საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №337 |
|
2016 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 07.08.2014; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის დადებული შეთანხმების ან/და ხელშეკრულების შესაბამისად, საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ესკორტირება;“. 2. მე-9 მუხლის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს დროებითი განთავსების ცენტრის მოსამსახურეებსა და მასში მოთავსებულ პირებთან არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრებს;“; ბ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს; ნ) მიგრაციის სფეროში არსებული მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის თაობაზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტს;“; გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) უზრუნველყოფს მიგრაციის სფეროში ჩართული უწყებებიდან მიგრაციის რისკების შესახებ ანგარიშების, ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვას, მათ საფუძველზე მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი პროდუქტის შექმნასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;“; დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებთან რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ორგანიზების მიზნით;”; ე) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი: „ტ1) სარეინტეგრაციო პროგრამებში რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ჩართვის მიზნით უზრუნველყოფს საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;“; ვ) „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) უზრუნველყოფს რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის მიღებას, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე, მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნას შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსა და საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და საკონსულო დაწესებულებისთვის; ფ) ახორციელებს საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების ვინაობის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მონაცემთა ბაზის მართვას;“; ზ) „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) ავსებს საქართველოდან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადს და წარუდგენს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს; ყ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისათვის ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხს;“; თ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 3. მე–10 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის მიზნით;“; გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) ახორციელებს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ შედგენილი დოკუმენტაციისა და მიღებული გადაწყვეტილებების მონიტორინგს;“. დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ლ) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელების უფლებების დაცვის მონიტორინგს და დარღვევებზე შესაბამის რეაგირებას. საჭიროების შემთხვევაში ახდენს დარღვევის თაობაზე სამინისტროს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს ინფორმირებას. ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დეპარტამენტის დირექტორის წინაშე აყენებს დეპარტამენტის მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს;“; ე) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს დისციპლინური წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგენს დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;“; ვ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) განიხილავს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის განცხადებას/საჩივარს მისი უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით;“. 4. მე-11 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში მოქმედი რეჟიმის დაცვას და მასში მოთავსებულ უცხოელებზე მეთვალყურეობას;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ახორციელებს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა თავისუფალ სივრცეში გასეირნების ორგანიზებასა და მონიტორინგს;“; გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ახორციელებს რეაგირებას ცენტრში წესრიგის დარღვევის, ქონების დაზიანებისა და განადგურების, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების მცდელობის შემთხვევებთან დაკავშირებით;“. 5. მე-12 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უზრუნველყოფს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებისათვის შეტყობინებას; გ) უზრუნველყოფს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთათვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|