ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

მიღების თარიღი 13.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1112
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021568
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2016
matsne.gov.ge 193 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 12.07.2017 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 11.10.2017 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით დამტკიცებული ასიგნებების ცვლილების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 14.12.2017 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 15.11.2017 საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 29.12.2016

დოკუმენტის ტექსტი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის  განკარგულება №1112 2016 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი  ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა შპს „ენერგოტრანსს“, 2015 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ჯამური ღირებულების – 4,852,369.03 (ოთხი მილიონ რვაას ორმოცდათორმეტი ათას სამას სამოცდაცხრა ლარი და სამი თეთრი) ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე. 2. შპს „ენერგოტრანსმა“ უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა. 3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  შპს „ენერგოტრანსი“ უფლებამოსილია, უიმედო ვალად აღიარებული დავალიანება - 4,852,369.03 (ოთხი მილიონ რვაას ორმოცდათორმეტი ათას სამას სამოცდაცხრა ლარი და სამი თეთრი) ლარის ოდენობით (წარმოშობილი 2015 წელს) გამოქვითოს 2016 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, თუ შესაბამისი შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილია ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნეს, ამ განკარგულების საფუძველზე, შპს „ენერგოტრანსის“ მიერ განხორციელებული სათანადო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2015 წელს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილ უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი