„სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-82/ნ |
|
2022 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა ზედამხედველი ორგანოს მხრიდან არ ექვემდებარება აღრიცხვას, მოკვლევასა და ანგარიშგებას, თუ:
ა) არ არის განპირობებული საწარმოო მიზეზებითა და ტრავმებით;
ბ) გამოწვეულია დასაქმებულ(ებ)ის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო/პროცესში;
გ) გამოწვეულია პირადი მიზნებისათვის ჩადენილი ქმედებისას და აღნიშნული ქმედების განხორციელებაზე არ არსებობდა დამსაქმებლის ნებართვა;
დ) წარმოადგენს მსუბუქ უბედურ შემთხვევას (დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა) და არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ უბედური შემთხვევა უკავშირდება სამუშაო სივრცეში არსებულ სისტემურ დარღვევებს.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უბედური შემთხვევის დასადასტურებლად ზედამხედველი ორგანოს მიმართ მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
5. დამსაქმებელი ვალდებულია პრევენციული მიზნებისათვის, აღრიცხოს, მოიკვლიოს და შეაფასოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უბედური შემთხვევები.
6. თუ ზედამხედველ ორგანოს გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უბედური შემთხვევა გამოწვეულია სისტემური დარღვევებით, განახორციელებს უბედური შემთხვევის მოკვლევას ამ წესის შესაბამისად.“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ფატალური უბედური შემთხვევისას – 20 კალენდარული დღის ვადაში;“.
3. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა 30 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაგრძელება შესაძლებელია ზედამხედველი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უბედური შემთხვევის მოკვლევისათვის საჭირო გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს უბედური შემთხვევის მოხდენის შედეგების დადგენის მიზნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გაცემის ვადისა.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უბედური შემთხვევის მოკვლევა არ უნდა დაიწყოს ან დაწყებული მოკვლევა შესაძლებელია შეწყდეს, თუ დადგინდება, რომ სახეზეა ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა ან/და სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა არ უკავშირდება სამუშაო პროცესს. მოკვლევის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელს წერილობით ეცნობება 10 კალენდარული დღის ვადაში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.09.2022.
- როდის იქნა მიღებული „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.09.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-82/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.017010.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.09.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01-82/ნ, 09.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017010 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5552287/