აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.06.2016 ბოლო ცვლილება 27.12.2016
ნომერი
№163–უ.ს.გ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიულეტენების შევსებისას უმაღლესი საბჭოს წევრი გადახაზავს მისთვის არასასურველი კანდიდატის სახელს და გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის სახელს და გვარს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის სახელი და გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გამოიხატება სახელისა და გვარის შემოხაზვით, ხოლო მიუცემლობა ­ გადახაზვით.“.

2. 741 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს სხდომის (სესიის) დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებს, ამ თავით დადგენილი წესით, ეთმობათ 30 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთისა. უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. გამოყოფილი დროის გაზრდა დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს 2 წუთისა.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისათვის სხდომის თავმჯდომარეს განცხადებისათვის არ მიმართავს უმაღლესი საბჭოს არც ერთი წევრი,  უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს სხდომას.“.

3. 1164 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1165 მუხლი:

 „მუხლი 1165

1. უმაღლესი საბჭო, თავისი შემადგენლობიდან, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, ფარული კენჭისყრით ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 1 წევრს.

2. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრობის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს.

3. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.

4. კანდიდატის დასახელების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-­განმარტების გარეშე. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

5. თუ არჩევნებში ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, მაშინ ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა დააგროვა, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.

6. თუ არჩევნებში ორზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ  კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ მომდევნო ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას ტარდება ხელახალი კენჭისყრა. ყოველი კენჭისყრის წინ კანდიდატი უფლებამოსილია  მოხსნას თავისი კანდიდატურა.

7. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს, საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება, მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

8. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი შეიძლება გამოწვეულ იქნეს საჯარო სამსახურის საბჭოდან, თუ ამას სათანადო წერილობითი დადასტურებით მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციანი ჯგუფი.

9. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი, საჯარო სამსახურის საბჭოდან გამოწვეულად ჩაითვლება, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით. 

10. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს მისთვის საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც შესაბამისი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელიც მას გააცნობს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.

11. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭო ირჩევს ამ მუხლით დადგენილი წესით უახლოეს სხდომაზე.

მუხლი 2
1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

16 ივნისი 2016 წ.

N163–უ.ს.გ.ს.