⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.12.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.06.2016
ძალის დაკარგვა 31.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №276
სარეგისტრაციო კოდი 310050010.10.003.019341
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 761 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.2016 მიღება
31.12.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (27)
ვფწ-ით ფრენა
ვიზუალი ფრენების წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა
მუხლი 2
მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი
პუნქტი, რომელიც განკუთვნილია იმ საჰაერო ხომალდების კონტროლირებადი ფრენების საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დასაფრენად შედიან ერთ ან რამდენიმე აეროდრომზე ან ასრულებენ აფრენას ამ აეროდრომებიდან
მუხლი 2
სააეროდრომო მოძრაობის არე
საჰაერო სივრცე იმ აეროდრომის ირგვლივ, რომელიც განკუთვნილია უსაფრთხო სააეროდრომო მოძრაობის უზრუნველსაყოფად
მუხლი 2
საკვანძო-სამეთვალყურეო რაიონი
კონტროლირებადი რაიონი, რომელიც ჩვეულებრივ შექმნილია სმმ-ის მარშრუტების თავმოყრის ადგილებში, ერთი ან რამდენიმე მსხვილი აეროდრომის შემოგარენში
მუხლი 2
სამეთვალყურეო რაიონი
მიწის ზედაპირიდან დადგენილი საზღვრის ზემოთ გადაჭიმული, მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე
მუხლი 2
სამეთვალყურეო არე
დედამიწის ზედაპირიდან დადგენილ ზედა საზღვრამდე გადაჭიმული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე
მუხლი 2
საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი
საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და ავარიული მომსახურება
მუხლი 2
საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება
მომსახურება, გაწეული რეკომენდაციებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით,  უსაფრთხო და ეფექტური ფრენების განსახორციელებლად
მუხლი 2
სფწ-ით ფრენა
სახელსაწყო ფრენის წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა
მუხლი 2
საჰაერო მოძრაობის მომსახურება (სმმ)
ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას,  საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება, მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურება)
მუხლი 2
ფრენის ეშელონი
მუდმივი ატმოსფერული წნევის ზედაპირი, რომელიც შეესაბამება წნევის დადგენილ სიდიდეს (1013,2 ჰპა) და სხვა ასეთივე ზედაპირებიდან დაცილებულია წნევის დადგენილი ინტერვალებით; შენიშვნა 1:  წნევის სიმაღლის საზომი, რომელიც დაკალიბრებულია  სტანდარტული ატმოსფეროს მიხედვით:
მუხლი 2
1013,2  ჰპა-ზე დაყენებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფრენის ეშელონის მისათითებლად. შენიშვნა 2: შენიშვნა 1-ში გამოყენებული ტერმინები
„ფარდობითი სიმაღლე“ და „აბსოლუტური სიმაღლე“ ნიშნავს სახელსაწყო ფარდობით და აბსოლუტურ სიმაღლეებს და არა გეომეტრიულს.
მუხლი 2
საფრენოსნო საინფორმაციო არე
საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და ავარიული მომსახურება.   2. ამ დადგენილებაში  გამოყენებულ შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
მუხლი 2
ACC
რაიონული სამეთვალყურეო ცენტრი
მუხლი 2
AGL
დედამიწის ზედაპირიდან
მუხლი 2
AMSL
ზღვის საშუალო დონიდან
მუხლი 2
APP
მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი
მუხლი 2
ATZ
სააეროდრომო მოძრაობის არე
მუხლი 2
CTA
სამეთვალყურეო რაიონი
მუხლი 2
CTR
სამეთვალყურეო არე
მუხლი 2
FIR
საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი
მუხლი 2
GND
დედამიწა
მუხლი 2
TMA
საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი
მუხლი 2
UNL
შეუზღუდავი
მუხლი 2
FPL
ფრენის გეგმა
მუხლი 2
FIZ
საფრენოსნო საინფორმაციო არე
მუხლი 2
ცსპ
თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ცენტრალური საკომანდო პუნქტი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №276 2016 წლის 23 ივნისი    ქ. თბილისი საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-12 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა და კლასიფიკაცია.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საჰაერო  სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №363 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა და კლასიფიკაცია მუხლი 1🔗. მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ დადგენილების მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის განსაზღვრა სივრცესთან მიმართებაში   შემდეგი მოთხოვნების დადგენით: ა) საზღვრები და კოორდინატები; ბ) შეზღუდული არეების შეზღუდვის პირობები. 2. ეს დადგენილება ვრცელდება ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდის ფრენასა და მის მომსახურებასთან. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება და შემოკლებები 1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს და შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ვფწ-ით ფრენა –   ვიზუალი ფრენების წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა; ბ) მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი – პუნქტი, რომელიც განკუთვნილია იმ საჰაერო ხომალდების კონტროლირებადი ფრენების საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დასაფრენად შედიან ერთ ან რამდენიმე აეროდრომზე ან ასრულებენ აფრენას ამ აეროდრომებიდან; გ) სააეროდრომო მოძრაობის არე – საჰაერო სივრცე იმ აეროდრომის ირგვლივ, რომელიც განკუთვნილია უსაფრთხო სააეროდრომო მოძრაობის უზრუნველსაყოფად; დ) საკვანძო-სამეთვალყურეო რაიონი – კონტროლირებადი რაიონი, რომელიც ჩვეულებრივ შექმნილია სმმ-ის მარშრუტების თავმოყრის ადგილებში, ერთი ან რამდენიმე მსხვილი აეროდრომის შემოგარენში; ე) სამეთვალყურეო რაიონი – მიწის ზედაპირიდან დადგენილი საზღვრის ზემოთ გადაჭიმული, მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე; ვ) სამეთვალყურეო არე – დედამიწის ზედაპირიდან დადგენილ ზედა საზღვრამდე გადაჭიმული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე; ზ) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი – საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და ავარიული მომსახურება; თ) საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება – მომსახურება, გაწეული რეკომენდაციებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით,  უსაფრთხო და ეფექტური ფრენების განსახორციელებლად; ი) სფწ-ით ფრენა – სახელსაწყო ფრენის წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა; კ) საჰაერო მოძრაობის მომსახურება (სმმ) – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას,  საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება, მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურება); ლ) ფრენის ეშელონი – მუდმივი ატმოსფერული წნევის ზედაპირი, რომელიც შეესაბამება წნევის დადგენილ სიდიდეს (1013,2 ჰპა) და სხვა ასეთივე ზედაპირებიდან დაცილებულია წნევის დადგენილი ინტერვალებით; შენიშვნა 1:  წნევის სიმაღლის საზომი, რომელიც დაკალიბრებულია  სტანდარტული ატმოსფეროს მიხედვით: ა) QNH-ზე დაყენებისას  გვიჩვენებს აბსოლუტურ სიმაღლეს; ბ) QFE-ზე დაყენებისას გვიჩვენებს ფარდობით სიმაღლეს QFE-ის საყრდენი წერტილის ზევით; გ) 1013,2  ჰპა-ზე დაყენებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფრენის ეშელონის მისათითებლად. შენიშვნა 2: შენიშვნა 1-ში გამოყენებული ტერმინები – „ფარდობითი სიმაღლე“ და „აბსოლუტური სიმაღლე“ ნიშნავს სახელსაწყო ფარდობით და აბსოლუტურ სიმაღლეებს და არა გეომეტრიულს. მ) საფრენოსნო საინფორმაციო არე – საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და ავარიული მომსახურება.   2. ამ დადგენილებაში  გამოყენებულ შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ACC – რაიონული სამეთვალყურეო ცენტრი; ბ) AGL – დედამიწის ზედაპირიდან; გ) AMSL – ზღვის საშუალო დონიდან; დ) APPმისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი; ე) ATZსააეროდრომო მოძრაობის არე; ვ) CTAსამეთვალყურეო რაიონი; ზ) CTRსამეთვალყურეო არე; თ) FIRსაფრენოსნო ინფორმაციის რაიონი; ი) FL – ფრენის ეშელონი; კ) ft – ფუტი (ფტ); ლ) GND – დედამიწა; მ) TMA – საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი; ნ) UNL – შეუზღუდავი; ო) FPL – ფრენის გეგმა; პ) FIZსაფრენოსნო საინფორმაციო არე; ჟ) ცსპ – თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ცენტრალური საკომანდო პუნქტი. მუხლი 3🔗. საჰაერო სივრცის სტრუქტურა და მისი კლასიფიკაცია 1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა, გარდა საქართველოს საჰაერო კოდექსით დადგენილი ელემენტებისა, მოიცავს: ა) საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს; ბ) სამეთვალყურეო არეს; გ) საკვანძო სამეთვალყურეო რაიონს; დ) სამეთვალყურეო რაიონს; ე) საფრენოსნო საინფორმაციო არეს; ვ) აეროდრომის მოძრაობის არეს; ზ) საწვრთნელ-სავარჯიშო არეს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საჰაერო სივრცის სტრუქტურის ელემენტები, მათ შორის, საზღვრები, კოორდინატები და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის  და კლასიფიკაციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები მოცემულია ამ დადგენილების პირველ-მე-5   დანართებში. 3. საქართველოს საჰაერო სივრცე და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცე, სადაც საქართველო უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას, წარმოადგენს საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს. 4. საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი დაყოფილია  2  კლასად -  C და G კლასებად: ა) C კლასის კონტროლირებადი საჰაერო სივრცე მოიცავს: ა.ა) TMA-სა და CTR-ში მოქცეულ  საჰაერო სივრცეს; ა.ბ) TMA-ის/CTR-ის ფარგლებს გარეთ არსებულ საჰაერო სივრცეს, რომელიც ვრცელდება 85 ფრენის ეშელონიდან ან დედამიწის ზედაპირიდან 2000 ფუტიდან AGL (იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო მეტი) 660 ფრენის ეშელონამდე;   ბ) G კლასის არაკონტროლირებადი საჰაერო სივრცე მოიცავს კონტროლირებადი საჰაერო სივრცის ფარგლებს გარეთ არსებულ საჰაერო სივრცეს, რომელიც ვრცელდება: ბ.ა) დედამიწის ზედაპირიდან 85 ფრენის ეშელონამდე ან ბ.ბ) დედამიწის ზედაპირიდან 2000 ფუტამდე AGL,  იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო მეტი; ბ.გ) 660 ფრენის ეშელონის ზემოთ. 5. საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის ქვედა საზღვარი არის ამ დადგენილების №1 დანართის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი საზღვარი ან 700 ფუტი დედამიწის ზედაპირიდან იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო მეტი. 6. საქართველოს საჰაერო სივრცის კლასები მოცემულია ამ დადგენილების მე-5 დანართში.