„ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №216 |
|
2024 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. ზოგადი მოთხოვნები
1. „ტექნიკური რეგლამენტი – გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესის“ მე-15 მუხლიდან − „მოთხოვნები სურსათის ტრანსპორტირებისადმი“ გამონაკლის წესებს თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო გემით ტრანსპორტირებისათვის. 2. თხევადი ზეთები და ცხიმები, რომლებიც განკუთვნილია ან შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ადამიანის მიერ (ზეთები ან ცხიმები) მოხმარებისათვის, შესაძლებელია, ტრანსპორტირებულ იქნეს საზღვაო გემებით, რომლებიც არ არიან განკუთვნილი სურსათის ტრანსპორტირებისათვის, იმ პირობით, თუ დაცული იქნება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები. 3. ტექნიკურ რეგლამენტი ვრცელდება იმ თხევად ზეთებსა და ცხიმებზე, რომელთა ტრანსპორტირება ხდება ცისტერნებით საზღვაო გემებზე და განკუთვნილია საქართველოში ბაზარზე განსათავსებლად. მუხლი 2. გამონაკლისის პირობები
1. ტვირთი, რომელიც ზეთებისა და ცხიმების ტრანსპორტირებამდე გადატანილ იქნა საზღვაო გემის იმავე მოწყობილობებით (შემდგომში − „წინა ტვირთი“), უნდა შედგებოდეს მხოლოდ იმ ნივთიერებებისგან ან ნივთიერებების ნარევისგან, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის − „დასაშვები „წინა ტვირთების“ ჩამონათვალი“ შესაბამისად. 2. დასაშვებია თხევადი ზეთების ან ცხიმების ტრანსპორტირება, რომლებიც ექვემდებარება დამუშავებას იმ ცისტერნებით, რომლებიც არ არის განკუთვნილი მხოლოდ სურსათის ტრანსპორტირებისათვის, ერთ-ერთი პირობის დაცვით: ა) თუ ზეთების ან ცხიმების ტრანსპორტირება ხდება უჟანგავი ფოლადის ცისტერნით ან ცისტერნით, რომელიც დაფარულია ეპოქსიდური ფისით ან მისი ტექნიკური ეკვივალენტით, უშუალოდ მისი „წინა ტვირთი“ უნდა იყოს ერთ-ერთი: ა.ა) სასურსათო პროდუქტი; ა.ბ) ტვირთი, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრული დასაშვები „წინა ტვირთის“ სიიდან; ბ) თუ ზეთების ან ცხიმების ტრანსპორტირება ხდება ცისტერნით, რომელიც დამზადებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მასალისგან განსხვავებული მასალით, წინა სამი ტვირთი, რომელიც ამ ცისტერნით იქნა ტრანსპორტირებული, უნდა იყოს ერთ-ერთი: ბ.ა) სასურსათო პროდუქტი; ბ.ბ) ტვირთი, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრული დასაშვები „წინა ტვირთის“ სიიდან. 3. თხევადი ზეთებისა და ცხიმების, რომლებიც არ ექვემდებარება დამუშავებას, ტრანსპორტირება დასაშვებია იმ ცისტერნებით, რომლებიც არ არის განკუთვნილი მხოლოდ სურსათის ტრანსპორტირებისათვის და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) ცისტერნა უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ პირობას: ა.ა) უნდა იყოს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული; ა.ბ) დაფარული უნდა იყოს ეპოქსიდური ფისით ან მისი ტექნიკური ეკვივალენტით; ბ) წინა სამი ტვირთი, რომელიც ამ ცისტერნით იქნა გადაზიდული, უნდა იყოს სასურსათო პროდუქტი. მუხლი 3. ჩანაწერების შენახვა
1. საზღვაო გემის კაპიტანი, რომელიც ახორციელებს თხევადი ზეთებისა და ცხიმების ცისტერნებით ტრანსპორტირებას, ვალდებულია, შეინახოს დოკუმენტური მტკიცებულება შესაბამისი ცისტერნებით ტრანსპორტირებულ წინა სამ ტვირთთან და ამ ტვირთების ტრანსპორტირებას შორის ჩატარებულ დასუფთავების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. 2. თუ ტვირთი იქნა გადატვირთული სხვა საზღვაო გემზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, ტვირთის მიმღები საზღვაო გემის კაპიტანი ვალდებულია, შეინახოს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თხევადი ზეთების ან ცხიმების წინა ტრანსპორტირება შეესაბამებოდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირობებს და ამ ტვირთების ტრანსპორტირებებს შორის დასუფთავების პროცესების ეფექტიანობას. 3. საზღვაო გემის კაპიტანი ვალდებულია, გემის საზღვაო ნავსადგურში შესვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს. დანართი დასაშვები „წინა ტვირთების“ ჩამონათვალი
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ?
- „ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ მიღებულია 03.07.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №216. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.024610.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ, №216, 03.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024610 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6215132/