აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.06.2016
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2016
matsne.gov.ge 772 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 97% 01.04.2015 აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 97% 29.08.2016 სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 94% 04.03.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 94% 04.02.2015 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 23.03.2016

დოკუმენტის ტექსტი

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  დადგენილება №23 2016 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს თანდართული, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                         ვ. ყოლბაია   აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არსებული ვაკანტური  თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. 2. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და შეეძლოს გუნდური მუშაობა. მუხლი 2🔗                                                             1. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის, მათ შორის, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; დ) უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული ენა) ცოდნა; ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს დევნილთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. 1.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I,III,IV,VI თავები); დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“; ვ) „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რესგისტრაციის და მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; თ) „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილება; ი) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 20 აპრილის №15 დადგენილება; კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 15 იანვრის №3 დადგენილება; ლ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 15 იანვრის №2 დადგენილება. მუხლი 3🔗 1. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; გ) უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული ენა) ცოდნა; დ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს დევნილთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. 1.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I,III,VI თავები); დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“; ვ) „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რესგისტრაციის და მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; თ) „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილება; ი) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 20 აპრილის №15 დადგენილება; კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 15 იანვრის №3 დადგენილება; ლ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 15 იანვრის №2 დადგენილება.