„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/5
სარეგისტრაციო კოდი
020000000.22.024.016892
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/5

2025 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

 

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს № 1-1/345 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.22.024.016666) დამტკიცებული:

1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) 59-ე და მე-60 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„59. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი; სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ატესტატი; სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ატესტატი; ვეტერინარის სერტიფიკატი;

60. საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დუბლიკატი; სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - სერტიფიკატის დუბლიკატი;”.

2. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ (დანართი №2):

ა) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამართალსუბიექტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის სააგენტოს წარუდგინონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ენის სისწორის თვალსაზრისით შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ნიმუშები (პროექტები) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ენის სისწორის თვალსაზრისით შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).

3. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე და მას სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნა მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშის (პროექტის) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად;“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი