„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.06.2016 ძალადაკარგული 23.03.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5379-IIს
სარეგისტრაციო კოდი
280080020.05.001.018160
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 633) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-17 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის პირობების შექმნა, ამ პირთა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფა“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. განათლების ორგანოები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან ერთად ვალდებული არიან, უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება და სკოლისგარეშე აღზრდა მათთვის ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების გაწევის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება ინდივიდუალური გეგმის  შესაბამისად.“.

2. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ შეუძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ზოგად ან სპეციალურ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში აღზრდა და სწავლება, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სურვილის შესაბამისად, მათი აღზრდა და სწავლება ხდება ოჯახში. ამასთანავე, ერთ-ერთი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან მისი შემცვლელი პირის მატერიალური უზრუნველყოფა და შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5379-IIს