„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №5/ნ |
|
2026 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი |
„„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 35-ე მუხლების, შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი მიზნობრივი ტრანსფერების განსაზღვრის პირობების, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ – პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“;
„ბ) უზრუნველყოფს, რომ ზრუნვის სააგენტოში წარდგენილი მომსახურების ხარჯები მოიცავდეს როგორც მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაწეულ ხარჯებს (შესაბამისი წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ – პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ვაუჩერის და მოსარგებლის შეფასების ღირებულება), ასევე, ადმინისტრაციულ ხარჯს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების 5%-ს.“;
„5. მუნიციპალიტეტი გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მომსახურებაში ჩარიცხულ და მომსახურების მიმღებ მოსარგებლეთათვის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში გაწეული მომსახურების ანაზღაურებას განახორციელებს ამ ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად გაანგარიშებული ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მუნიციპალიტეტების მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 თებერვლისთვის წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში.“.
„1. მუნიციპალიტეტი დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს შესაბამისი წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად.“.
|