შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №1/ნ |
|
2025 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი |
ა) მუნიციპალიტეტების მიერ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 ივნისამდე დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის გაანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ყოველი წლის 15 ივლისამდე მუნიციპალიტეტებს განუსაზღვრავს მომავალი წლისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების ნუსხას, განხორციელების ვადებსა და ბიუჯეტს;
ბ) მუნიციპალიტეტ(ებ)თან კონსულტაციების შემდეგ, ყოველი წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობის შესახებ, თითოეული დელეგირებული უფლებამოსილების მითითებით;
გ) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს მოქმედი კანონმდებლობითა და „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 აგვისტოს №327 დადგენილების შესაბამისად.
2. მუნიციპალიტეტი:
ა) არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), წარუდგენს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომ – ზრუნვის სააგენტო) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილ, დათარიღებულ და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს, რომელშიც ასახულია ორგანიზაცი(ებ)ის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები (ზრუნვის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად);
ბ) უზრუნველყოფს, რომ ზრუნვის სააგენტოში წარდგენილი მომსახურების ხარჯები მოიცავდეს როგორც მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაწეულ ხარჯებს („სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №1.6 დანართით (პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) გათვალისწინებული ვაუჩერის და მოსარგებლის შეფასების ღირებულება), ასევე, ადმინისტრაციულ ხარჯს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების 5%-ს.
3. ზრუნვის სააგენტო მიზნობრივი ტრანსფერის ანაზღაურებას უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ინფორმაციის წარმოდგენის თვის ბოლომდე;
ბ) იმ მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც სამინისტროს მიერ რეგისტრირებულია მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია და ხორციელდება მომსახურების მიწოდება.
|
1. მუნიციპალიტეტი დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად.
2. მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი გაანგარიშდება შემდეგი ფორმულით:
T1 = A + U ,
სადაც:
T1 − კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მუნიციპალიტეტის მიერ ყოველთვიურად ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
A − ადმინისტრირების ხარჯი გამოიანგარიშება მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯების თვიური ჯამური გადასარიცხი თანხის არაუმეტეს (T1) 5%-ის (შეფასების ერთჯერადი ხარჯის გარდა) ოდენობით, რომელიც მოიცავს პროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო შრომის ანაზღაურებას, საკომუნიკაციო, სათანადო მატერიალური რესურსის, ტრანსპორტისა და სხვა ხარჯებს;
U − უშუალოდ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ხარჯი, რომელიც გულისხმობს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ხარჯებს:
ა) მოსარგებლის შეფასების ანაზღაურება - ერთი მოსარგებლის შეფასების ღირებულება განისაზღვრება 25 ლარის ოდენობით;
ბ) პერსონალური ასისტენტის მომსახურება, რომლის ტარიფიც განსაზღვრულია მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებით, შემდეგი სახით:
ბ.ა) რეგულარული ასისტირების შემთხვევაში, არაუმეტეს 60 საათი – არაუმეტეს 720 ლარის ოდენობით;
ბ.ბ) სპეციალიზებული ასისტირების შემთხვევაში, არაუმეტეს 120 საათი – არაუმეტეს 1560 ლარის ოდენობით.