საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებით დამტკიცებულ „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №69 |
|
2024 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშებისას გამოყენებული ცნებების განმარტება
ა) სუბორდინირებული სესხი – ისეთი სესხი, რომელსაც სხვა სესხებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი – სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ მზღვეველის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული სესხის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა არააქციონერ კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;
ბ) საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების (გამოთვლის) დროს გამოიყენება „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №02 ბრძანების პრინციპები და განმარტებები.“.
2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13 პუნქტები:
„11. საზედამხედველო კაპიტალი შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს მზღვეველის მიერ აღებულ სუბორდინირებულ სესხს, რომლის დასაშვები ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) უვადო სუბორდინირებული სესხის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ ოდენობასა და მზღვეველის კაპიტალის მინიმალურ ოდენობას შორის უმცირესი მაჩვენებლის 50%-ს;
ბ) ვადიანი სუბორდინირებული სესხის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ ოდენობასა და კაპიტალის მინიმალურ ოდენობას შორის უმცირესი მაჩვენებლის 25%-ს.
12. საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მიზნით, სუბორდინირებული სესხი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) სესხის თავდაპირველი ვადა უნდა იყოს სულ მცირე ხუთი წელი;
ბ) საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იზრდებოდეს და არ უნდა არსებობდეს წინასწარ დაფარვის სხვა მოტივაცია;
გ) სესხი უნდა იყოს ყოველგვარი უზრუნველყოფისა და გამოყენების შეზღუდვების გარეშე;
დ) მხოლოდ სრულად გადახდილი თანხები ჩაითვლება სუბორდინირებული სესხის დასაშვებ ოდენობაში;
ე) დაფარვის ვადამდე დარჩენილი 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში სუბორდინირებული სესხი ამორტიზირდება ყოველთვიურად წრფივად და საზედამხედველო კაპიტალში ჩაირთვება არაამორტიზირებული ნაწილი;
ვ) სუბორდინირებული სესხი გამცემის მიერ შეიძლება გამოთხოვილ იქნეს სულ მცირე ხუთი წლის შემდეგ. გამოთხოვის უფლების ან მზღვეველის მიერ წინასწარ დაფარვის უფლების გამოყენებისათვის, მზღვეველმა წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან;
ზ) მზღვეველმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის ან წინასწარი დაფარვის უფლების გამოყენების მოლოდინი;
თ) მზღვეველმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი სესხის ჩანაცვლება ხდება იგივე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით და აღნიშნული კაპიტალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება მზღვეველის შემოსავლის მასშტაბებს ან მზღვეველს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების შემთხვევაში მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალი საკმარისად აღემატება კაპიტალის მინიმალურ ოდენობას და გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობას;
ი) სუბორდინირებული სესხის საზედამხედველო კაპიტალში ჩართვა, ისევე როგორც სესხის ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილება, წინასწარ უნდა შეთანხმდეს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან.
13. მზღვეველი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის 12 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობა სუბორდინირებული სესხის მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში.“.
3. დანართში №1 შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მზღვეველი:
ანგარიშგების თარიღი:
საზედამხედველო კაპიტალის ანგარიშგება
ლარებში
დისკონტირებული აქტივები
დაქვითვის სხვა კომპონენტები
სუბორდინირებული სესხები
საზედამხედველო კაპიტალი
|