დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/355
სარეგისტრაციო კოდი 240140000.22.024.016454
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდების დამტკიცების შესახებ სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესის,
ასევე სახელმწიფოს წილის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/355
2016 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სსიპ –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების წესი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 17 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სსიპ –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების წესი
მუხლი 1🔗. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სსიპ –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების მიზანი, აღწერა და მიმართულება
1. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სსიპ –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების მიზანია საქართველოში ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დამწყები (სტარტაპ) კომპანიების განვითარება, კონკურენტუნარიანობის გაზრდა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა, ასეთი კომპანიების ფინანსური და ინტელექტუალური რესურსით, ასევე ინოვაციების ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.
2. სსიპ –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობა მოიცავს სამ კომპონენტს:
ა) პირველი კომპონენტი –
დაფინანსება, რომელიც გულისხმობს გამარჯვებული ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დამწყები კომპანიის საინვესტიციო თანხით დაფინანსებას პროგრამით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) მეორე კომპონენტი –
შერჩეული/გამარჯვებული კომპანიების ინტელექტუალური რესურსით უზრუნველყოფა;
გ) მესამე კომპონენტი –
გამარჯვებული კომპანიების ინოვაციების ინფრასტრუქტურაზე დაშვება;
3. სსიპ –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია დააფინანსოს ისეთი ინოვაციური საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ საქმიანობას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დამწყები (სტარტაპ) კომპანია –
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით რეგისტრაციიდან არ გასულა ორ წელზე მეტი, და რომელიც ახორციელებს ინოვაციურ საქმიანობას;
ბ) ინოვაციური საქმიანობა –
საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ღირებულების მქონე გამოყენებადი ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურებას შესაქმნელად;
გ) მაღალი ტექნოლოგია –
ტექნოლოგია შემდეგი მიმართულებებით:
გ.ა) საჰაერო –
კოსმოსური ინდუსტრია
გ.ბ) ხელოვნური ინტელექტი
გ.გ) ბიოტექნოლოგიები
გ.დ) ბიოინფორმატიკა
გ.ე) კომპიუტერული ინჟინერია
გ.ვ)კომპიუტერული მეცნიერება
გ.ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიები
გ.თ) ნანოტექნოლოგიები
გ.ი) ბირთვული ფიზიკა
გ.კ) ელექტრომაგნიტური გამოსხივება
გ.ლ) რობოტოტექნოკა
გ.მ) ნახევარგამტარები
გ.ნ) ტელეკომუნიკაცია;
დ) კონკურსი –
სააგენტოს მიერ ჩატარებული კონკურსი, რომლის მიზანია ამ წესით შესაბამისად გამარჯვებული ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური კომპანიების შერჩევა;
ე) კონკურსანტი –
დამწყები (სტარტაპ) კომპანია, რომელიც ეწევა ინოვაციურ საქმიანობას;
ვ) სამინისტრო –
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ზ) სააგენტო –
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
თ) საპარტნიორო ფონდი –
სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“;
ი) საბჭო –
ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად შექმნილი საბჭო;
კ) საინვესტიციო წილი –
წილი დამწყები (სტარტაპ) კომპანიების კაპიტალში, რომელსაც იღებს სააგენტო ამ წესის შესაბამისად გაცემული დაფინანსების სანაცვლოდ;
ლ) საინვესტიციო ხელშეკრულება –
ხელშეკრულება, რომელიც იდება სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულ დამწყებ (სტარტაპ)კომპანიას შორის
;
მ) ვირტუალური ინკუბაცია –
დამწყები (სტარტაპ) კომპანიის ინტელექტუალური რესურსით მხარდაჭერის კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს გამარჯვებული კომპანიებისათვის საქართველოს ტექნოლოგიური პარკის ბაზაზე ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებას უსასყიდლოდ.
ნ) პროგრამა –
დამწყები (სტარტაპ) საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა.
მუხლი 3🔗. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები
1. პროექტების დაფინანსების საერთო ბიუჯეტია 2 000 000 ლარი;
2. პროექტების დაფინანსების წყაროებია:
ა) სააგენტოს ბიუჯეტი 1 000 000 ლარის ფარგლებში;
ბ) საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტი 1 000 000 ლარის ფარგლებში.
მუხლი 4🔗. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების განმახორციელებელი სუბიექტები, მათი სტატუსი და უფლებამოსილება
1. ამ წესით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო.
2. სააგენტო წარმოადგენს ამ წესის განმახორციელებელ სუბიექტს, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას;
ბ) პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამოცხადებას
გ) კონკურსანტების განაცხადების მიღებას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის დადგენას;
დ) მიღებული განცხადებების ექსპერტების მიერ შეფასების ორგანიზებას;
ე) ექსპერტების მიერ შერჩეული დამწყები კომპანიების ტრენინგების ორგანიზებას და დაფინასებას;
ვ) საბჭოს წინაშე დატრენინგებული დამწყები კომპანიების პრეზენტაციების ორგანიზებას;
ზ) საბჭოს მიერ შერჩეულ გამარჯვებულ დამწყებ კომპანიებთან საინვესტიციო ხელშეკრულებების დადებას;
თ) გამარჯვებულ კომპანიების დაფინანსებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაფინანსების წყაროდან;
ი) საინვესტიციო ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს;
კ) გამარჯვებული დამწყები (სტარტაპ) კომპანიების ტექნოპარკში ვირტუალურ ინკუბაციას;
3. საპარტნიორო ფონდი წარმოადგენს პროგრამის თანადამფინანსებელს, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად განხორციელებული კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული დამწყები (სტარტაპ)კომპანიების დაფინანსებას, ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული წესით სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში.
4. სააგენტო უფლებამოსილია პროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წყაროებიდან დაფინანსების შემთხვევაში, დამწყები (სტარტაპ) კომპანიების კაპიტალში საკუთრების უფლებით მიიღოს წილი 5%-ის ოდენობით.
მუხლი 5🔗. საინვესტიციო თანხა და დაფინანსებული კომპანიები
საინვესტიციო თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლითაც შეიძლება დაფინანსდეს გამარჯვებული დამწყები (სტარტაპ)კომპანია, შეადგენს 100 000 ლარს.
მუხლი 6🔗. საპარტნიორო ფონდის მიერ თანადაფინანსების პრინციპები
ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წყაროდან საპარტნიორო ფონდის მიერ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული დამწყები (სტარტაპ) კომპანიების თანადაფინანსება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) ამ წესის შესაბამისად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულ დამწყებ (სტარტაპ) კომპანიებთან სააგენტო აფორმებს საინვესტიციო ხელშეკრულებას.
ბ) გამარჯვებულ დამწყებ (სტარტაპ) კომპანიებთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრულ საინვესტიციო თანხას, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გამოყოფს და გამარჯვებულ კომპანიას ურიცხავს საპარტნიორო ფონდი, საპარტნიორო ფონდსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული წესით;
გ) სააგენტო ახორციელებს გამარჯვებული დამწყებ (სტარტაპ) კომპანიებთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 7🔗. საინვესტიციო კონკურსის მონაწილეობა
პროგრამის ფარგლებში საინვესტიციო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი ავსებს სააგენტოს შემუშავებულ სპეციალურ სააპლიკაციო განაცხადს ელექტრონულ ფორმატში სპეციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 8🔗. საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
ა) ფიზიკურ პირს;
ბ) დამწყებ (სტარტაპ) კომპანიას, რომელსაც არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება და რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. კონკურსანტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საინვესტიციო კონკურსის პირობებს და მოთხოვნებს, უნდა იქნეს დისკვალიფიცირებული.
მუხლი 9🔗. კონკურსის ეტაპები
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) განაცხადების მიღება;
გ) ექსპერტების მიერ კომპანიების შერჩევა ქულების სისტემით;
დ) შერჩეული კომპანიების ტრეინინგი;
ე) საბჭოს წინაშე შერჩეული კომპანიების მიერ პრეზენტაცია;
ვ) საბჭოს მიერ გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა;
ზ) გამარჯვებულ კომპანიებთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმება;
თ) გამარჯვებული კომპანიების საქართველოს ტექნოლოგიურ პარკის ბაზაზე ვირტუალური ინკუბაცია.
მუხლი 10🔗. ექსპერტები
სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების მომსახურების შესყიდვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. საბჭო
1. კონკურსში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის მიზნით სააგენტო ქმნის საბჭოს და განსაზღვრავს საბჭოს თავჯდომარეს.
2. საბჭოს წევრების მომსახურების ღირებულებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მათი ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს აფინანსებს სააგენტო.
3. საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სააგენტოს თანამშრომელი ან პოლიტიკური პარტიის წევრი.
4. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება ჩაერიოს საბჭოს საქმიანობაში ან/და მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
5. საბჭო:
ა) იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ;
ბ) ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
6. საბჭო შედგება სულ მცირე 5 წევრისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი.
7. საბჭო უფლებამოსილია დაიწყოს საკითხის განხილვა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
8. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, საბჭოს ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საბჭოს წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
9. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა.
10. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.
მუხლი 12🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა
1. კონკურსის ჩატარებისას კონკრეტული საკონკურსო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი/ექსპერტი, თუ:
ა) განმცხადებელი ან განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია;
ბ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია;
გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის და/ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია;
დ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან;
ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან.
2. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა;
დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
3. საბჭოს წევრი/ექსპერტი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით. საბჭო კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს საბჭოს ის წევრი, რომელმაც დააყენა თვითაცილება/რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება. საბჭოს წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
მუხლი 13🔗. საინვესტიციო ხელშეკრულების დადება
1. სააგენტოსა და გამარჯვებულ დამწყებ (სტარტაპ)კომპანიას შორის სამართლებრივი ურთიერთობა, მათ შორის, დამწყები (სტარტაპ) კომპანიის კაპიტალში სააგენტოს წილობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები, წესრიგდება მათ შორის დადებული წერილობითი საინვესტიციო ხელშეკრულებით და ამ წესით.
2. საინვესტიციო ხელშეკრულების დადების საფუძველია კომპანიის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება.
3. საინვესტიციო ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება იდება საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
მუხლი 14🔗. საინვესტიციო ხელშეკრულების ზოგადი პირობები
1. დაფინანსებული კომპანია ვალდებულია დაფინანსების მიღებიდან არაუმეტეს 7 წელიწადში გამოისყიდოს მის კომპანიაში არსებული სააგენტოს წილი.
2. გამოსყიდვის ღირებულება დაითვლება გამოსყიდვის დროს კომპანიის შეფასებული ღირებულებიდან სააგენტოს წილის პროპორციულად, თუმცა გამოსყიდვის ღირებულება არ უნდა იყოს სააგენტოს თავდაპირველ დაფინანსებაზე ნაკლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპანიის შეფასება უნდა იყოს წარმოდგენილი „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 სექტემბრის № 360 დადგენილებით დამტკიცებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან ერთ-ერთის მიერ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება კომპანიაზე, თუ მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება ან კომპანია გაკოტრდა.
5. საინვესტიციო ხელშეკრულების სხვა პირობები განისაზღვრება სააგენტოსა და დაფინანსებულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით.