„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.06.2016 ბოლო ცვლილება 23.03.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5367-IIს
სარეგისტრაციო კოდი
430050000.05.001.018163
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 

2. 30-ე მუხლის „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„კ1) აფუძნებს სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;“.

3. 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, გარდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით ფინანსდებიან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5367-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

ზოგადი განათლების შესახებ

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5367-IIს, 08.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.018163 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3309668-0/