ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №273 |
|
2016 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი |
|
ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორია
ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:
ა) საწყისი წერტილი №1. (კოორდინატებით X=231292.4218750; Y=4656221.5) წერტილი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საზღვრების გადაკვეთის წერტილზე და ამ წერტილიდან № 2 წერტილამდე საზღვარი მიუყვება ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საზღვარს.
ბ) წერტილი №2. (კოორდინატებით X=231869.5625000; Y=4656504.0) წერტილი მდებარეობს მდ.სუფსიდან სამხრეთით და ამ წერტილიდან საზღვარი სამხრეთ აღმოსავლეთისკენ სასოფლო- სამეურნეო სავარგულების გავლით მიემართება № 3 წერტილისკენ.
გ) წერტილი №3. (კოორდინატებით X=232699.0781250; Y=4654665.0) წერტილი მდებარეობს ურეკის რკინიგზის სადგურიდან მაგნეტიტის სანაპიროსკენ მიმავალ ქუჩაზე, სადგურიდან დასავლეთით და ამ წერტილიდან სამხრეთისკენ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით საზღვარი მიემართება №4 წერტილამდე.
დ) წერტილი №4 (კოორდინატებით X=232793.0000000; Y=4651272.5) წერტილი მდებარეობს დაბა ურეკიდან ქობულეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზისა და რკინიგზის გადაკვეთიდან დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სამხრეთისკენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით №5 წერტილამდე.
ე) წერტილი №5 (კოორდინატებით X=232825.3437500; Y=4649447.5) წერტილი მდებარეობს რკინიგზის დასავლეთით და შემდეგ საზღვარი გრძელდება რკინიგზის გასწვრივ სამხრეთისკენ №6 წერტილამდე.
ვ) წერტილი №6 (კოორდინატებით X=233123.7656250; Y=4648720.5) წერტილი მდებარეობს რკინიგზის დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სამხრეთისკენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით №7 წერტილამდე.
ზ) წერტილი №7 (კოორდინატებით X=233148.1250000; Y=4648302.5) წერტილი მდებარეობს ურეკის საკონცერტო დარბაზის ჩრდილოეთით გამავალ ოზურგეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, რკინიგზამდე და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შორის გამავალ სამეურნეო გზის გასწვრივ №8 წერტილამდე.
თ) წერტილი №8 (კოორდინატებით X=232885.4062500; Y=4645184.5) წერტილი მდებარეობს ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მდ.ნატანების ჩრდილოეთით და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზას, №9 წერტილამდე.
ი) წერტილი №9 (კოორდინატებით X=233900.7812500; Y=4643939.0) წერტილი მდებარეობს ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მდ.ნატანების სამხრეთით საავტომობილო კვანძამდე და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება საავტომობილო კვანძს დასავლეთით №10 წერტილამდე.
კ) წერტილი №10 (კოორდინატებით X=233758.7500000; Y=4643463.5) წერტილი მდებარეობს ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზისა და შეკვეთილიდან ქ.ქობულეთში მიმავალი საავტომობილო გზის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო კვანძის დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით გრძელდება № 11 წერტილამდე.
ლ) წერტილი №11 (კოორდინატებით X=233694.9375000; Y=4642659.0) წერტილი მდებარეობს მდ.ჩოლოქზე და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება მდ.ჩოლოქს, აჭარისა და გურიის საზღვარს შავ ზღვამდე, №12 წერტილამდე.
მ) წერტილი №12 (კოორდინატებით X=231891.5156250; Y=4645085.5) წერტილი მდებარეობს აჭარისა და გურიის საზღვარის მდ.ნატანების, მდ.ჩოლოქის და შავი ზღვის შერწყმის წერტილში. ამ წერტილიდან №1 წერტილამდე საზღვარი მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს.
შენიშვნა: ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის აღმოსავლეთ საზღვრად აღნიშნულია სამომავლო ჩქაროსნული საავტომობილო გზატკეცილი (ავტობანი), რომელიც ამჟამად ფიზიკურად არ არსებობს და მისი აშენების შემთხვევაში საჭირო გახდება ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის აღმოსავლეთ საზღვრის ჩქაროსნული საავტომობილო გზატკეცილისდა მიხედვით დაზუსტება.