების ზომები გათვალისწინებული უნდა იყოს იმისთვის, რომ გვირაბებში მიღწეულ იქნას ის მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტები, რასაც დირექტივა განსაზღვრავს. ამ პარამეტრებიდან შეზღუდული გადახვევები შეიძლება დაშვებული იქნას იმ პირობით, თუ პროცედურა დასრულდება წარმატებით.
მოძრაობის მოცულობა
ამ დანართში, ყველგან, სადაც მოხსენიებულია მოძრაობის მოცულობა, იგი აღნიშნავს საშუალოდ ყოველდღიურ მოძრაობას გვირაბის თითოეულ სავალ ზოლზე. მოძრაობის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, თითოეული ავტომობილი ერთ ერთეულად ითვლება.
1.3.2. იქ, სადაც მძიმე ტვირთების რაოდენობა 3.5 ტონაზე მეტია, ხოლო საშუალო დღიური მოძრაობა აღემატება 15%-ს ან სეზონური ყოველდღიური მოძრაობა მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო დღიურ ინტენსივობას, ფასდება დამატებითი რისკის ფაქტორები.
ინფრასტუქტურის ღონისძიებები
მილებისა და ზოლების რაოდენობა
ძირითადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა გადაწყდეს აშენდეს თუ არა ერთი ან ორჭრილიანი გვირაბი, არის მოძრაობის მოცულობა და უსაფრთხოება. აღნიშნულ კრიტერიუმებში ასევე შედის მძიმე სატვირთო ავტომობილების, გრადიენტებისა და სიგრძის პროცენტული რაოდენობა.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ, გვირაბების პროექტირების ეტაპზე, 15 წლის პროგნოზი აჩვენებს, რომ ტრანსპორტის მოცულობა გადააჭარბებს დღეში 10 000 მანქანას, თითოეულ სავალ ზოლზე, უნდა გაკეთდეს ორჭრილიანი გვირაბი.საავარიო ზოლის გამოკლებით, სამოძრაო ზოლების რაოდენობა გვირაბში და გვირაბის გარეთ ერთნაირი უნდა იყოს. ზოლების რაოდენობის ნებისმიერი შეცვლა უნდა მოხდეს გვირაბის პორტალის წინ, საკმარის მანძილზე. ასეთი მანძილი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ზღვრული სიჩქარით მოძრავმა მანქანამ 10 წამში შეძლოს საჭირო ზოლზე გადასვლა. თუ გეოგრაფიული გარემოებები ამის საშუალებას არ იძლევა, მაშინ უსაფრთოების გაზრდის მიზნით მიღებული უნდა იქნას დამატებითი ზომები.
2.2. გვირაბების გეომეტრია
2.2.1. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს უსაფრთხოების საკითხებზე, როდესაც განიხილება განივი ჭრილების გეომეტრია, ჰორიზონტალური და ვერტიკალური განლაგება და მისასვლელები გზები, რაც დიდ გავლენას ახდენს ავარიების ალბათობასა და სიმძიმეზე.
2.2.2. ახალ გვირაბებში, 5%-ზე მეტი გრძივი გრადიენტები ნებადართული არ არის, თუკი სხვა გეოგრაფიული გადაწყვეტა შეუძლებელია.
2.2.3. 3%-ზე მეტი გრადიენტის გვირაბებში, დამატებითი და/ან სხვა გამაძლიერებელი ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული გვირაბის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისკების ანალიზის საფუძველზე დასაშვებია დამატებითი ან/და გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები, რისკის ანალიზის საფუძველზე.
2.2.4. თუ დაბალი სიჩქარით სამოძრაო ზოლის სიგანე 3,5 მეტრზე ნაკლებია და მასზე დაშვებულია მძიმე სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა, დამატებითი და/ან სხვა გამაძლიერებელი ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული გვირაბის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისკების ანალიზის საფუძველზე.
2.3. გვირაბიდან გამოსასვლელი გზები და ავარიული გასასვლელები
2.3.1. ახალ გვირაბები, სადაც არ არსებობს საგანგებო შემთხვევების ზოლი, საგანგებო შემთხვევების ბილიკი, უმჯობესია, არ იქნას გამოყენებული, რათა არ მოხდეს უბედური შემთხვევა ან ავარია. ეს დებულება არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გვირაბის სამშენებლო მახასიათებლები არ იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს შესაბამისი ღონიძიებების გატარება, ან ეს დაკავშირებულია არაპროპორციულ ხარჯებთან.
2.3.2. არსებულ გვირაბებში, სადაც არც ავარიული ზოლია და არც ავარიული მომსახურების ბილიკი, დამატებითი და/ან სხვა გამაძლიერებელი ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული გვირაბის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
2.3.3. ავარიული გასასვლელები საშუალებას აძლევს გვირაბით მოსარგებლეებს, რომ დატოვონ გვირაბი ავტომანქანების გარეშე და გავიდნენ უსაფრთხო ადგილზე ავარიის ან ხანძრის შემთხვევაში და ასევე, შევიდნენ გვირაბში გადაუდებელი მომსახურებების ჩასატარებლად.
ავარიული გამოსასვლელების მაგალითებია:
- პირდაპირ გასასვლელი გვირაბიდან გარეთ
- გვირაბის ჭრილების გადაკვეთა
- გასასვლელი საგანგებო მდგომარეობის გალერეაში
- თავშესაფარი გვირაბის ჭრილებიდან დამოუკიდებელი გასასვლელებით.
2.3.4. თავშესაფარი არ უნდა აშენდეს გამოსასვლელი გზის გარეშე.
2.3.5. ავარიული გასასვლელების არსებობა უნდა დამტკიცდეს შესაბამისი რისკების ანალიზით, მათ შორის, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ისიც, თუ რამდენად შორს და რამდენად სწრაფად შეუძლია კვამლს გავრცელდეს ადგილობრივ ტერიტორიაზე.
2.3.6. ნებისმიერ ახალ გვირაბებში, რომლის მოძრაობის მოცულობა აღემატება 2000 მანქანას თითოეულ ზოლში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავარიული გამოსასვლელების არსებობა.
2.3.7. არსებულ გვირაბებში, რომლის სიგრძეც აღმატება 1 000 მეტრს და მოძრაობის მოცულობა მეტია 2 000 მანქანაზე თითოეულ სავალ ზოლში, უნდა შეფასდეს ავარიული გამოსასვლელების არსებობის ეფექტურობა.
2.3.8. ავარიული გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის მანძილები არ უნდა აღემატებოდეს 500 მეტრს.
2.3.9. შესაბამისი საშუალებები, მაგალითად ხანძარსაწინააღმდეგო კარებები, გამოყენებული უნდა იქნას რათა კვამლი და ცხელი ჰაერი არ მოხვდეს ავარიული გასასვლზე და გვირაბის მოსარგებლეებმა უსაფრთხოდ შეძლონ გვირაბიდან გასვლა ან გვირაბში შესვლა ავარიული მომსახურებების შესასრულებლად.
2.4. წვდომა ავარიულ მომსახურებებზე
2.4.1. ორ-მილიან გვირაბებში, სადაც მილები განთავსებულია ერთ დონეზე ან ერთმანეთთან ახლოს, ავარიულ მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმუმ ყოველ1 500 მ.
2.4.2 თუკი ეს შესაძლებელია გეოგრაფიული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა მოეწყოს ცენტრალური სარეზერვო (შუალედური ზოლი) ორი-და მეტ ჭრილიანი გვირაბების თითოეული პორტალის გარეთ. ეს საშუალებას მისცემს ავარიული მომსახურების გამწევ პირებს, რომ დაუყოვნებლივ შევიდნენ თითოეულ ასეთ გვირაბში.
2.5. ავარიული შეჩერების ადგილები
2.5.1. ორმიმართულებიანი გვირაბებისთვის, რომლელთა სიგრძე 1 500-ზე მეტრზე მეტია და მოძრაობის მოცულობა 2 000 მანქანას აღემატება თითოეულ ზოლში, უნდა იყოს უზუნველყოფილი ავარიული შეჩერების ადგილების არსებობა. თუ საგანგებო ბილიკები არსებობა არ არის გათვალისწინებული, ავარიული შეჩერების ადგილებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1000 მეტრს.
2.5.2. არსებულ ორ-მიმართულებიანი მოძრაობის გვირაბებში, რომელთა სიგრძე 1500 მეტრზე მეტია, ხოლო სატრანსპორტო მოძრაობის მოცულობა აღემატება 2000 მანქანას ერთ ზოლში, მაგრამ გვირაბს არ გააჩნია ავარიული ზოლი, უნდა შეფასდეს დაზიანებული მანქანების ავარიული გაჩერების ადგილების მოწყობის ეკონომიკურობა და ეფექტურობა.
2.5.3. თუ გვირაბის სტრუქტურული მახასიათებლები ამის საშუალებას არ იძლევა, ან თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ არაპროპორციულია მისი მოწყობის ღირებულება, მაშინ ავარიული შეჩერების ადგილების მოწყობა საჭირო არ არის, თუკი გვირაბის მთლიანი სიგანე, საკმარისია მანქანების გასატარებლად და თავსდება ნორმალური სატრანსპორტო ზოლის ფარგლებში.
2.5.4. ავარიული შეჩერების ადგილას განთავსებული უნდა იყოს საგანგებო სადგური.
2.6 დრენაჟი
2.6.1. თუ გვირაბში ნებადართულია საშიში ტვირთების გადამზიდი ავტოტრანსპორტის გავლა, საჭიროა მოეწყოს აალებადი და ტოქსიკური სითხეების სადრენაჟე არხი სათანადო ხვრელებით გვირაბის განივი კვეთის სექციებში. გარდა ამისა, დრენაჟის სისტემა უნდა შეიქმნას, ისე, რომ შესაძლებელი იყოს ცეცხლის თავიდან აცილება და აალებადი და ტოქსიკური სითხეების გავრცელება მილების შიგნიდან და მილებს შორის.
2.6.2. თუ არსებულ გვირაბებში ვერ მოხდება ან არასაკმარისად მოხდება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაშინ ეს გარემოება მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როდესაც განიხილება საკითხი გვირაბში საშიში ტვირთების გადამზიდი ავტოტრანსპორტის გატარების დაშვებადობის თაობაზე.
2.7. სტრუქტურების ხანძარგამძლეობა
ყველა ისეთი გვირაბის ძირითადი სტრუქტურები, რომელთა ჩამონგრევამ შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს, მაგალითად წყალქვეშ გამავალი გვირაბები ან გვირაბები, რომლებმაც შეიძლება მეზობელი სტრუქტურები დააზიანოს, უნდა გამოირჩეოდეს საკმარისად მაღალი დონის ხანძარგამძლეობით.
2.8. განათება
2.8.1. ჩვეულებრივი განათება ისე უნდა მოეწყოს, რომ მძღოლებისათვის უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი ხილვადობა როგორც დღის, ისე ღამის პირობებში, როგორც გვირაბის შესასვლელ ზონაში, ისე მის მთელ შიდა ნაწილში.
2.8.2. უსაფრთხო განათებამ ენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს თუნდაც მინიმალური ხილვადობა გვირაბით მოსარგებლეთათვის.
2.8.3. საევაკუაციო განათება, როგორიცაა საევაკუაციო გამანათებული მარკერი, მონტაჟდება 1,5 მეტრ სიმაღლეზე. ამ განათებამ უნდა უზრუნველყოს გზის ჩვენება, როდესაც გვირაბით მოსარგებლეები ტოვებენ გვირაბს საგანგებო შემთხვევის დადგომისას.
2.9. ვენტილაცია
2.9.1. სავენტილაციო სისტემის დიზაინი, კონსტრუქცია და მუშაობა უნდა ითვალისწინებდეს:
-მანქანებიდან გამონაბოლქვი პოლუტანტების კონტროლს ნორმალური და პიკური მოძრაობის პირობებში;
-მანქანებიდან გამონაბოლქვი პოლუტანტების კონტროლს, როდესაც მოძრაობა ჩერდება ავარიის ან რაიმე სხვა შემთხვევის გამო;
- სითბოს და კვამლის გამოყოფის კონტროლს ხანძრის შემთხვევაში.
2.9.2. მექანიკური სავენტილაციო სისტემა უნდა მოეწყოს ყველა გვირაბში, რომელთა სიგრძე აღემატება 1000 მეტრს, ხოლო სატრანსპორტო მოძრაობის მოცულობა თითოეულ ზოლში, აღემატება 2000 ავტომანქანას.
2.9.3. ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის და/ან ერთმხრივი და გადატვირთული მოძრაობის გვირაბებში გრძივი ვენტილაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რისკის ანალიზი გვიჩვენებს რომ ეს მისაღებია და/ან მიღებულია კონკრეტული ზომები, როგორიცაა სატრანსპორტო მოცულობების მართვა, მოკლე დისტანციები ავარიულ გასასვლელებს შორის, კვამლის სწრაფი გადაადგილება, კვამლის გამონაბოლქვის განდევნის მოკლე დრო.
2.9.4. განივი და ნახევრად განივი სავენტილაციო სისტემები გამოიყენება გვირაბებში, სადაც აუცილებელია მექანიკური სავენტილაციო სისტემა, ხოლო გრძივი სავენტილაციო სისტემის მოწყობა არაა ნებადართული 2.9.3. პუნქტით. ასეთი სისტემებით შესაძლებელი უნდა იყოს გვირაბიდან კვამლის განდევნა გვირაბში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში.
2.9.5. ორმხრივი სატრანპორტო მოძრაობის გვირაბებში, რომლის სიგრძე არის არაუმეტეს 3 000 მეტრი და საგზაო მოძრაობის მოცულობა აღემატება 2 000 სატრანსპორტო საშუალებას თითოეულ ხაზზე, გააჩნია მართვის ცენტრი და განივი და/ან ნახევრად-ტრანსსასაზღვრო ვენტილაცია, ვენტილაციასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემდეგი მინიმალური ღონისძიებებით:
- ჰაერისა და კვამლის ჰაერგამშვებების დამონტაჟდება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე ან ჯგუფებად.
- ჰაერის გრძივი სიჩქარის მონიტორინგი უნდა ხდებოდეს მუდმივად და სავენტილაციო სისტემის პროცესების (დემპერები, ვენტილატორები და ა.შ.) შესაბამისად.
2.10. ავარიული პუნქტები
2.10.1. ავარიული პუნქტის დანიშნულებაა სხვადასხვა სახის უსაფრთხოების აღჭურვლობის უზრუნველყოფა, მაგალითად „ცხელი ხაზის“ ტელეფონები, ცეცხლმაქრები, მაგრამ მათ ფუნქციაში არ შედის გზით მოსარგებლეთა დაცვა ხანძრის შედეგებისაგან.
2.10.2. ავარიული პუნქტი შეიძლება მოეწყოს გვერდით კედელზე ან უმჯობესია – გვერდით კედლის ნიშაში. მათში, სულ მცირე, უნდა იყოს ავარიული შეტყობინების ტელეფონი და ორი ცეცხლმაქრი.
2.10.3. ავარიული პუნქტები ეწყობა პორტალთან ახლოს და გვირაბის შიგნით, რომელთა შორის ინტერვალები ახალ გვირაბებში არ უნდა აღემატებოდეს 150 მეტრს, არსებულ გვირაბებში კი – 250 მეტრს
2.11. წყალმომარაგება
წყალმომარაგება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა გვირაბისათვის. ჰიდრანტები განთვსდება პორტალების სიახლოვეს ან თვითონ გვირაბში, ერთმანეთს შორის არაუმეტეს 250 მეტრის მანძილებში თუ წყლის მიწოდება შესაძლებელი არ არის, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს, რომ სხვა წყაროებიდან იქნას მოწოდებული წყლის საკმარისი რაოდენობა.
2.12. საგზაო ნიშნები
კონკრეტული საგზაო ნიშნები გამოიყენება გვირაბით მოსარგებლეთათვის შექმნილი უსაფრთხოების ყველა ობიექტისათვის გვირაბებში გამოსაყენებელი ასეთი ნიშნები და პანელები წარმოდგენილია დანართ 3-ში.
2.13. მართვის ცენტრი
2.13.1. ყველა ის გვირაბი, რომელის სიგრძე 3000 მეტრზე მეტია და გადაადგილების მოცულობა მეტია 2000 მანქანაზე თითოეულ ხაზში, საკონტროლო ცენტრით უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
2.13.2. რამდენიმე გვირაბის დაკვირვება შეიძლება ცენტრალიზებული იყოს ერთ მართვის ცენტრში.
2.14. მონიტორინგის სისტემები
2.14.1. ვიდეომონიტორინგის სისტემები და საგზაო შემთხვევების და/ან ხანძრის აღმომჩენი ინსტალირებული უნდა იქნას ყველა გვირაბში და იმართებოდეს მართვის ცენტრიდან.
2.14.2. ყველა იმ გვირაბში, რომელსაც არ აქვს მართვის ცენტრი და სადაც მოქმედებს მექანიკური ვენტილაცია კვამლის გაკონტროლებისთვის უნდა დამონტაჟდეს, ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.
2.15. გვირაბის ჩაკეტვის აღჭურვილობა
2.15.1. ყველა გვირაბში, რომლთა სიგრძე 1000 მეტრზე მეტია, საგზაო მოძრაობის ნიშნები დგება გვირაბის შესასვლელებთან ისე, რომ საგანგებო შემთხვევის დადგომისას, შესაძლებელი იყოს გვირაბის ჩაკეტვა. შეიძლება ასევე მოეწყოს დამატებითი საშუალებები, როგორიცაა ცვლადი გამაფრთხილებელი ნიშნები და ბარიერები, ინსტრუქციების დაცვის უზრუნველსაყოფად.
2.15.2. ყველა გვირაბის შიგნით, რომლის სიგრძე აღემატება 3 000 მეტრს, გააჩნია მართვის ცენტრი და საგზაო მოძრაობის მოცულობა აღემატება 2 000 მანქანას, თითოეულ ზოლში აღჭურვილობის შეწყვეტა საგანგებო შემთხვევების დროს რეკომენდირებულია არაუმეტეს 1 000 მეტრის ინტერვალით. აღნიშნული აღჭურვილობა უნდა შედგებოდეს საგზაო ნიშნებისგან და თუ შესაძლებელია სხვა დამატებითი საშუალებებისგანაც, როგორებიცაა ხმოვანი და ცვლადი შეტყობინების ნიშნები და ბარიერები.
2.16. საკომუნიკაციო სისტემები
2.16.1. ყველა გვირაბში, რომლის სიგრძე აღემატება 1 000 მეტრს და მოძრაობის მოცულობა 2 000-ზე მეტია თითოეულ სავალ ზოლში უნდა დამონტაჟდეს საგანგებო სამსახურებრივი მოხმარებისთვის რადიომაუწყებლობის აღჭურვილობა.
2.16.2. მართვის ცენტრის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს გვირაბში რადიოგადაცემის არხების გათიშვა, იმ შემთხვევებში, როდესაც გვირაბით მოსარგებლეებს უნდა ეცნობოს საგანგებო შემთხვევის დადგომის შესახებ.
2.16.3. თავშესაფრები და სხვა ობიექტები, რომლებიც გამოიყენება გვირაბით მოსარგელთა საევაკუაციოდ თავშეყრისათვის, აღჭურვილი უნდა იყოს მიკროფონებით, რათა ადამიანებმა მოისმინონ ინფორმაცია.
2.17. ელექტრომომარაგება და ელექტრული წრედები
2.17.1. ყველა გვირაბში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ავარიული ენერგომიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხო ევაკუაციის აღჭურვილობის მუშაობა, სანამ გვირაბს არ დატოვებს ყველა პირი.
2.17.2. ელექტროობა, გაზომვა და ელექტრული წრედები ისე უნდა შემუშავდეს, რომ გარკვეულმა შემთხვევბმა, როგორიცაა, მაგალითად ცეცხლი, არ იმოქმედოს ელექტრულ წრედებზე.
2.18. აღჭურვილობის ცეცხლგამძლეობა
გვირაბის ყველა ტექნიკური მოწყობილობის ცეცხლმედეგობის დონის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და მიზანი, რომ შეინარჩუნონ უსაფრთხოება.
2.19. მინიმალურ მოთხოვნების ცხრილი
წინამდებარე ცხრილი ასახავს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ პუნქტებში იყო ჩამოთვლილი:
სავალდებულო ყველა გვირაბისათვის
სავალდებულო გამონაკლისებით
არასავალდებულო
☯რეკომენდირებული

ოპერაციებთან დაკავშირებული ღონისძიებები
3.1. ფუნქციონირების საშუალებები
გვირაბის ფუნქციონირების ორგანიზება უნდა მოხდეს ისეთი საშუალებების გამოყენებით, რომლებიც გვირაბში შეუფერხებელ და უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს. კადრებს, რომლებიც ჩართული იქნებიან ფუნქციონირებაში და საავარიო სამსახურებში უნდა ჩაუტარდეს სათანადო საწყისი და მუდმივი ტრანინგები.
3.2. საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დაგეგმვა
საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა გვირაბისთვის.
3.3. გვირაბებში ჩასატარებელი სამუშაოები
წინასწარი დაგეგმილი სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების გამო გზების სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვა ყოველთვის გვირაბის გარეთ უნდა დაიწყოს. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგზაო ნიშნები ინფორმაციის ცვალებადობით, საგზაო სასიგნალო ნიშნები და მექანიკური ზღუდეები.
3.4. მენეჯმენტი ავარიებისა და ინციდენტების დროს
სერიოზული ხასიათის ავარიის ან ინციდენტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს ყველა შესაბამის გვირაბში მოძრაობა.
აღნიშნული უნდა განხორციელდეს არამარტო ზემოაღნიშნული აღჭურვილობის ერთდროული ამოქმედებით პორტალებამდე, არამედ ცვალებადი ინფორმაციის საგზაო ნიშნების, საგზაო სასიგნალო ნიშნების და მექანიკური ზღუდეების გამოყენებითაც, თუ ეს უკანასკნელები გამოიყენება, ისე, რომ გვირაბის შიგნითაც და გარეთაც ყველა სახის მოძრაობა გაჩერდეს რაც შეიძლება სწრაფად. გვირაბები, რომელთა სიგრძეც 1000 მეტრზე ნაკლებია შეიძლება დაიკეტოს სხვა საშუალებებით. საგზაო მოძრაობა უნდა იყოს ორგანიზებული, რომ დაუზიანებელ მანქანებს სწრაფად შეეძლოთ გვირაბის დატოვება.
გვირაბში ინციდენტის შემთხვევაში საავარიო სამსახურების შესვლის დრო რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს და უნდა იზომებოდეს რეგულარული ტესტირებების ჩატარებისას. ორმხრივი მოძრაობის გვირაბებში, სადაც სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობაა, რისკების ანალიზმა უნდა დაადგინოს, უნდა მოხდეს თუ არა საგანგებო სიტუაციების სერვისების განთავსება გვირაბის ორ მხარეს.
3.5. მართვის ცენტრის საქმიანობა
ყველა გვირაბს უნდა ჰქონდეს მართვის ცენტრი.
3.6. გვირაბის ჩაკეტვა
გვირაბის ჩაკეტვის შემთხვევაში (სულ ერთია ეს ხანმოკლე დროით თუ ხანგრძლივი დროით იქნება განხორციელებული) მომხმარებელს უნდა ეცნობოს მოძრაობის მარშრუტის საუკეთესო ალტერნატივის შესახებ ადვილად ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემების საშუალებით.
ასეთი ალტერნატიული მოძრაობის მარშრუტები საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სისტემური გეგმის შემადგენელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. მათი მიზანი უნდა იყოს ავტოტრანსპორტის ნაკადის შესაძლებელ ფარგლებში შეენარჩუნება და გარემომცველ უბნებზე მეორადი ზეგავლენების მინიმუმადე დაყვანა.
3.7. საშიში ტვირთების გადამზიდი ავტოტრანსპორტის ტრანსპორტირება.
საშიში ტვირთების გვირაბში გადაზიდვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი:
უნდა განხორციელდეს რისკების ანალიზი;
სავალდებულოა შესაბამისი ნიშნების განთავსება, გვირაბის შესასვლელთან და გასასვლელთან, რათა მძოლებს შეეძლოთ ალტერნატიული მარშრუტების შერჩევა;
განხილული უნდა იყოს სპეციალური ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს გვირაბებში საშიში ტვირთების გადაზიდვისას ზოგიერთი ან ყველა სატრანსპორტო საშუალების რისკის შემცირებას, გვირაბში შესვლამდე ან სატრანსპორტო საშუალების გადაყვანამდე,ზემოაღნიშნული რისკების ანალიზითვის.
3.8. გასწრება გვირაბებში
რისკების ანალიზი უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ გადაწყდეს რამდენად დაშვებულია მძიმე სატვირთო მანქანებს ჰქონდეთ გასწრების უფლება ისეთ გვირაბებში, სადაც თითო მიმართულებაზე ერთი სამოძრაო ზოლია გამოყოფილი.
3.9. მანძილები სატრანსპორტო საშუალებებს შორის და სიჩქარე
გვირაბის მომხმარებელთათვის უნდა მოხდეს დასაშვები სიჩქარისა და დისტანციის გაცნობა.
გზის მომხმარებლებმა, რომლებიც სამგზავრო ავტომობილებს მართავენ, ნორმალურ პირობებში უნდა დაიცვან მინიმალური მანძილი მათ წინ მიმავალი ავტომობილიდან, რომელიც შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მიერ ორ წამში დაფარულ მანძილს.
როდესაც გვირაბში მოძრაობა ჩერდება, გზის მომხმარებლებმა მინიმუმ ხუთი მეტრის ტოლი მანძილი უნდა დაიცვან მათ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებიდან, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ეს შეუძლებელია ავარიული გაჩერების გამო.
საინფორმაციო კამპანია
საინფორმაციო კამპანიები გვირაბებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს რეგულარულად და უნდა განხორციელდეს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.
აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრები ასვე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გზის მომხმარებელთა სწორი მოქცევის შესახებ გვირაბის გავლით მოძრაობისას, განსაკუთრებით ავტოსაგზაო შემთხვევების, დაგუბების, უბედური შემთხვევებისა და ხანძრების გამო.
ინფრომაცია უსაფრთხოების მოთხოვნებისა და გვირაბებში სათანადო მოქცევის შესახებ განთავსებული უნდა იყოს მოსახერხებელ ადგილას გვირაბის მომხმარებელთათვის (მაგალითად, გვირაბის შესასვლელამდე, გვირაბის შესასვლელთან, სადაც მოძრაობა გაჩერებულია ან ინტერნეტში).
დანართი 2
პროექტის, უსაფრთხოების დოკუმენტაციის, საავტომობილო გვირაბის ინსპექტირების, მოდიფიკაციისა და პერიოდული ტესტების დამტკიცება
პროექტის დამტკიცება
ამ დანართში გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა შესრულდეს წინასწარი დიზაინის ეტაპიდან.
საავტომობილო გვირაბის მენეჯერმა ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოს დაწყებამდე, პროექტირების ეტაპზე უნდა მოამზადოს 2.2 და 2.3 მუხლებით დაადგენილი უსაფრთხოების დოკუმენტაცია საავტომობილო გვირაბისთვის, ხოლო პროცესში, საჭიროების შემთხვევაში ჩართოს უსაფრთხოების ოფიცერი.
უსაფრთხოების დოკუმენტაცია
საავტომობილო გვირაბის მენეჯერმა უნდა მოამზადოს და პერიოდულად განაახლოს უსაფრთხოების დოკუმენტაცია თითოეული საავტომობილო გვირაბისთვის.
უსაფრთხოების დოკუმენტაცია უნდა აღწერდეს პრევენციულ და დამცავ ღონისძიებებს, რომელთაც უნდა უზრუნველყონ საავტომობილო გვირაბის მომხმარებელთა უსაფრთხოება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის და გადაადგილების უნარის შეზღუდული მქონე პირების უნარების, საავტომობილო გზის ტიპის, სტრუქტურის ფორმის, მისი გარემოს, საავტომობილო მოძრაობისა და საგანგებო სამსახურების უფლებამოსილების ფარგლების გათვალისწინებით.
პროექტირების ეტაპზე საავტომობილო გვირაბის უსაფრთხოების დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) დაგეგმილი სტრუქტურის აღწერას და მის მიღწევის საშუალებებს, პროექტის გაგებისთვის საჭირო გეგმებსა და მოსალოდნელ საექსპლუატაციო პირობებთან ერთად;
ბ) საგზაო მოძრაობის პროგნოზის კვლევას სახიფათო ტვირთების გადატანის მოსალოდნელი პირობების განსაზღვრის კუთხით, დანართი 1-ის 3.7 პუნქტით განსაზღვრულ რისკების ანალიზთან ერთად;
გ) სპეციფიური რისკების შესწავლას, რომელიც უნდა აღწერდეს შესაძლო შემთხვევებს, რომელთაც პირდაპირი გავლენა აქვთ საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციისას საავტომობილო გვირაბის მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე და ამ შემთხვევების ბუნებასა და მათ შესაძლო შედეგებს; აღნიშნული კვლევა უნდა განსაზღვრავდეს მსგავსი შემთხვევებისა და მათი შესაძლო შედეგების შემამცირებელ ღონისძიებებს;
დ) უსაფრთხოების ექსპერტის ან აღნიშნულ სფეროში სპეციალიზირებული ორგანიზაციის, მოსაზრებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
გამოცდის ეტაპზე საავტომობილო გვირაბის უსაფრთხოების დოკუმენტაცია, საავტომობილო გვირაბის პროექტირების ეტაპზე მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) საავტომობილო გვირაბის მენეჯერის მიერ განსაზღვრული საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის მიზნით განსაზღვრული ორგანიზაციის, ადამიანური და მატერიალური რესურსების აღწერას;
ბ) საგანგებო სამსახურებთან კოორდინირებულად შემუშავებული საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების გეგმას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტერესებს;
გ) მუდმივი უკუკავშირის სისტემის აღწერას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საავტომობილო გვირაბში მომხდარი ინციდენტებისა და შემთხვევების ჩაწერა და ანალიზი.
ექსპლუატაციის ეტაპზე საავტომობილო გვირაბის უსაფრთხოების დოკუმენტაცია, საავტომობილო გვირაბის გამოცდის ეტაპზე მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) მომხდარი მნიშვნელოვანი ინციდენტებისა და შემთხვევების შესახებ ანგარიშს და ანალიზს;
ბ) უსაფრთხოების გატარებული ღონისძიებების სიას და მათგან მიღებული გამოცდილების ანალიზს.
გამოცდა
საავტომობილო გვირაბის პირველი გახსნა საჯარო საავტომობილო მოძრაობისთვის ნებადართული უნდა იყოს დეპარტამენტის მიერ ქვემოთ განსაზღვრული პროცედურის შეასბამისად.
ეს პროცედურა ასევე დაცული უნდა იქნას საავტომობილო გვირაბის საჯარო საავტომობილო მოძრაობისთვის გახსნისას, როდესაც ხდება საავტომობილო გვირაბის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილება ან ოპერირება ან საავტომობილო გვირაბის სხვა ნებისმიერი ისეთი მოდიფიკაცია, რომელსაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს უსაფრთხოების დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ კომპონენტზე.
საავტომობილო გვირაბის მენეჯერმა 2.4 პუნქტში მითითებული უსაფრთხოების დოკუმენტაცია უნდა გადასცეს უსაფრთხოების ოფიცერს, რომელმაც უნდა წარადგინოს მისი მოსაზრება საავტომობილო გვირაბის საჯარო საავტომობილო მოძრაობისთვის გახსნასთან დაკავშირებით. საავტომობილო გვირაბის მენეჯერის გადაწყვეტილება წარედგინება საგანგებო სამსახურებს.
პერიოდული სწავლებები
საავტომობილო გვირაბის მენეჯერმა ან საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაციის განმახორციელებელმა პირმა უნდა ჩაატაროს თანამშრომლების პერიოდული სწავლებები.
სწავლებები:
1. უნდა იყოს მაქსიმალურად რეალისტური და შეესაბამებოდეს განსაზღვრული ინციდენტის მდგომარეობას;
2. უნდა იძლეოდეს შეფასების რეალურ შედეგებს;
3. ნაწილობრივ, შესაძლებელია სწავლებების ჩატარება მაგიდასთან ან კომპიუტერული სიმულაციის დავალებების მეშვეობით დამატებითი შედეგებისთვის.
თითოეული საავტომობილო გვირაბისთვის სწავლებების მაქსიმალურად რეალისტური სრული კურსი უნდა ჩატარდეს არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ. საავტომობილო გვირაბში საავტომობილო მოძრაობის ჩაკეტვა მოთხოვნილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის, თუ შესაბამისი ღონისძიებების გატარება შესაძლებელია გადამისამართებული საავტომობილო მოძრაობის შემთხვევაში. ნაწილობრივი ან/და სიმულაციური სწავლებები უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად. იმ მიდამოებში, სადაც საავტომობილო გვირაბები განთავსებულია ერთმანეთთან ახლოს, სრული სწავლებები შესაძლოა ჩატარდეს მინიმუმ ერთ მათგანში მაინც.
უსაფრთხოების ოფიცერმა და საგანგებო შემთხვევების სამსახურებმა ერთობლივად უნდა შეიმუშავონ ეს სწავლებები, შეადგინონ ანგარიში და წარადგინონ შესაბამისი წინადადებები.
დანართი 3
საგზაო ნიშნები საავტომობილო გვირაბებში
ზოგადი მოთხოვნები
წინამდებარე სააგზაო ნიშნები და სიმბოლოები გამოიყენება საავტომობილო გვირაბებში. ამ თავში მითითებული საგზაო ნიშნები აღწერილია საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ ვენის 1968 კონვენციაში, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.
საგზაო ნიშნების საერთაშორისო გაგების ხელშეწყობის მიზნით, ამ დანართში აღწერილი საგზაო ნიშნები და სიგნალები დაფუძნებულია თითოეული კლასის საგზაო ნიშნების ფორმისა და ფერის მახასიათებელზე და, თუ ეს შესაძლებელია, სიტყვების ნაცვლად გრაფიკული გამოსახულებების გამოყენებაზე. ამ თავში აღწერილი საგზაო ნიშნები და სიმბოლოები შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ არ დაიკარგოს თითოეულის ძირითადი მახასიათებლები.
საგზაო ნიშნები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საავტომობილო გვირაბში შემდეგი უსაფრთხოების ობიექტების აღსანიშნავად:
გასაჩერებელი ჯიბეები;
საგანგებო გასასვლელები: აღნიშნული საგზაო ნიშნის გამოყენება დასაშვებია ყველა სახის საგანგებო გასასვლელთან;
გასაქცევი გზა: ორი უახლოესი საგანგებო გასასვლელის აღსანიშნავად მიმდებარე კედლებზე არაუმეტეს 25 მ-ზე მეტი დისტანციით, გასაქცევი გზის დონიდან 1 მ-1.5 მ სიმაღლეზე უნდა განთავსდეს ნიშნები, გასასვლელამდე არსებული დისტანციის მითითებით;
საგანგებო სადგურები: საგზაო ნიშნები საგანგებო ტელეფონებისა და ცეცხლმაქრობების აღსანიშნავად.
რადიო
საავტომობილო გვირაბებში, სადაც საავტომობილო გვირაბის მომხმარებლებს ინფორმაცია მიეწოდებათ რადიოს მეშვეობით, ინფორმაციის მიღების საშუალების შესახებ საგზაო ნიშნები უნდა განთავსდეს საავტომობილო გვირაბის შესასვლელებში.
საგზაო ნიშნები და მონიშვნები ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ მისი გარჩევა მარტივად შესაძლებელი იყოს.
საგზაო ნიშნებისა და პანელების აღწერა
საგზაო ნიშნები გამოყენებულ უნდა იქნეს, საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო გვირაბში არსებულ საშიშ უბნამდე, გვირაბის შიგნით და საავტომობილო გვირაბის ბოლოს. საავტომობილო გვირაბის საგზაო ნიშნების დაპროექტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადგილობრივი საგზაო მოძრაობის, მშენებლობისა და სხვა პირობები. საგზაო ნიშნები გამოყენებულ უნდა იქნას საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ ვენის კონვენციის და საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ შესაბამისად.
საავტომობილო გვირაბის ნიშანი
წინამდებარე საგზაო ნიშანი 1.32 „გვირაბი”დაიდგას საავტომობილო გვირაბის ან/და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის დასაწყისამდე დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია მანძილი ობიექტამდე 8.1.1 დაფაზე;

გვირაბი
წინამდებარე საგზაო ნიშანი 5.37 „გვირაბი“ დაიდგას საავტომობილო გვირაბის დასაწყისამდე, საავტომობილო გვირაბის სიგრძე შესაძლოა დატანილი იქნას საგზაო ნიშნის ქვედა მხარეს ან დამატებით მოქმედების ზონა 8.2.1 დაფაზე.
წინამდებარე საგზაო ნიშანი 5.38 „გვირაბის დასასრული“ დაიდგას საავტომობილო გვირაბის დასასრულს, სადაც გვირაბში დაწესებული სპეციალური წესები აღარ მოქმედებს.

5.37 გვირაბი 5.38 გვირაბის დასასრული
3000 მ-ზე მეტი სიგრძის საავტომობილო გვირაბებისთვის, საავტომობილო გვირაბის გასავლელი სიგრძე უნდა განისაზღვროს ყოველ 1000 მ-ში.
საგზაო ნიშანზე შეიძლება განისაზღვროს ასევე საავტომობილო გვირაბის სახელიც.
ჰორიზონტალური მონიშვნები
ჰორიზონტალური მონიშვნა გამოყენებულ უნდა იქნას საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ღერძზე და კიდეში.
ორმიმართულებიანი საავტომობილო გვირაბების შემთხვევაში, მკვეთრად გარჩევადი მონიშვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შუა ხაზზე (ერთმაგი ან ორმაგი), რომელიც ყოფს ორ მიმართულებას.
ობიექტების აღსანიშნავი საგზაო ნიშნები და მონიშვნები
საგანგებო სადგურები
საგანგებო სადგურები უნდა იყოს აღნიშნული საგზაო ნიშნებით, რომელიც, ვენის კონვენციის შესაბამისად, უნდა იყო F ნიშნით და უნდა გამოხატავდეს საავტომობილო გზის მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომ აღჭურვილობას, მაგალითად:
საგანგებო ტელეფონი ცეცხლმაქრი

საავტომობილო გვირაბისგან კარით გამოყოფილი საგანგებო სადგურებში, შესაბამის ენაზე დაწერილი მკაფიო და მარტივად გარჩევადი ტექსტით უნდა მიეთითოს, რომ საგანგებო სადგურები არ უზრუნველყოფენ დაცვას ხანძრის შემთხვევაში. მაგალითისთვის:
„ეს სივრცე არ უზრუნველყოფს ხანძრისგან დაცვას
მიჰყევით საგანგებო გასასვლელის ნიშნებს“
გასაჩერებელი ჯიბეები:
ვენის კონვენციის თანახმად, გასაჩერებელი ჯიბეების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნები უნდა იყოს E საგზაო ნიშნები. საგანგებო ტელეფონებისა და ცეცხლმაქრების მაჩვენებელი საგზაო ნიშნები შეიძლება დატანილი იყოს როგორც გასაჩერებელი ჯიბეების აღმნიშვნელ საგზაო ნიშანზე, ასევე, ცალკე პანელზე.

საგანგებო გასასვლელები
ვენის კონვენციის შესაბამისად, „საგანგებო გასასვლელი“-ს აღმნიშვნელი საგზაო ნიშნები უნდა იყოს G ნიშნები. მაგალითად:

ამასთან, აუცილებელია, კედელზე განთავსდეს ორი უახლოესი გასასვლელის მონიშვნები. მაგალთად:

მიმართულების მაჩვენებელი საგზაო ნიშნები
აღნიშნული საგზაო ნიშნები შეიძლება იყოს მართკუთხა ან წრიული ფორმის:

ცვლადი შეტყობინების გადამცემი საგზაო ნიშნები
ნებისმიერი ცვლადი შეტყობინების გადამცემი საგზაო ნიშანი შეტყობინებას უნდა გადასცემდეს მკაფიოდ, საავტომობილო გვირაბის მომხმარებელთათვის შეფერხების, ავარიის, შემთხვევის, ხანძრის ან სხვა საფრთხის შესახებ ინფორმაციას.
დანართი 4
| შემთხვევათა ჩამონათვალი | |||
|---|---|---|---|
| შემთხვევის კოდი | შემთხვევა | შესაძლო შედეგები | ახალი ინციდენტის შესაძლო ამოქმედება |
| P-WEA-01 | არასასურველი მეტეოროლოგიური პირობები | 1 | E1-WEA-01 |
| P-POL-01 | მკვეთრი სიბნელე | 1 | E1-POL-01 |
| P-POL-02 | მავნე მინარევების მაღალი კონცენტრაცია | 1 | E1-POL-02 |
| P-SOS-01 | მაქრობების კაბინეტის კარების ან ავარიული გასასვლელი კარების გაღება | 1 | E1-VEH-01 E1-VEH-02 E1-VEH-03 E1-PED-01 E1-CAD-01 E2-VEH-01 E3-FIR-01 E3-FIR-02 |
| P-HIS-01 | მაღალი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება | 1 | |
| P-LOS-01 | დაბალი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება | 1 | |
| P-CON-01 | მშენებლობა გვირაბში | 1, 2 | |
| E1-WEA-01 | ძლიერი წვიმა, თოვლი, ყინული ან ნისლი | 1 | |
| E1-POL-01 | გვირაბში ადგილი აქვს სიბნელის დასაშვები ზღვრის გადამეტებას | 1 | E3-FIR-01 E3-FIR-02 E3-FIR-03 |
| E1-POL-02 | გვირაბში ადგილი აქვს მინარევების დასაშვები ზღვრის გადამეტებას | 1 | E3-FIR-01 E3-FIR-02 E3-FIR-03 |
| E1-SOS-01 | ზარი საავარიო ტელეფონიდან | 1 | E1-VEH-01 E1-VEH-02 E1-VEH-03 E1-PED-01 E1-CAD-01 E2-VEH-01 |
| E1-SLI-01 | ლიპიანობა/დაღვრა | 1 | |
| E1-SLO-01 | ნელი მოძრაობა/საცობი/გაჭედვა | 1 | E1-POL-01 E1-POL-02 |
| E1-PED-01 | ნებადაურთველი ფეხით მოსიარულე ან მომხმარებელი | 1 | E1-INT-01 |
| E1-CAD-01 | ნებადაურთველი ველოსიპედისტი ან საჭაპანო ტრანსპორტი გვირაბის შიგნით | 1 | E1-INT-01 |
| E1-INT-01 | გვირაბის ოთახებში შეჭრა | - | E3-DEM-01 |
| E1-DDR-01 | სახიფათო მართვა: მოხვევა, კამიკაძე, ... | 1 | |
| E1-ANI-01 | მოხეტიალე ცხოველი | 1 | |
| E1-HEA-01 | წესების დამრღვევის სატრანსპორტო საშუალება მაღალი გაბარიტების გამო | 1,2 | E2-VEH-01 E3-AVA-01 |
| E1-VEH-01 | გვირაბის შიგნით მანქანა გაჩერდა, საგზაო მაგისტრალის გარეთ | 1 | E3-BOM-01 |
| E1-VEH-02 | მანქანა გაჩერდა რომელიმე გამზირზე | 1 | E3-BOM-01 |
| E1-VEH-03 | ბარიერი სამართავ გზაზე, რომელიც გამზირს ბლოკავს | 1 | E3-BOM-01 |
| E1-ACC-01 | მსუბუქი შემთხვევა (მსხვერპლის გარეშე) | 1 | E1-VEH-01 E1-VEH-02 |
| E2-SVO-01 | საეჭვო ობიექტი ან სატრანსპორტო საშუალება გვირაბის შიგნით | 1,2 | E3-BOM-03 |
| E2-VEH-01 | სატრანსპორტო საშუალება/ ბარიერი სამართავ გზაზე, რომელიც გადასასვლელს მთლიანად ბლოკავს | 1 | |
| E2-AVA-01 | ზვავი, მეწყერი ან უბედური შემთხვევა მისასვლელ გზაზე | 1,2 | E3-AVA-01 |
| E3-AVA-01 | კონსტრუქციული დაზიანებები გარდაუვალი რისკით | 1,2 | |
| E3-ACC-01 | სერიოზული შემთხვევა (მსხვერპლით) | 1, 2, 3, 4 | |
| E3-ACC-02 | სერიოზული შემთხვევა, რომელიც მოიცავს სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებას (გაჟონვის, დაღვრის, ხანძრის ან აფეთქების გარეშე) | 1, 2, 3, 4 | E3-BOM-03 |
| E3-ACC-03 | ადამიანებზე შემთხვევა (ექსპლუატაციის შტატი ან გარეშე ხალხი) | 1, 2, 3 | |
| E3-ACC-04 | სერიოზული შემთხვევა, რომელიც მოიცავს სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებას (გაჟონვით, დაღვრით, ხანძრით ან აფეთქებით) | 1, 2, 3, 4 | |
| E3-FIR-01 | ხანძარი კონსტრუქციებში | 1, 2, 3, 4 | |
| E3-FIR-02 | ხანძარი სატრანსპორტო საშუალებაში | 1, 2, 3, 4 | |
| E3-FIR-03 | ხანძარი, რომელიც გამოწვეულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვით | 1, 2, 3, 4 | |
| E3-DEM-01 | საბოტაჟი, დემონსტრაციები ან სახალხო არეულობები | 1, 2, 3 | |
| E3-BOM-01 | ბომბის არსებობის შეტყობინება | 1, 2, 3, 4 | E3-BOM-02 E3-BOM-03 |
| E3-BOM-02 | ბომბის არსებობის შეტყობინება აღმოჩენილი რისკის გარეშე | 1, 2, 3, 4 | E3-BOM-03 E3-BOM-04 |
| E3-BOM-03 | ბომბის არსებობის შეტყობინება აღმოჩენილი რისკით | 1, 2, 3, 4 | E3-BOM-04 |
| E3-BOM-04 | შესაძლო თავდასხმა ან ბომბის აფეთქება | 1, 2, 3, 4 | |
დანართი 5
დანართი 6
| –––P-WEA-01 | არასასურველი მეტეოროლოგიური პირობები | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| მეტეოროლოგიური მოვლენების არსებობა რისკის ქვეშ აყენებს მომხმარებელთა უსაფრთხოებას | ||
| გამოვლენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები –დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| გვირაბის პორტალებიდან გასვლა | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
| პირველადი რეაგირების შტატი | ||
| მისაწოდებელი ინფორმაცია:: | ||
| E1-WEA-01 | ძლიერიწვიმა, თოვლი, ყინული ან ნისლი | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| მეტეოროლოგიური მოვლენების არსებობა რისკის ქვეშ აყენებს მომხმარებელთა უსაფრთხოებას | ||
| გამოვლენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
ძლიერი ნალექები წვიმის, თოვლის ან სეტყვის, ყინულის სახით, რომელიც გზის ზედაპირზე ჩნდება, ან ნისლის არსებობა. შემთხვევები: ყინულის წარმოქმნა ან გუბეები გზაზე, თოვლი გზაზე ან ხილვადობის გაუარესება (<300 მ). | |
| ამოქმედების ზონები: | ||
| გვირაბის პორტალებიდან გასვლა | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
| პირველადი რეაგირების შტატი. | 112 | |
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| P-POL-01 | მაღალი კვამლიანობა | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
გაუარესებული ხილვადობა ნიშნავს, რომ გვირაბში დამონტაჟებული კვამლმზომით გაზომილი საშუალო მნიშვნელობა გაფრთხილებისა და განგაშის ზღვრებს შორისაა. ეს ზღვრები ავტომატურ რეჟიმში შემდეგია: გაფრთხილების ზღვარი (K = 7∙10-3მ-1) და განგაშის ზღვარი (K = 14∙10-3მ-1 ). |
||
| გამოვლენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
ამ განგაშთა მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი:
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
| პირველადი რეაგირების შტატი. | ||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
| P-POL-02 | მინარევების მაღალი კონცენტრაცია | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| აღწერილობა: | |||||||||||
მინარევების (CO ან NOx) მაღალი კონცენტრაცია ნიშნავს, რომ გადამწოდით გაზომილი საშუალო მნიშვნელობა გაფრთხილებისა და განგაშის ზღვრებს შორისაა.
|
|||||||||||
| გამოვლენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | ||||||||||
|
|
||||||||||
| ამოქმედების ზონები: | |||||||||||
| დაზიანებული გვირაბი | |||||||||||
| ჯგუფები / კოლექტივები: | |||||||||||
| პირველადი რეაგირების შტატი. | |||||||||||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | |||||||||||
| E1-POL-01 | გვირაბში კვამლიანობა დასაშვებ ზღვარს აჭარბებს | ||
|---|---|---|---|
| აღწერილობა: | |||
| ზედმეტი კვამლიანობის დონე ნიშნავს, რომ კვამლმზომის გაზომილი საშუალო მნიშვნელობა 14*10-3მ-1-ზე მეტია. | |||
| გამოვლენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | ||
|
|
||
| ამოქმედების ზონები: | |||
| დაზიანებული გვირაბი | |||
| ჯგუფები / კოლექტივები: | |||
|
|||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | |||
|
|
||
| E1-POL-02 | მინარევები დასაშვებ ზღვარს აჭარბებს | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| ზედმეტი CO ან NOx კონცენტრაციის დონე ნიშნავს, რომ დაბინძურების გადამწოდის გაზომილი საშუალო მნიშვნელობა 140 ppm-ზე მეტია (CO გადამწოდებისთვის) ან 0.6 ppm-ზე მეტია (NOx გადამწოდებისთვის). | ||
| გამოვლენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E1-SOS-01 | ზარი საავარიო ტელეფონიდან | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| საავარიო ტეეფონის ზარის მიღება მართვის ცენტრში, ვინაიდან ის სარემონტო სამუშაოებს არ განეკუთვნება. | ||
| გამოვლენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
ეს ზოგადად დაკავშირებულია სხვა ინციდენტთან
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| უბანი, თავშესაფარი და სხვ. სადაც საავარიო ტელეფონია დამონტაჟებული. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| P-SOS-01 | საავარიო გასასვლელის მაქრობის კაბინეტის კარების გაღება | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| გვირაბში ან სხვა სამუშაო ოთახში კაბინეტების გაღება (საავარიო გასასვლელები, ...), გალერეების კარების ან საავარიო ტელეფონების კარების გაღება, ვინაიდან ეს არ არის დაკავშირებული სარემონტო სამუშაოებთან. | ||
| გამოვლენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
ეს ზოგადად დაკავშირებულია სხვა ინციდენტთან:
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| უბანი, თავშესაფარი და სხვ. სადაც საავარიო ტელეფონია დამონტაჟებული. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
| პირველადი რეაგირების შტატი | ||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
| E1-SLI-01 | ლიპიანობა/დაღვრა | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| სითხეების და სხვა მასალების დაღვრა (გარდა სახიფათო ტვირთისა), რომლის ხასიათი და რაოდენობა დაკავშირებულია გზის ზედაპირის მოჭიდებასთან და გავლენას ახდენს მოძრაობის უსაფრთხოებაზე. | ||
| გამოვლენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
შემთხვევები:
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| Affected tube | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E1-SLO-01 | ნელი მოძრაობა/საცობი/ჭედვა | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| საცობი გვირაბის შიგნით. | ||
| გამოვლენა: | ინციდენტისწყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| უბანი სადაც საცობს აქვს ადგილი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| P-HIS-01 | მაღალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| მაღალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი ძალზე სახიფათოდ ითვლება ტრანსპორტის გაბარიტებისა და ტიპის მიხედვით. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
მაღალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი | |
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
| პირველადი რეაგირების შტატი. | ||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
| P-LOS-01 | დაბალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| დაბალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი ძალზე სახიფათოთ ითვლება ტრანსპორტის გაბარიტებისა და ტიპის მიხედვით. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
ჩვეულებისამებრ დაბალი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება | |
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
| პირველადი რეაგირების შტატი. | ||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
| E1-PED-01 | უნებართვო ფეხით მოსიარულე ან მომხმარებელი | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| გვირაბის შიგნით უნებართვო ფეხით მოსიარულეების ან ღია უბნების არსებობა. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტი სწყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E1-CAD-01 | უნებართვო ველოსიპედისტები ან საჭაპანე სატრანსპორტო საშუალება გვირაბის შიგნით | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| გვირაბის შიგნით ან ღია უბნებზე უნებართვო ველოსიპედისტების ან საჭაპანო სატრანსპორტო საშუალებების არსებობა. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E1-INT-01 | გვირაბის ოთახებში შეჭრა | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| გვირაბის აკძალულ უბნებში (ევაკუაციის გალერეებში, ტექნიკურ ოთახებში...) უნებართვო ფეხით მოსიარულეების არსებობა. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტისწყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E1-DDR-01 | სახიფათო მართვა: მოხვევები, კამიკაძე, ... | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| მძღოლების ქცევის გამოვლენა, რომლებიც რისკს უქადიან გზის დანარჩენ მომხმარებლებს ან ინფრასტრუქტურას. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
ქცევის შემთხვევები:
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E1-ANI-01 | STRAY ANIMAL მოხეტიალე ცხოველი | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| გარეული ან შინაური მოხეტიალე ცხოველების (ძაღლის ზომის და ა.შ.) არსებობა გვირაბის შიგნით ან ღია უბნებში. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
||
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E1-HEA-01 | დამრღვევი სატრანსპორტო საშუალება გაბარიტების ნორმის გადაჭარბების გამო | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გვირაბისთვის გაბარიტების ნორმებს აჭარბებს და არ ჩერდება საჭირო ადგილას და აგრძელებს ჩვეულებრივ მოძრაობას. ის ინფრასტრუქტურებთან და ზოგიერთ ობიექტთან გარდაუვალი შეჯახების რისკს წარმოქმნის. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
||
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E1-VEH-01 | სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გვირაბის შიგნით, გზიდან მოშორებით | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გასაჩერებელ ზოლზე, არ იჭრება სავალ გზაზე, მის შიგნით მყოფი მგზავრებით. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებულიგვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E1-VEH-02 | სარტანსპორტო საშუალების გაჩერება გზისპირზე ან გამზირზე | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| სარტანსპორტო საშუალების გაჩერება გზისპირზე, ნელი მოძრაობის გამზირზე ან სწრაფი მოძრაობის გამზირზე. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E1-VEH-03 | დაბრკოლება სავალ გზაზე, რომელიც გზას ბლოკავს | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| ნებისმიერი დაბრკოლება საკმარისი გაბარიტებით, რომელიც იკავებს სრულად ან ნაწილობრივ ნელი მოძრაობის ან სწრაფი მოძრაობის ზოლს და ზოლზე სარტანსპორტო საშუალებების გავლას ბლოკავს. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
შემთხვევები:
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| P-CON-01 | მშენებლობა გვირაბში | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| გვირაბში მშენებლობის შესახებ ნიშნები, გზაზე ნებისმიერი ტიპის თანამდევი შედეგით. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტისწყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
||
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
| პირველადი რეაგირების შტატი | ||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
| E2-SVO-01 | საეჭვო ობიექტი ან სატრანსპორტო საშუალება გვირაბის შიგნით | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| ეჭვი, რომელიც შეიძლება აღიძრას გვირაბში სატრანსპორტო საშუალების ან ობიექტის გამოვლენისას. თუ ეს ეჭვი საფუძვლიანი აღმოჩნდა, მაშინ ინციდენტი უნდა ჩაითვალოს ბომბის არსებობის შესაძლებლობად. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
შემთხვევები:
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E2-VEH-01 | სატრანსპორტო საშუალება/დაბრკოლება სავალ გზაზე, რომელიც გადასასვლელს სრულად ბლოკავს | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება ან დაბრკოლება გვირაბის შიგნით ან ღია ობიექტებზე, რომლის გაბარიტები სატრანსპორტო საშუალებების გავლას ბლოკავს ყველა ზოლზე. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
შემთხვევები:
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E2-AVA-01 | მისასვლელ გზებზე ზვავი, მეწყერი ან უბედური შემთხვევა | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| მისასვლელ გზებზე მსუბუქი ზვავი, მეწყერი ან უბედური შემთხვევა, რომელიც ბლოკავს გზისპირს ან მანქანების გავლას გზაზე. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| მთლიანი გვირაბი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-AVA-01 | კონსტრუქციული დაზიანებები გარდაუვალი რისკით | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| გვირაბის კონსტრუქციის, მოპირკეთების მნიშვნელოვანი მხვრევა ან ბზარები ან ნებისმიერი სხვა ტიპის ცვლილებები ობიექტების კონსტრუქციულ ელემენტებში ან სამაგრებში, რაც მეწყერის საშიშროებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია აგრეთვე სტრუქტურული დაზიანებები ღია ობიექტებზე, როგორიცაა შემაკავებელი კედლების ჩამოსლა, სტრუქტურული დაზიანებები ამაღლებულ ფეხით სავალ გზაზე, ხიდებზე და სხვ. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| მთლიანი გვირაბი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E1-ACC-01 | მსუბუქი შემთხვევა (მსხვერპლის გარეშე) | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| სატრანსპორტო საშუალებებს შორის შეჯახება ან სატრანსპორტო საშუალების შეჯახება კონსტრუქციაზე ან გვირაბის ობიექტებზე, ან ღია ობიექტებში, სერიოზული დაზიანებების გარეშე. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტისწყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
მსუბუქი შეჯახებები და შემთხვევები, რომელიც დიდად მნიშვნელოვანი არ არის და ზეგავლენას ახდენს მოძრაობის ერთ ზოლზე. | |
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-ACC-01 | სერიოზული შემთხვევა (მსხვერპლით) | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| საგზაო შემთხვევა, რომელშიც გათვალისწინებულია ადამიანებისთვის რისკი და ზიანი. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-ACC-02 | სერიოზული შემთხვევა საშიშ საქონელთან დაკავშირებით (გაჟონვის, დაღვრის, ხანძრის ან აფეთქების გარეშე) | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| შემთხვევა, რომელშიც მონაწილეობს სულ ცოტა სახიფათო ტვირთით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება ტვირთის გაჟონვის, დაღვრის ან დაკარგვის გარეშე. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები /კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-ACC-03 | ადამიანთა შემთხვევა (ექსპლუატაციის შტატი ან გარეშე ადამიანები) | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| სამუშაო შემთხვევები ექსპლუატაციის შტატზე ან გარეშე ადამიანებზე | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| დაზიანებული გვირაბი | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-ACC-04 | სერიოზული შემთხვევა საშიშ საქონელთან დაკავშირებით (გაჟონვა, დაღვრა, ხანძარი ან აფეთქება) | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| შემთხვევა, რომელშიც მონაწილეობს სულ ცოტა სახიფათო ტვირთით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება ტვირთის გაჟონვის, დაღვრის ან დაკარგვის თანხლებით. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| მთლიანი გვირაბი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-FIR-01 | ხანძარი ობიექტებზე | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| ყველა სახის ხანძარი ტექნიკურ ოთახებში, ქვესადგურის ოთახებში ან გვირაბის სხვა სახის ობიექტებზე, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება გაკონტროლებულ იქნეს ექსპლუატაციის შტატის მიერ და რომლებიც საჭიროებს საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის გარეშე სამსახურების ჩართვას. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
||
| ამოქმედების ზონები: | ||
| მთლიანი გვირაბი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-FIR-02 | ხანძარი სატრანსპორტო საშუალებაში | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| ყველა სახის ხანძარი სატრანსპორტო საშუალებებში გვირაბის შიგნით, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება გაკონტროლებულ იქნეს ექსპლუატაციის შტატის მიერ და რომლებიც საჭიროებს საგანგებო სიტუაიების ლიკვიდაციის გარეშე სამსახურების ჩართვას. | ||
| გამოვლენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
||
| ამოქმედების ზონები: | ||
| მთლიანი გვირაბი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-FIR-03 | ხანძარი საშიში ტვირთის გადაზიდვის გამო | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| ყველა სახის ხანძარი სატრანსპორტო საშუალებებში გვირაბის შიგნით, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება გაკონტროლებულ იქნეს ექსპლუატაციის შტატის მიერ და რომლებიც საჭიროებს საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის გარეშე სამსახურების ჩართვას, სადაც მონაწილეობს სახიფათო ტვირთით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტისწყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
შემთხვევები, რომლებშიც შემდეგი სახის ტვირთებია გარეული:
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| მთლიანი გვირაბი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-DEM-01 | საბოტაჟები, დემონსტრაციები ან საზოგადოებრივი არეულობები | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| გზის ნებისმიერ მონაკვეთზე დემონსტრაციები ან საზოგადოებრივი უწესრიგობები. დემონსტრაციები ფეხით სიარულით ან მანქანებით. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტისწყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
შემთხვევები:
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| მთლიანი გვირაბი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-BOM-01 | ბომბის შესახებ გაფრთხილება და/ან აღმოჩენილი საეჭვო ობიექტი | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| ბომბის შესახებ გაფრთხილების მიღება ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
||
| ამოქმედების ზონები: | ||
| მთლიანი გვირაბი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-BOM-02 | ბომბის შესახებ გაფრთხილება გამოვლენილი რისკის გარეშე | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| ნებისმიერი ეჭვი ფეთქებად მოწყობილობის გზაზე ან სამუშაო ოთახებში განთავსების შესახებ. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
||
| ამოქმედების ზონები: | ||
| მთლიანი გვირაბი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-BOM-03 | ბომბის შესახებ გაფრთხილება გამოვლენილი რისკით | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| ნებისმიერი ეჭვი ფეთქებადი მოწყობილობის გზაზე ან სამუშაო ოთახებში განთავსების შესახებ. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
||
| ამოქმედების ზონები: | ||
| მთლიანი გვირაბი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
| E3-BOM-04 | შესაძლო თავდასხმა ან ბომბი | |
|---|---|---|
| აღწერილობა: | ||
| ობიექტების საბოტაჟი ან ადამიანებზე, საქონელზე ან გარემოზე ტერორისტული თავდასხმა გზაზე ან სამუშაო ოთახებში. | ||
| აღმოჩენა: | ინციდენტის წყარო – შესაძლო შემთხვევები – დადასტურება: | |
|
შემთხვევები:
|
|
| ამოქმედების ზონები: | ||
| მთლიანი გვირაბი. | ||
| ჯგუფები / კოლექტივები: | ||
|
||
| მისაწოდებელი ინფორმაცია: | ||
|
|
|
დანართი 7