სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1016/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1016/ო

2016 წლის 1 7 ივნისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  შპს „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრზე“  (მისამართი:  ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N4) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ - სალიცენზიო მოწმობა N002086.

2. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი    თვის   ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ დირექტორის ზ. ლაზარაშვილის განცხადება  N61908,  08.06.2016წ.

 

 

სააგენტოს უფროსი                                                                გია თვალავაძე