სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1016/ო
2016 წლის 1 7 ივნისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრზე“ (მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N4) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ - სალიცენზიო მოწმობა N002086.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ დირექტორის ზ. ლაზარაშვილის განცხადება N61908, 08.06.2016წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
- „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 17.06.2016. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02-1016/ო.
- სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №02-1016/ო, 17.06.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3317951/