“დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№151
სარეგისტრაციო კოდი
080080050.22.034.017079
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №151

2020 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №100 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 11/12/2019, 080080050.22.034.016925) დამტკიცებული წესის:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მოძალადის პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდში, ან მისთვის ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისას, მოძალადის ან მსხვერპლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას, ასევე მსხვერპლის თავშესაფარში ყოფნისას, შემაკავებელი ორდერის ზედამხედველობა ხორციელდება წესის მე-11 მუხლის შესაბამისად.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მოძალადის პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდში, მოძალადის ან მსხვერპლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას, ასევე მსხვერპლის თავშესაფარში ყოფნისას, დამცავი ორდერის ზედამხედველობა ხორციელდება წესის მე-11 მუხლის შესაბამისად.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ზედამხედველობის განსაკუთრებული შემთხვევები“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ქვეპუნქტები:

„21. მოძალადის ან მსხვერპლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას ზედამხედველობაზე უფლებამოსილი პირი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ მსხვერპლთან/მოძალადესთან ახორციელებს:

ა) შემაკავებელი ორდერის შემთხვევაში – მინიმუმ ორ გასაუბრებას, ორ ვიზიტს ან/და მინიმუმ ორჯერ იბარებს მას პოლიციაში, რისკის სიმძიმის მიუხედავად;

ბ) დამცავი ორდერის შემთხვევაში – მინიმუმ თვეში ერთ გასაუბრებას, ერთ ვიზიტს ან/და მინიმუმ ერთხელ იბარებს მას პოლიციაში, რისკის სიმძიმის მიუხედავად.

22. თუ მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერით დაწესებულია ელექტრონული ზედამხედველობა, ზედამხედველობაზე უფლებამოსილი პირი მსხვერპლთან ახორციელებს მინიმუმ ერთ გასაუბრებას ან/და ერთ ვიზიტს, ხოლო მოძალადესთან − მინიმუმ ერთ გასაუბრებას ან/და მინიმუმ ერთხელ იბარებს მას პოლიციაში, რისკის სიმძიმის მიუხედავად.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოძალადის მიერ პენიტენციური დაწესებულების, ან სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვებისას, მსხვერპლის მიერ თავშესაფრის დატოვებისას, მოძალადის ან მსხვერპლის საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნებისას, ან მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის შეჩერების, ელექტრონული ზედამხედველობის ვადის გასვლის ან სასამართლოს მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიების გაუქმებისას ზედამხედველობა გრძელდება ამ ბრძანებით დადგენილი წესით.“.

 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2020.
როდის იქნა მიღებული “დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
“დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 22.10.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №151. სარეგისტრაციო კოდი — 080080050.22.034.017079.
რამდენი მუხლისგან შედგება “დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №151, 22.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 080080050.22.034.017079 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5015713/