1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის მართვის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების (ISQM) შესაბამისად.
2. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირთა ხარისხის მართვის სისტემის შესახებ, რომლებიც ატარებენ აუდიტს და ახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვას, აგრეთვე სხვა მარწმუნებელ გარიგებას და დაკავშირებულ მომსახურებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.
4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეიმუშაოს აუდიტისა და სხვა აუდიტორული მომსახურების სახელმძღვანელო და ჩამოაყალიბოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, მისი განვითარების, მეთვალყურეობისა და საქმიანობის შეფასების შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები. აღნიშნული სახელმძღვანელო განსაზღვრავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის სათანადო პოლიტიკასა და პროცედურებს.
5. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ ადეკვატური სისტემები და პროცედურები უნდა გამოიყენოს მისი საქმიანობის უწყვეტობისა და შეუფერხებლობის უზრუნველსაყოფად.
6. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს და წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს ადგენს სამსახური.
7. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური. სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე განახორციელოს. ამასთანავე, სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე განახორციელოს. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის მოცულობისა და სირთულის ადეკვატური უნდა იყოს.
71. სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით პირისგან/ აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/ დოკუმენტაცია (მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით). ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.
8. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებას სამსახური მისი წარდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს. სამსახური ვალდებულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა დაიწყოს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.
9. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 6 წელიწადში ერთხელ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის და არაუმეტეს 3 წელიწადში ერთხელ იმ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის, რომელიც სდპ-ისა და პირველი კატეგორიის საწარმოს აუდიტს ატარებს.
10. ის აუდიტორული ფირმა, რომელიც აპირებს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ამასთანავე, გავლილი აქვს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, მაგრამ არ აქვს ჩატარებული სდპ-ის აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართოს სამსახურს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით. სამსახური ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურისთვის მიმართვის ფორმას ადგენს სამსახური.
11. სამსახური აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც საქმიანობის დაწყებამდე სულ მცირე ბოლო უწყვეტი 1 წლის განმავლობაში არ განუხორციელებია აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), აუდიტორულ ფირმაში არ ჰქონია ხმის უფლება, დასაქმებული არ ყოფილა აუდიტორულ ფირმაში მმართველობითი ორგანოს ან საზედამხედველო ორგანოს წევრად და არც სხვაგვარად ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული, არ არის დაინტერესებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგებით და აკმაყოფილებს სამსახურის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
12. პირს ეკრძალება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელება, თუ იგი იყო იმ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის პარტნიორი/აქციონერი, გარიგების პარტნიორი, დასაქმებული ან მასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირი, რომლის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგიც ხორციელდება, ამ ურთიერთობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.
13. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებისას სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები და დამხმარე პერსონალი.
14. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღებიდან 1 თვის ვადაში სამსახური წარადგენს წინასწარ შედეგებს. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის საბოლოო შედეგები აისახება სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით მომზადებულ ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშში. სამსახური განიხილავს მონიტორინგის ანგარიშს და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის ან/და გარიგების პარტნიორისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენის ან/და დაკმაყოფილების ან/და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების შესახებ სამსახურის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საბჭოსა და სასამართლოში.
15. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, გარიგების პარტნიორი, აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ შედგენილი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის განხილვაში და წარადგინოს ახსნა-განმარტება.
16. თუ ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ან/და გარიგების პარტნიორი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს სამსახურის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს, სამსახური ვალდებულია ასეთი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე – შესაბამისი გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები ამ კანონით დადგენილი წესით.
17. აუდიტორის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა აუდიტორს ეკისრება. აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე − შესაბამის გარიგების პარტნიორს.
18. მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო ვალდებულია ითანამშრომლოს სამსახურთან სუბიექტების მიერ წარდგენილი აუდიტირებული ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად.
19. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტირებულ ანგარიშგებაში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით გასცეს მითითებები და მიიღოს განმარტებები აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისაგან და გარიგების პარტნიორისაგან.
20. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები საჯაროა. ეს შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში.
21. სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს აუდიტის ხარისხის მდგომარეობის შესახებ საერთო ანგარიშს.
22. აუდიტორული ფირმა, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, ვალდებულია თითოეული ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამოქვეყნების დღიდან სულ მცირე 5 წლის განმავლობაში. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესს ევროკავშირის შესაბამისი მარეგულირებელი დირექტივების/რეგულაციების მოთხოვნების დაცვით ადგენს სამსახური.
საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5293 – ვებგვერდი, 04.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.
თავი VI
სამსახურის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
საბჭოს უფლებამოსილებე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.05.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 29.05.2024 კანონი №4206
- 01.12.2022 კანონი №2288
- 26.11.2019 კანონი №5293
წინა რედაქცია (24.06.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. ხარისხის უზრუნველყოფა 1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები ხარისხის კონტმაროლთვის საერთაშორისო სტანდარტების (ISQCISQM) შესაბამისად. 2. ხარისხის კონტმაროლთვის საერთაშორისო სტანდარტები (ISQC) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირთა ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის შესახებ, რომლებიც ატარებენ აუდიტს და ახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვას, აგრეთვე სხვა მარწმუნებელ გარიგებას და დაკავშირებულ მომსახურებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია. 4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეიმუშაოს აუდიტისა და სხვა აუდიტორული მომსახურების სახელმძღვანელო და ჩამოაყალიბოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, მისი განვითარების, მეთვალყურეობისა და საქმიანობის შეფასების შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები. აღნიშნული სახელმძღვანელო განსაზღვრავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის სათანადო პოლიტიკასა და პროცედურებს. 5. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ ადეკვატური სისტემები და პროცედურები უნდა გამოიყენოს მისი საქმიანობის უწყვეტობისა და შეუფერხებლობის უზრუნველსაყოფად. 6. ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს და წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს ადგენს სამსახური. 7. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური. სამსახური უფლებამოსილია ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგი რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე განახორციელოს. ამასთანავე, სამსახური უფლებამოსილია ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგი წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე განახორციელოს. ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის მოცულობისა და სირთულის ადეკვატური უნდა იყოს. 871. სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით პირისგან/ აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/ დოკუმენტაცია (მატერივალური ფორმით ხან/და ელექტრონული ფორმით). ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია განისაზღვრება სამსახურის კომიერ დადგენილი წესით. 8. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებას სამსახური განიხილავს მისი წარმოდგენიდან 1020 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს. სამსახური ვალდებულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კ1 თვირისა დაიწყოს ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგი. 9. ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 6 წელიწადში ერთხელ აუდიტორებისათვის/აუდიტორული ფირმებისათვის და არაუმეტეს 3 წელიწადში ერთხელ იმ აუდიტორებისათვის/აუდიტორული ფირმებისათვის, რომლებლიც სდპ-ებისა და პირველი კატეგორიის საწარმოების აუდიტს ატარებენს. 10. ის აუდიტორული ფირმა, რომელიც აპირებს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ამასთანავე, გავლილი აქვს ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგი, მაგრამ არ აქვს ჩატარებული სდპ-ის აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართოს სამსახურს ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით. სამსახური ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურისათვის მიმართვის ფორმას ადგენს სამსახური. 11. სამსახური აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც საქმიანობის დაწყებამდე სულ მცირე ბოლო უწყვეტი 1 წლის განმავლობაში არ განუხორციელებია აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), აუდიტორულ ფირმაში არ ჰქონია ხმის უფლება, დასაქმებული არ ყოფილა აუდიტორულ ფირმაში მმართველობითი ორგანოს ან საზედამხედველო ორგანოს წევრად და არც სხვაგვარად ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული, არ არის დაინტერესებული ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის შედეგებით და აკმაყოფილებს სამსახურის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 12. პირს ეკრძალება ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის განხორციელება, თუ იგი იყო იმ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის პარტნიორი/აქციონერი, გარიგების პარტნიორი, დასაქმებული ან მასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირი, რომლის ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგიც ხორციელდება, ამ ურთიერთობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. 13. ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებისას სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები და დამხმარე პერსონალი. 14. ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღებიდან 1 თვის ვადაში სამსახური წარადგენს წინასწარ შედეგებს. ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის საბოლოო შედეგები აისახება სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით მომზადებულ ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშში. სამსახური განიხილავს მონიტორინგის ანგარიშს და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის ან/და გარიგების პარტნიორისათვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენის ან/და დაკმაყოფილების ან/და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის შედეგების შესახებ სამსახურის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საბჭოსა და სასამართლოში. 15. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, გარიგების პარტნიორი, აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ შედგენილი ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის განხილვაში და წარადგინოს ახსნა-განმარტება. 16. თუ ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ან/და გარიგების პარტნიორი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს სამსახურის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს, სამსახური ვალდებულია ასეთი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე – შესაბამისი გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები ამ კანონით დადგენილი წესით. 17. აუდიტორის ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა აუდიტორს ეკისრება. აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე − შესაბამის გარიგების პარტნიორს. 18. მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო ვალდებულია ითანამშრომლოს სამსახურთან სუბიექტების მიერ წარდგენილი აუდიტირებული ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად. 19. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტირებულ ანგარიშგებაში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით გასცეს მითითებები და მიიღოს განმარტებები აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისაგან და გარიგების პარტნიორისაგან. 20. ხარისხის კონტმაროლთვის სისტემის მონიტორინგის შედეგები საჯაროა. იეს შედეგებინი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში. 21. სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს აუდიტის ხარისხის მდგომარეობის შესახებ საერთო ანგარიშს. 22. აუდიტორული ფირმა, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, ვალდებულია თითოეული ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამოქვეყნების დღიდან სულ მცირე 5 წლის განმავლობაში. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესს ევროკავშირის შესაბამისი მარეგულირებელი დირექტივების/რეგულაციების მოთხოვნების დაცვით ადგენს სამსახური. თავი VI სამსახურის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. საბჭოს უფლებამოსილებები