სს „კაუჩუკის“-ს აქციონერის ლუარა გორდაძის გადაწყვეტილება გამოუყენებელი მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „კაუჩუკის“ (ს/კ 245400828) აქციონერის ლუარა გორდაძის (პ/ნ 61001031937) გადაწყვეტილება

მე ლუარა გორდაძე (პ/ნ 61001031937) რომელიც წარმოვადგენ სს „კაუჩუკის“ 75 %-ზე მეტი აქციების (98.71845%) მფლობელ აქციონერს, ვსარგებლობ რა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლით და სს „კაუჩუკის“ წესდების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით მონიჭებული უფლებით და ვღებულობ გადაწყვეტილებას ქვემოთ მითითებულ საკითხზე.

 წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

დღის წესრიგი

 

1. გამოუყენებელი მოგების დივიდენდის სახით განაწილება.

 

აქციონერის მოხსენება დღის წესრიგის საკითხთან დაკავშირებით:

 

 ვინაიდან გასული სამეურნე წლები სააქციო საზოგადოებისათვის იყო მომგებიანი, რის შედეგადაც საბანკო ანგარიშზე ფიქსირდება გამოუყენებელი მოგების სახით თანხების გარკვეული ოდენობა, შესაძლებლად მიმაჩნია, რომ აღნიშნული თანხა გაიცეს და განაწილდეს დივიდენდის სახით.

 გადაწყვეტილება

1. სს „კაუჩუკის“ ყველა აქციონერზე გაიცეს და პროპორციულად დივიდენდის სახით განაწილდეს გამოუყენებელი მოგება.

სს „კაუჩუკის აქციონერთა საყურადღებოდ!

 თქვენი კუთვნილი დივიდენდის მისაღებად, გთხოვთ გამოცხადდეთ შემდეგ მისამართზე: ბათუმი, პუშკინის ქ. №79.

სს „კაუჩუკის“ აქციონერი:                                      ლ. გორდაძე