მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მიღების თარიღი 14.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №264
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019329
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.06.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის
წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამსახურის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №264
2016 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1🔗
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესი და პირობები.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად:
1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულმა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის ოქტომბრის პირველ სამუშაო კვირაში და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო კვირაში მიაწოდონ განახლებული მონაცემები წინა თვის განმავლობაში მათ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმების და ექთნების შესახებ, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმატით.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) ვალდებულია უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების და ამ დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის (ექიმი, ექთანი) შესაბამისი რეესტრის წარმოება.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად შესრულების მიზნით, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება/განხორციელება.
მუხლი 4🔗
დადგენილება, გარდა მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესი და პირობები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი განსაზღვრავს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დანამატის დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს დანამატის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ასევე განსაზღვრავს დანამატის დაფინანსების პროცედურებს, ადგენს დანამატის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს დანამატის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. ეს წესი ვრცელდება:
ა) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ, სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის მიმღებ პირზე;
ბ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი), რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება;
გ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებზე:
გ.ა) მაღალმთიან დასახლებებში „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში, შესაბამისი მიმწოდებლები (სოფლის ექიმი, სოფლის ექთანი);
გ.ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი);
გ.გ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მფლობელობაში არსებულ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი):
გ.გ.ა) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ს/კ: 236035517);
გ.გ.ბ) შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ (ს/კ: 243123455);
გ.გ.გ) შპს „მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკა“ (ს/კ: 230805117);
გ.გ.დ) შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო“ (ს/კ: 222717246).
მუხლი 2🔗. გამოყენებული ტერმინები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო;
გ) დანამატი – ყოველთვიური ფულადი გასაცემელი:
გ.ა) საპენსიო ასაკს მიღწეული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას;
გ.ბ) სოციალური პაკეტის მიმღები, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის;
გ.გ) ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის;
დ) მაძიებელი:
დ.ა) პირი - დანამატის დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენის მომენტიდან დანამატის დანიშვნამდე;
დ.ბ) სამედიცინო დაწესებულება – დანამატის დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენის მომენტიდან დანამატის დანიშვნამდე;
ე) დადგენილება – „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება;
ვ) ბრძანება - „სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანება;
ზ) ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, როგორც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.
მუხლი 3🔗. დანამატის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
1. დანამატის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც ახდენს დანამატის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე დანამატის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია, თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
თავი II
დანამატის მიღების უფლება, დანამატის ოდენობა და დანამატით უზრუნველყოფის პრინციპები სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის მიმღებ პირთათვის
მუხლი 4🔗. დანამატის მიღების უფლება და დანამატის ოდენობა სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის მიმღებ პირთათვის
1. დანამატის მიღების უფლება აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ:
ა) სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირს;
ბ) სოციალური პაკეტის მიმღებ პირს, გარდა დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირებისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის დანამატის ოდენობა შეადგენს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობის 20 პროცენტს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის დანამატის ოდენობა შეადგენს, დადგენილებით დამტკიცებული წესით, შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობის 20 პროცენტს.
მუხლი 5🔗. დანამატის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა და გადაანგარიშება
1. დანამატის დანიშვნის თაობაზე განცხადება, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის მიმართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. დანამატის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას დანამატის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
4. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ წარმოებულ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის მიხედვით, პირს მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება, დანამატის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება დანამატის არდანიშვნის თაობაზე.
5. დანამატი ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია დანამატის უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
6. დანამატი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე პენსიასთან/სოციალურ პაკეტთან ერთად.
7. დანამატის ადმინისტრირება, ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით, ხორციელდება სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში.
8. პენსიის/სოციალური პაკეტის შეჩერება, შეწყვეტა ავტომატურად იწვევს დანამატის შეჩერებას, შეწყვეტას.
9. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, დანამატის შეწყვეტა ხორციელდება სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
10. დანამატის აღდგენა ხორციელდება დანამატის აღდგენის თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
11. დანამატის დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს.
12. დანამატის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის დანამატის ოდენობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად.
თავი III
დანამატის მიღების უფლება, დანამატის ოდენობა და დანამატით
უზრუნველყოფის პრინციპები ექიმისათვის/ექთნისათვის
მუხლი 6🔗. დანამატის მიღების უფლება და დანამატის ოდენობა ექიმისათვის/ექთნისათვის
1. დანამატის მიღების უფლება აქვთ ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ:
ა) ექიმს/სოფლის ექიმს;
ბ) ექთანს/სოფლის ექთანს;
გ) ამასთან, ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ექიმს/ექთანს დანამატის მიღების უფლება აქვს მაღალმთიან დასახლებაში, კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მაღალმთიან დასახლებაში ექიმად/ექთნად მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის დანამატის ოდენობა შეადგენს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის დანამატის ოდენობა შეადგენს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობას.
მუხლი 7🔗. დანამატის გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა და გადაანგარიშება
1. სააგენტო ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 20 სამუშაო დღეში უზრუნველყოფს დანამატის გაცემას.
2. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების შეჩერება, შეწყვეტა ავტომატურად იწვევს დანამატის შეჩერებას, შეწყვეტას.
3. დანამატის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება დანამატის ოდენობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად.
მუხლი 8🔗. დამატებითი პირობები
1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო პერსონალზე (ექიმი/ექთანი) გაიცემა ერთი დანამატი, მიუხედავად მაღალმთიან დასახლებაში მდებარე რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ან რამდენიმე საშტატო ერთეულზე მისი დასაქმებისა.
2. თუ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო პერსონალი (ექიმი/ექთანი) ამავდროულად წარადგენს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს, დანამატი გაიცემა მე-6 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტების შესაბამისად.
3. თუ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ, დანამატის მიმღებ პირს წარმოეშვა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება, დანამატს მიიღებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტების შესაბამისად.
4. თუ დანამატის მიმღებმა პირმა დაკარგა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება და ამავდროულად წარმოადგენს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს, დანამატს მიიღებს როგორც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სახელმწიფო პენსიის ან სოციალური პაკეტის მიმღები პირი.
5. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა საშტატო ერთეულის გაზრდის შემთხვევაში, რომელსაც მოჰყვება ამ დადგენილებით განსაზღვრული დანამატის გაზრდა, წარუდგინონ დასაბუთებული პოზიცია, საშტატო ერთეულის გაზრდის თაობაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
თავი IV
მუხლი 9🔗. ზედმეტად გაცემული დანამატის თანხების უკან დაბრუნების წესი
1. თუ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს ზედმეტად ჩაერიცხა დანამატი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. თუ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, ამ დადგენილებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ზედმეტად ჩაერიცხა დანამატი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.