📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის, გარე ვაჭრობის უფლების საფასურისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 17.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნ ე ბ ა რ თ ვ ა №   ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------ -----------------------------------------------------------------------------------------------------                   ნებართვის მიმღები და მისამართი საფუძველი)------------------------------------------------------------------------------------- ნებართვის მოქმედების ვადა ------------------------------------ დან ------------------------------------ მდე ნებართვის საფასური შეადგენს _____________________________ლარს     ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე  ეგზემპლარი ინახება ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ----------------------------------------------------------------------------- სამსახურში სანებართვო პირობები: ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------   მუნიციპალიტეტის გამგებელი:                                                           ნებართვის მიმღები: ----------------------                                                                                    -----------------------------   ბეჭდის ადგილი                                                                                        ნებართვა გაცემულია   .--- ..-----------..------  წ.
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2016
matsne.gov.ge 852 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 03.08.2015 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.08.2022 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 06.11.2019 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.01.2019 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 04.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის, გარე ვაჭრობის უფლების საფასურისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2016 წლის 17 ივნისი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის, გარე ვაჭრობის უფლების საფასურისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  აგრეთვე  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის  შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დადგინდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი  დანართი 1-ის შესაბამისად. 2. დადგინდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნებართვის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად. 3.  ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე  ვაჭრობის რეგულირების წესის, გარე ვაჭრობის უფლების საფასურისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 28 აპრილის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/05/2016,  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.141.016172). 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი დანართი 1 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი და გარე ვაჭრობის უფლების საფასური მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი არეგულირებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. 2. გარე ვაჭრობად ითვლება: ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება; გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან; დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან. 3. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის, საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე  ვაჭრობად. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი 1. წინამდებარე წესის მიზანია: ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის  ნებართვით. 2. გარე ვაჭრობის ადგილებისა და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ვადით ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას. 4. გარე ვაჭრობის ადგილი გამოიყოფა განსაზღვრულ  ვადით, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა   უთითებს  გაცემული გარე ვაჭრობის ნებართვაში.  მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 2. აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტების გარე ვაჭრობა (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) შესაბამისი პირობების გარეშე. 3. გარე ვაჭრობის განხორციელება შეიძლება ავტომანქანებიდან და ავტომანქნების მისაბმელებიდან, გადასაადგილებელი კიოსკებიდან და აგრეთვე თავიანთი სავაჭრო ობიექტების წინ მოწყობილი სტელაჟებიდან. 4. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის კონტროლი 1. დადგენილების შესრულების კონტროლს განახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. მუხლი 6🔗. გარე ვაჭრობის უფლების საფასური შემდეგი კატეგორიების მიხედვით: 1. ავტომანქანები: ა) მსუბუქი მანქანები 1.5  (ერთ-ნახევარი) ტონამდე  – თვეში 30. ბ) მსუბუქი მანქანები 1.5 (ერთ-ნახევარი) – 3.5 (სამ-ნახევარი) ტონამდე თვეში 60 ლარი. გ) სატვირთო მანქანები 3.5 (სამ-ნახევარი) ტონიდან ზევით – თვეში 90 ლარი. 2. მისაბმელები და სხვა აპარატები 6 მ​2 – დღეში 1 ლარი. 3. სტილაჟები, ნაყინის გამაგრილებელი და გაზიანი სასმელების, ლუდის გასაყიდი აპარატები, ყველა სახის სწრაფი გადახდის ავტომატები, ატრაქციონები  და სხვა აპარატები 1კვმ – დღეში 1 ლარი. 4. საზკვები ობიექტების წინ, საზკვები დანიშნულების საქონელი შესაბამისი იმფრასტრუქტურის გათვალისწინებით (მაგიდები, სკამები, საჩრდილობელი ქოლგები და ა.შ) 1კვმ – თვეში 10 ლარი. 5. იმ შემთხვევში, თუკი გარე ვაჭრობისათვის გამოყენებული ტერიტორია 1კვ მეტრზე ნაკლებია, გარე ვაჭრობის უფლების საფასური იანგარიშება 1კვ მეტრზე. 6. გარე ვაჭრობის უფლების გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება საქმიანობის დაწყებისთანავე. 7. გარე ვაჭრობის საფასურის გადახდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით და მიიმართოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში. დანართი  2 საქართველო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნ ე ბ ა რ თ ვ ა № ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------ -----------------------------------------------------------------------------------------------------                   ნებართვის მიმღები და მისამართი საფუძველი)------------------------------------------------------------------------------------- ნებართვის მოქმედების ვადა ------------------------------------ დან ------------------------------------ მდე ნებართვის საფასური შეადგენს _____________________________ლარს ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე  ეგზემპლარი ინახება ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ----------------------------------------------------------------------------- სამსახურში სანებართვო პირობები: ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------- მუნიციპალიტეტის გამგებელი:                                                           ნებართვის მიმღები: ----------------------                                                                                    ----------------------------- ბეჭდის ადგილი                                                                                        ნებართვა გაცემულია   .--- ..-----------..------  წ.