„მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №24 |
|
2017 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებას დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. ამ ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება 2017 წლის 21 სექტემბრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.“ 2. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის“ მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშება 1. ამ წესის მიზნებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა გაანგარიშდება შემდეგნაირად: მზღვეველის საკუთარი კაპიტალი (სააქციო კაპიტალს დამატებული საემისიო კაპიტალი, გამოკლებული გამოსყიდული აქციები, დამატებული აკუმულირებული მოგება/(ზარალი), დამატებული „პერიოდის წმინდა მოგება/(ზარალი)“, დამატებული „ფასს-ის მიხედვით კაპიტალში აღსარიცხი ყველა სახის რეზერვი“) მცირდება შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: ა) გუდვილი და სხვა არამატერიალური აქტივების (წმინდა) 100%-ით; ბ) ინვესტიციებით მეკავშირე კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები) – 20%-ით 31.12.2017-მდე, – 50%-ით 31.12.2017-დან 31.12.2018-მდე, – 100%-ით 31.12.2018-დან; გ) ინვესტიციებით შვილობილ კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები) – 20%-ით 31.12.2017-მდე, 50%-ით 31.12.2017-დან 31.12.2018-მდე), 100%-ით 31.12.2018-დან; დ) აქციები, რომელთა მიმოქცევა ხორციელდება ორგანიზებული ბაზრის გარეთ; ე) გაცემული არაუზრუნველყოფილი სესხების 100%-ით; ვ)აქტივების იმ ოდენობით, რომელიც კომპანიის მიერ გამოყენებულია ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებად და ასახული არ არის მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებების ნაწილში (შეზღუდული თანხის 100%); ზ) გადავადებული საკომისიო ხარჯის 100%-ით; თ) გადავადებული საგადასახადო აქტივის 100%-ით; ი) გასაყიდად არსებული ფინანსური აქტივების 10%-ით; კ) დაფარვის ვადამდე მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივების 10%-ით; ლ) რეალური ღირებულებით აღრიცხული ფინანსური აქტივები, მოგებაში ან ზარალში ასახვით 10%-ით; მ) მოთხოვნები გადარჩენილი ქონებიდან 100%-ით; ნ) 100 000 ლარს ზემოთ ოდენობის ნაღდი ფული სალაროში 100%-ით; ო) საინვესტიციო ქონების 30%-ით; პ) სხვა აქტივები 100%-ით: პ.ა) მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნებით; პ.ბ) გადახდილი ავანსებით1; პ.გ) საწარმოო პერსონალის მიმართ მოთხოვნებით; პ.დ) დამფუძნებლების მიმართ მოთხოვნებით; პ.ე) მარაგებით; პ.ვ) სხვა ინვესტიციებით; პ.ზ) სხვა; ჟ) კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების ოდენობით, რომელიც გამომდინარეობს დადებული თავდებობის ან/და სასესხო (საკრედიტო) ხელშეკრულებებიდან და ასახული არ არის მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებების ნაწილში (ვალდებულებების 100 %-ით). 2. მზღვეველი ვალდებულია ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისი საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის ანგარიშგება წარუდგინოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შემდეგი თარიღებისათვის: ა) 1 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 თებერვლისა; ბ) 2 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 მარტისა; გ) 3 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 აპრილისა; დ) 4 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 მაისისა; ე) 5 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 ივნისისა; ვ) 6 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 ივლისისა; ზ) 7 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 აგვისტოსი; თ) 8 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 სექტემბრისა; ი) 9 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 ოქტომბრისა; კ) 10 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 ნოემბრისა; ლ) 11 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 დეკემბრისა; მ) 12 თვის (წლიური) – არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშო წლის 20 თებერვლისა. 3. „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის“ დანართი № 1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დანართი №1
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.10.2017.
- როდის იქნა მიღებული „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 290160000.60.072.016032.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.10.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.10.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №24, 18.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3805759/